მეორე მსოფლიო ომი



ევროპელ მოკავშირეებსა და ფაშისტური სახელმწიფოების ალიანსს შორის კონფლიქტი  ნამდვილად გლობალური იყო და ყველა კონტინეტს შეეხო.მიმდინარეობდა როგორც სახმელეთო,ასევე საზღვაო და საჰაერო ბრძოლები,ომი საზარელი იყო სამოქალაქო პირებისთვისაც და შეიარაღებული ძალებისთვისაც.
II მსოფლიო ომი 1939 წლის 3 სექტემბერს დაიწყო,როდესაც მოკავშირე ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ადოლფ ჰიტლერის დაშიზმს ომი გამოუცხადეს,თუმცა ზოგი ომის დაწყების თარიღად მიიჩნევს 1939 წლის 1 სექტემბერს,როდესაც გერმანია თავს დაესხა პოლონეთს.თხოვნის მიუხედავად დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა მას რეალური დახმარება ვერ გაუწიეს და პოლონეთი მოიცვა ''ელვისებურმა ომმა'' ,რომელიც მასიური ტანკებითა და საჰაერო შეიარაღებული ძალებით მტრის სწრაფ განადგურებას გულისხმობდა.1939 წლის აგვისტოს შეთანხმების საფუძველზე საბჭოთა ჯარები პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში გადავიდნენ,რათა მოსახლეობა ფაშისტთა აგრესიისგან დაეცვათ.
 1939-40 წლის ზამთარში დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთში დიდმაშტაბიანი სამხედრო გაერთიანება შექმნა,თუმცა მოკავშირეთა სტრატეგია ისევ დაცვას გულისხმობდა. სამხედრო ბაზა საფრანგეთ-გერმანიის საზღვრის გასამაგრებლად გამავალ მაჟინოს ხაზზე პასიურად იდგა.გერმანია თავდასხმებს არ ახორციელებდა და ამ თაღლითური ომის მთავარი ნაბიჯები აღმოსავლეთის მიმართულებით ვითარდებოდა,სადაც საბჭოთა კავშირმა ბალტიის რესპუბლიკების (ლატვია,ლიტვა და ესტონეთი) ანექსია მოახდინა,უფრო მოგვიანებით კი ფინეთის ტერიტორია იგდო ხელთ.1940 წლის 9 აპრილს გერმანიამ,ახალი მძლავრი ელვისებური დარტყმის შედეგად,ნეიტრალური ნორვეგიისა და დანიის ოკუპაცია მოახდინა,ხოლო ბრიტანეთის საომარი ოპერაციები ნარვიკში წარმატებით მიმდინარეობდა,თუმცა საბოლოოდ მარცხით დასრულდა.

გერმანელთა ჯარები ტრიუმფალური თაღის წინ 1940 წელი.

დიუნკერის ოპერაცია
:
ერთი თვის შემდეგ გერმანული შეიარაღებული ძალები ჰოლანდიასა და ბელგიაში შეიძრა,დარღვეულ იქნა მაჟინოს ხაზის საზღვრებიც.მათი ელვისაებური სტრატეგია კვლავ დაუმარცხებელი აღმოჩნდა.მოკავშირეთა ჯარები ქვეყნიდან გააძევეს.
 ამასთანავე ნახევარ მილიონზე მეტი ფრანგი და ბრიტანელი შეიარაღებული მეომარი დიუნკერკის ნავსადგურთან მომწყვდეული აღმოჩნდა.ფაშისტური გერმანიის სარდლობის შეცდომის წყალობით ჯარების დიდმა ნაწილმა 340 000 კაცმა ევაკუაცია შეძლო,ხოლო საფრანგეთის ახალმა მთავრობამ მარშალ პეტენის მეთაურობით საომარი მოქმედებების შეწყვეტა ითხოვა და  1940 წლის 22 ივნის კაპიტულაციის პირობები მიიღო.გერმანიამ საფრანგეთის ჩრდილოეთი ნაწილის ოკუპაცია მოახდინა,ხოლო დანარჩენ არაოკუპირებულ ტერიტორიაზე კი შექმნა მარიონეტული ფაშისტური ''ვიშის მთავრობა'',რომელსაც სათავეში პეტენი და ლავალი ედგნენ.ამ დროისთვის კი გერმანიას იტალიის სახით მოკავშირე ჰყავდა,თუმცა იტალიის დიქტატორის ბენიტო მუსოლინის მხრიდან ეს არასწორი გათვლა იყო,ბრძოლებში იტალიის მარცხი გერმანიისთვის სისუსტის მაჩვენებელი უფრო იყო ვიდრე სიძლიერის.
 ყველაფრის მიუხედავად 1940 წელს გერმანია-იტალიის კავშირი ევროპის კონტინეტის უდიდეს ნაწილს აკონტროლებდა.მათ,მხოლოდ ბრიტანეთისა და მისი დომინიონი ქვეყნების ოკუპაცია ვერ მოახდინეს.1940 წლის 10 მაისს ბრიტანეთში პრემიერ მინისტრი შეიცვალა.უინსტონ ჩერჩილმა,რომლის ენერგიულმა  და შთაგნებით აღსავსე ორატულმა ნიჭმა ერების გასაერთიანებლად უდიდესი როლი შეასრულა.ვერავინ წარმოიდგენდა,რომ ბრიტანეთი გერმანიის ბრჭყალებს გადაურჩებოდა,მაგრამ ბრიტანეთის დაცვას მისი სამხედრო-საზღვაო და საჰაერო ძალები უზრუნველყოფდნენ.1940 წლის ივლისში,საჰაერო ფლოტზე უპირატესობის მოპოვების მიზნით,გერმანიამ საომარი მოქმედებები განაახლა.დაბომბვების შედეგად ლონდონი და კიდევ სხვა მრავალი ქალაქები დიდად დაზარალდნენ,მაგრამ ბრიტანეთმა დარტყმას მაინც გაუძლო.

