პრინცი ოტო ფონ ბისმარკი 1815-1898 წწ.

ოტო ფონ ბისმარკი გახლდათ პრუსიელი სახელმწიფო მოღვაწე,რომელმაც მოხერხებულად გამოიყენა ომის შედეგები და პოლიტიკური მანიპულაციების გზით გერმანიის გაერთიანებას მიაღწია.ბისმარკი დაიბადა შენჰაუზენში,ბრანდერბურგში 1815 წლის 1-აპრილს.გეტინგენისა და ბერლინის უნივერსიტეტებში სამართლის შესწავლის შემდეგ,აახენში სასამართლოს მართველ-ადმინისტრატორად დაინიშნა.პრუსიის პარლამენტის წევრად,როგორც ულტრა როიალისტი აირჩიეს.1851 წ. ფრანკფურტში,პრუსიისგან გერმანიის გაერთიანებული კრების წევრად შევიდა.1859 წელს პეტერბურგში,რუსეთში პრუსიის ელჩად მიავლინეს .1862 წელს დაინიშნა ელჩად ნაპოლეონ III-ის კარზე.იმავე წელს სამშობლოში გამოიძახეს პრუსიის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის გამო,რის შემდეგაც დღენიადაგ პრუსიის ეგიდით გერმანიის გაერთიანებისთვის ზრუნავდა და მხარს უჭერდა კაიზერ ვილჰემ  I-ის გეგმებს,რომელიც არმიის უსაზღვროდ გასაზრდელად ირჯებოდა.


                                            ნაპოლეონ III და ოტო ფონ ბისმარკი

  • შვიდკვირიანი ომი - 1864 წ. ხანმოკლე ომის შედეგად,გერმანიამ შლეზვიგისა და ჰოლშტაინის სახელმწიფოები (მიწები) ჩაიგდო ხელთ.შლეზვიგი პრუსიის გამგებლობაში მოხვდა,ჰოლშტაინი ავსტრიის.1866 წლის 9 ივნისს ბისმარკმა ავსტრიის დალაშქვრა ბრძანა,როთაც შვიდკვირიანი ომი წამოიწყო,რომელიც ავსტრიელებისა და მათი მოკავშირე კათოლიკური გერმანული სახელმწიფოების მარცხით დასრულდა.გერმანული პროვინციები გერმანიის ჩრდილოეთ  კონფედერაციის შემადგენლობაში შევიდა,ხოლო ავსტრიას თავი ანებეს,რადგან ბისმარკს არ სურდა პრუსიის ბატონობას ზედმეტი პრობლემები შეჰქმნოდა.კონფედერაციის მოქალაქეები საყოველთაო საარჩევნო უფლებებით სარგებლობდნენ,მაგრამ მთავარი იყო,რომ კაიზერი და ბისმარკიც მკაცრად აკონტროლებდნენ სამხედრო ხარჯებს.ამ დროს საფრანგეთის მეფე,ნაპოლეონ III შეშფოთებით ადევნებდა თვალყურს მეზობლის გაძლიერების პროცესს და ეს შიშიც გამართლდა,ვინაიდან 1870 წელს ბისმარკმა შეგნებულად მოახდინა  ფრანგულ-პრუსიული  ომის პროვოცირება.სედანთან გამართული ბრძოლისას მირწეულმა გამარჯვებამ მყისიერად დაუსვა წერტილი საფრანგეთის მეორე იმპერიის  არსებობას,ხოლო ნაპოლეონ III-ეს ინგლისში გადასახლება მიუსაჯეს.ამ დრომდე დამოუკიდებლად არსებული გერმანული სახელმწიფოები (მიწები) გერმანიის იმპერიის შექმნის მიზნით,ბისმარკისეულ ჩრდილოეთ კონფედერაციაში შევიდნენ,რომელიც აგრეთვე ფრანგულ პროვინციებს ელზასსა და ლორენსაც (იგივე ლოთარინგია)  დაეპატრონა.ეს ამბავი საფრანგეთსა და გერმანიას შორის განხეთქილების საბაბად იყო ქცეული ვიდრე 1918 წლამდე,როცა აღნიშნული პროვინციები საფრანგეთს დაუბრუნდა.

  • ჩრდილოეთ გერმანიის კავშირი - შვიდკვირიან ომში დამარცხების შემდეგ,სამშვიდობო ხელშეკრულების დადებისას ავსტრიას რაიმე მოთხოვ ნების წამოყენების უფლება არ ჰქონდა.ჰანოვერი,ჰესენ-კასელი,ნასაუა და ფრანკფურტი,რომლებიც პრუსიის წინააღმდეგ იბრძოდნენ,უმალ ანექსირებული აღმოჩნდნენ.ჰანოვერის მეფე ტახტიდან ჩამოაგდეს და ჰესენში მდებარე მისი სასახლეც არ შეარჩინეს.1867 წ.ჩვიდმეტი მიწის მონაწილეობით,ალიანსი - ჩრდილოეთ გერმანიის კონფედერაცია ჩამოყალიბდა.ფრანგულ-პრუსიულ ომში პრუსიის გამარჯვებამ ბავარიის,ვიურტემბერგის,ბადენისა და ჰესეს სამეფოებს ჩრდილოეთ გერმანიის ალიანსში შესვლისაკენ უბიძგა.ამას 1870 წ.გერმანიის იმპერიის (Deutsches Reich) დეკლარირება მოჰყვა.1871 წ. კაიზერი ვილჰელმ I გერმანიის იმპერატორად გამოაცხადეს.ბისმარკი იმპერიის კანცლერად დანიშნეს,რომელიც არა პარლამენტის,არამედ უშუალოდ იმპერატორის წინაშე იყო ვალდებული.