ბრიტანეთის დაბომბვა

საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომში
:
ჯერ კიდევ 1939 წლის აგვისტოში გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა სრულიად მოულოდნელად დადეს თავდაუსხმელობის ხელშეკრულება ''რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი''მაგრამ ეს ხელშეკრულება წარმოადგენდა,მხოლოდ ფორმალობას რადგანაც ჰილტერი დიდი ხანი ემზადებოდა საბჭოთა კავშირთან ომის წარმოებაზე და 1941 წლის 22 ივნის გერმანიამ დაარღვია საბჭოთა საზღვრები და ძლიერი იერიში მიიტანა საბჭოელებზე,ხოლო საბჭოთა პრობაგანდა ყოველთვის ახსენდებდა მოულოდნელობის მომენტს,რომელმაც განაპირობა წითელი არმიის სასტიკი მარცხი ომის პირველ თვეებში,როდესაც ვერმახტმა დაიკავა უკრაინა,ბელარუსი,ბალტიისპირეთი და უშუალოდ მიადგა მოსკოვსა დალენინგრადს.სინამდვილეში გერმანიის თავდასხმა მოულოდნელი არ ყოფილა.საბჭოთა არმიები საზღვრებთან იდგნენ და ყოველ წუთს ელოდნენ დარტყმას. უბრალოდ საბჭოელები სათანადოდ არ იყვნენ მომზადებულები.
 საბჭოთა კავშირის ომში ჩაბმისთანავე დიდმა ბრიტანეთმა მოკავშირეობა შესთავზა მას.1941 წლის ბოლოს მათ შეუერთდა ამერიკის შეერთებული შტატები,რომელსაც თავს დაესხა იაპონია.ამერიკამ ''ლენდ ლიზის'' პროგრამით უზარმაზარი დახმარება აღმოუჩინა საბჭოთა კავშირს.ომში მონაწილე ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი დანაკარგი საბჭოთა კავშირს ჰქონდა.30 მილიონი ადამიანი.

ომი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ.გეგმა ''ბარბაროსა''
1941 ივნისიდან ძირითადმა ფრონტმა აღმოსავლეთ ევროპაში გადაინაცვლა სადაც სწრაფად ძლიერდებოდა გიგანტი საბჭოთა კავშირი.ჰიტლერმა გადაწყვიტა ოპერაცია ''ბარბაროსას'' განხორციელება. ოპერაციის გეგმა ითვალისწინებდ ''ბლიც-კრიგს''(ელვისებ-ომს) - 1941 წლის ზამთრამდე საბჭოთა კავშირის ევროპული ნაწილის დაკავებასა და გასვლას არხანგელსკი-ასტრახანის ხაზზე,მაგრამ სამმა ფაქტორმა უზარმაზარმა სივრცემ,ცივმა კლიმატმა და კონუნისტური პარტიის,უშიშროების სამსახურის მიერ საბჭოთა კავშირში დამყარებულმა უმკაცრესმა რეჟიმმა არ მისცა ვერმახტს საშუალება გაემარჯვა.
 გერმანული სატანკო კოლონები 1941 წლის 16 ოქტომბერს მაიდგნენ მოსკოვს.საქალაქო პირობებში ბრძოლისას ჯავშანტექნიკას ესაჭიროებოდა ქვეითი ჯარი,რომელიც გერმანულ ტანკებს ჩამორჩა.თანაც ნოემბრის დასაწყისიდან რუსეთში უკვე დაიწყო ყინვები,რომელსაც გერმანული არმია მოუმზადებელი შეხვდა.ბრძოლა წითელი არმიის გამარჯვებით დასრულდა:ვერმახტი  100-250 კილომეტრით იქნა უკუგდებული.''ბლიც-კრიგის'' გეგმამაც ვერ გაამართლა.

სტალინგრადის ბრძოლა
1942 წლის მეორე ნახევარში,გერმანული არმიები ცდილობდნენ გაჭრილიყვნენ მდ.ვოლგამდე და გადაეჭრათ კომუნიკაციები სამხრეთიდან,საიდანაც ცენტრალურ რუსეთში მებრძოლი წითელი არმია საწვავს იღებდა ბაქოდან და მრავალმხრივ დახმარებას ამერიკიდან.ვერმახტმა მიაღწია სტალინგრადამდე მისმა ავიაციამ ქალაქის  90% დაანგრია,მაგრამ აქ გერმანელებს ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდათ და ქალაქის აღება ვერ მოახერხეს,რადგანაც საბჭოელები,თითეული ადამიანი ერთი გოჯი მიწის გულისთვის სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძოდა,რაც გერმანელებში დიდ გაოცებას იწვევდა,რადგანაც მათ რუსეთთან ომის დაწყების დროს  სათანადოდ არ შეაფასეს საბჭოთა კავშირის შესაძლებლობები. სტალინგრადის ბრძოლა გრძელდებოდა 1942 წლის 23 აგვისტოდან 1943 წლის 2 თებერვლამდე.ეს იყო აღმოსავლეთის ფრონტის უდიდესი ბრძოლა,ომების ისტორიაში ერთ-ერთი უსასტიკესი და სისხლიანი.გერმანელების დიდი ადამიანური მსხვერპლის ერთ-ერთი მიზეზი პირადად ჰიტლერის სიჯიუტე იყო,რომელიც მოითხოვდა თავისი ალყაშემორტყმული ჯარებისთვის ბოლომდე ებრძოლათ,რომლებიც სიცივისა და შიმშილისგან სულს ღაფავდნენ.

ბრძოლა სტალინგრადისთვის.

ქართველები მეორე მსოფლიო ომში
მსოფლიო ომმა უმძიმესი ადამიანური ზარალი მიაყენა საქართველოს.საერთო ჯამში ო მის დროს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს ნახევარ მილიონზე მეტი კაცი,მათგან 200 ათასი დაიღუპა ან უგზო-უკვლოდ დაიკარგა.100 ათასამდე ხეიბარი დაბრუნდა.საჭირო გახდა ქვეყნის მეურნეობის სამხედრო რელსებზე გადაყვანა.განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სამხედრო ინდუსტრიისთვის აუცილებელი წიაღისეულის მოპოვებას.გაიზარდა მანგანუმის მოპოვება ჭიათურაში.თბილისში გაიხსნა საავიაციო ქარხანა,რომელიც ავიაგამანადგურებლებს უშვებდა.
ომის პერიოდში შეიქმნა რამდენიმე ქართული დივიზია.224-ე ქართული დივიზია მონაწილეობდა ბრძოლებში ქერჩის ნახევარკუნძულზე და თითქმის მთლიანად განადგურდა საბჭოთა სამხედრო ხელმძღვანელობის უნიათობის გამო,ხოლო242,392-ე და 414-ე დივიზიები კავკასიის დასაცავად იბრძოდნენ.ქართველები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ პარტიზანულ ომებში.

ევროპაში მოკავშირეების გამარჯვებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ''ღერძის ქვეყნებისათვის'' დამატებითი ფრონტების გახსნას.1943 წელს ბრიტანულ-ამერიკულმა ძალებმა კ.სიცილიიდან  დაიწყეს იტალიაში შეჭრა და იმავე წელს იტალია გამოთიშეს ჰიტლერის მოკავშირეთა რიგებიდან.ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის უინსტონ ჩერჩილის დიდი ძალისხმევის მიუხედავად,მისი ძლიერი მოკავშირე აშშ არ დათანხმდა მეორე ფრონტი გერმანიისთვის ბალკანეთში გაეხსნა.ეს არ უნდოდა სტალინსაც.ჩერჩილი ხვდებოდა,რომ ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა კავშირი ევროპის დაპყრობას შეეცდებოდა და უნდოდა გზა გადაეღობა მისთვის ბალკანეთის მხრიდან შეჭრის გზით,მაგრამ აშშ-ს პრეზიდენტი რუზველტი არ დაეთანხმა ჩერჩილს.