         გერმანიის იმპერიის შექმნის გამოცხადება - ვერსალი.


  • გერმანიის პირველი კანცლერი - გერმანიის პირველ კანცლერად მოვლენილმა ბისმარკმა (ეს პოსტი 19 წლის განმავლობაში ეკავა)მშვიდობაზე ზრუნვას მიჰყო ხელი.1872 წელს ბერლინის კონგრესზე თავჯდომარეობისას მან გერმანია იმ დროისთვის უმძლავრესი სახელმწიფოების რუსეთის,ავსტრიის,საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის რიგში დააყენა.სწორედ მისი ინიციატივით ჩამოყალიბდა ე.წ ''დრაიკაიზერბურდი'' (სამი იმპერატორის ლიგა) რუსეთთან და ავსტრიასთან ერთად,მაგრამ ამან ვერ შეაჩერა ომი თურქეთსა და რუსეთს შორის 1877 წ.ამიტომ რუსეთისა და საფრანგეთის მხრიდან საფრთხის  თავიდან ასაცილებლად,1879 წელს ბისმარკმა ავსტრიასთან და იტალიასთან ერთად ''სამეულის ალიანსი'' ჩამოაყალიბა.ქვეყნის შიგნით ბისმარკმა დაარსა ცენტრალური ბანკი,შემოიღო ერთიანი ვალუტა და გერმანიის ერთიან  კანონთა კრებული.იყო პირველი ევროპელი სახელმწიფო მოღვაწე,რომელმაც შეიმუშავა სოციალური დაცვის კომპლექსური გეგმა და მშრომელები უბედური შემთხვევისა და სნეულების დაზღვევით,ხოლო ხანდაზმული ადამიანები პენსიით უზრუნველჰყო.ეს ზომები მზარდი სოციალისტური მოძრაობის საპასუხო,პოლიტიკურ  ნაბიჯს წარმოადგენდა.თუმცა სულაც არ უშლიდა  ხელს პროფკავშირების წინააღმდეგ რეპრესიული ზომების  მიღებას.1890 წელს მისი პოლიტიკა შემოტევების ობიექტად იქცა.მოდერნიზებულ,განვითარებულ სახელმწიფოში ყველაფრით პრუსიული სტილით გამორჩეული ბისმარკი ძველებურად გამოიყურებოდა.1890 წლის 18 მარტს კაიზერ ვილჰელმ II-ის გამეფებიდან ორი წლის შემდეგ,ბისმარკი იძულებული გახდა გადამდგარიყო და ცხოვრების დარჩენილი წლები მემუარების წერაში გაატარა.გარდაიცვალა 1898 წელს.ოტო ფონ ბისმარკის დროს გერმანია ევროპის ერთ-ერთ უდიდეს და ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ ქვეყნად იქცა.
       ოტო ფონ ბისმარკის ცნობილი გამონათქვამები.

  • არსად იმდენს არ იტყუებიან რამდენსაც ომში,არჩევნებში და ნადირობის შემდეგ.
  • ისე ისწავლე,თითქოს მარადიული ცხოვრებისთვის იყო გაჩენილი,მაგრამ იცხოვრე ისე თითქოს ხვალ  უნდა მოკვდე.
  •  თუ გიყვართ კანონები ან სოსისები,გირჩევთ,არასდროს უყუროთ მათი დამზადების პროცესს.
  • ის,ვისაც ერთხელ მაინც ჩაუხედავს ბრძოლის ველზე მომაკვდავი ჯარისკაცის თვალებში კარგად დაფიქრდება,სანამ ომს დაიწყებს.
  •  არასოდეს ეომოთ რუსეთს.ყოველ თქვენს საბრძოლო ეშმაკობას იგი უპასუხებს თავისი წარმოუდგენელი სიბრიყვით.
  •  სულელები საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ,ხოლო ჭკვიანები სხვების შეცდომებზე. 
  •  რუსეთი სახიფათოა თავისი  მოთხოვნილებების მიზერულობის გამო.
  • არასოდეს არ ენდოთ რუსებს,რადგან რუსები არ ენდობიან თვით საკუთარ თავსაც.
  •  რაიმეს აღკვეთის მიზნით წარმოებული ომი,ჰგავს კაცის ქმედებას,რომელიც სიკვდილის შიშის გამო თავს იკლავს.



1 comment:

  1. According to Stanford Medical, It is really the SINGLE reason this country's women live 10 years more and weigh on average 19 kilos lighter than we do.

    (And really, it is not about genetics or some hard exercise and really, EVERYTHING to related to "how" they are eating.)

    BTW, What I said is "HOW", and not "WHAT"...

    CLICK on this link to find out if this brief questionnaire can help you discover your true weight loss potential

    ReplyDelete