მეორე ფრონტის გახსნა ოპერაცია ''ოვერლორდი'' შეტევა ბერლინის მიმაართლებით
მეორე ფრონტი ნაცისტურ გერმანიას 1944  წლის 6 ივნისს გაუხსნეს,როდესაც ჩრდ.საფრანგეთის პროვინციაში,ნორმანდიაში დესანტირება მოახდინა ამერიკულ-ბრიტანულ-კანადურმა უზარმაზარმა არმიამ.ამ ოპერაცია ვერმახტი მთლიანად გამოფიტა და საგრძნობლად გაიზარდა საბჭოთა კავშირის შეტევითი შესაძლებლობა.მსოფლიო ომის ევროპაში ბოლო ოპერაცია ბერლინის აღება იყო.1945 წლის იალტის კონფერენციაზე მოკავშირეები შეთანხმდნენ თუ რა ზონების ოკუპაციას მაოხდენდნენ,ბერლინი საბჭოთა კავშირს ხვდა წილად.ნაცისტური გერმანიის დედაქალაქს საბჭოელები უტევდნენ მარშალ ჟუკოვის ხელმძღვანელობით.ყველაფერი ნათელი იყო გერმანიამ ომი წააგო,მაგრამ ჰიტლერი გენერლებისგან სრული  წინააღმდეგობის გაწევას მოითხოვდა.30 აპრილს ჰიტლერმა თავის ბუნკერში თავი მოიკლა.2 მაისს ქალაქი დანებდა. იქამდე კი დაიღუპა 80 ათასი წითელ არმიელი,100 ათასზე მეტი გერმანელი და 200 ათასამდე სამოქალაქო პირი.
 ბერლინის დაცემის შემდეგ 8 მაისს გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობამ სრული კაპიტულაციის აქტს მოაწერა ხელი.ომი ევროპაში დამთავრდა.



საბჭოთა კავშირის დროშა რაიხსტაგზე


საბჭოთა ჯარები რაიხსტაგთან.

საომარი მოქმედებები წყნარ ოკეანეში.იაპონიის კაპიტულაცია.წყნარი ოკეანის საომარ მოქმედებებში ძალიან აქტიურობდა იაპონია,რომელიც ჩინეთის აღმოსავლეთ ნაწილში გაბატონდა.1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის ავიაციამ მოულოდნელი შეტევა მიიტანა ჰავაის კუნძულებზე მდებარე ამერიკის სამხედრო-საზღვაო ბაზა ''ჰერლ-ჰარბორაზე'' და გაანადგურა უამრავი ხომალდი თუ მძიმე ჯავშან ტექნიკა. ამ ფაქტმა ამერიკელი ხალხი ააბობოქრა და მოითხოვდნენ რევანშის აღებას.მსოფლიოსთვის 1941 წლის 7 დეკემბერი უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღია.ამ დროს ამერიკა გამოვიდა  ტრადიციული იზოლაციონიზმიდან და მსოფლიო პოლიტიკაში ჩაება.1945 წელს,ევროპაში ომის დამთავრების შემდეგ,იაპონიის საბოლოოდ დასამარცხებლად ამერიკამ გამოიყენა ''ბირთვული იარაღი'' 6 და 9 აგვისტოს ქალაქები,ჰიროსიმა და ნაგასაკი ატომური ბომბით იქნა განადგურებული.14 აგვისტოს იაპონიის არმიამ წინააღმდეგობა შეწყვიტა. 1945 წლის 2 სექტემბერს ოფიციალურად დამთავრდა II მსოფლიო ომი.

ზურა მაისურაძე

3 comments:

  1. ხალხი შეცდომაში ნუ შეჰყავს. მეორე მსოფლიო ომი დაიწყო 1 სექტემბერს 1939 პოლონეთის ფოსტასთან . ჩემი სახლის წინ

    ReplyDelete
    Replies
    1. kargad waikitxe xalxi ar sheyavt aranairad shecdomashi orive tarigia mititebuli tqveni saxlis win daiwyo martalia

      Delete