ქართლის გაძლიერება და ურთიერთობა რომთან ახ.წ I-II საუკუნეებში


ახ.წ I-II საუკუნეებში ქართლის სამეფო მნიშვნელოვნად გამტკიცდა და გაძიერდა.ხელსაყრელი საგარეო პოლიტიკური ვითარება ხელს უწყობდა იბერიის ასე გაძლიერებას.კერძოდ,სამხრეთის ძლიერი მეზობლის სომხეთის დასუსტება, რომსა და პართიას შორის ბრძოლა ალანელებთან მეგობრული ურთიერთობის დამყრარება და სხვ
თავის მხრივ ქართლის სამეფოს გამოსვლა ფართო  საერთაშორისო ასპარეზზე,მისი საზღვრების  გაფართოება წარმატებული ომების შედეგად დიდძალი სიმდიდრისა და ტყვე-მონების მოპოვება ხელს უწყობდა ქვეყნის ეკონომიკური ცხოვრების დაწინაურებას,საწარმოო ძალთა განვითარებას.ამ ეპოქის მატერიალური კულტურისა და ეპიგრაფის ძეგლები,აღმოჩენილი ქართლის,კერძოდ მისი დედაქალაქის მცხეთის ტერიტორიაზე თვალნათლივ გვისაბუთებენ ქვეყნის ცხოვრების აღმავლობას.
  იბერიის მეფეები უეჭველია ცდილობდნენ მაქსიმალურად გამოეყენებინათ ხელსაყრელი საგარეო პოლიტიკური სიტუაცია თავისი სამეფოს საზღვრების გასაფართოებლად.ამ მხრივ ისინი იმდენ წარმატებას აღწევდნენ,რომ I-საუკუნის  30- იან წლებში  იბრზვიან არა მარტო სომხეთის ოლქების,არამედ საერთოდ მთელი სომხეთის შემოსაერთებლად.
  ახ.წ 35 წელს პართიაში მეფის წინააღმდეგ  აჯანყება მოხდა. აჯანყებულ პართიელ დიდებულთა თხოვნით ტიბერიუსმა პართიაში გასამეფებლად გააგზავნა პართიის სამეფო  საგვარეულოს წევრი ტირიდატი.მისი გამეფება უნდა მომხდარიყო იბერთა მეოხებით.იბერთა მეფეს მითრიდატეს,მისი ერთ-ერთი ვაჟიშვილისთვის დაჰპირდნენ სომხეთის სამეფოს,იბერიელები მეფის ძის ფარსმანის მეთაურობით შეიჭრნენ სომხეთში.სომხეთში შეჭრა მიზნად ისახავდა პართიელების განდევნა და ფარსმანის ძმის, მითრიდატეს გამეფება.იბერებმა დაიკავეს სომხეთის დედაქალაქი არტაქსატა.სომხეთის მეფე არშაკს, პართიის მეფის ძეს,ადრე მათ მიერ მო სყიდულმა ხალხმა მოუღო ბოლო.პართიის მეფემ დიდი ლაშქარი გამოაგზავნა სომხეთში გაბატონებულ იბერთა წინააღმდეგ თავისი ვაჟის ოროდის სარდლობით.იბერებმა,ტაციტუსის ცნობით ალბანელები და სარმატები მოიხმეს.სარმატების ''სკეპტუხები'' (ბელადები) ვისგანაც მეტ ძღვენს მიიღებდნენ,მას ემხრობოდნენ,მაგრამ ამჯერად იბერებმა,რომელთა ხელშიც იყო კავკასიონის გადმოსასვლელები,სწრაფად გადმოუშვეს თავის მომხრე სარმატები.პართიელების ძლიერი მხარე ცხენოსან ლაშქარში იყო,ხოლო იბერები ცხენოსანი ჯარის გარდა ძლიერ ქვეით ჯარსაც ფლობდნენ.სარმატებმა შუბებითა და ხმლებით შეუტიეს მოწინააღმდეგეს,ცხენოსანი ალბანელები და იბერიელები კი ისრებს ესროდნენ პართიელებს.ბრძოლის დროს ერთმანეღს შეხვდნენ ჯარის სარდლები:იბერიელი  ფარსმანი და პართელი ოროდი,ფარსმანი დიდი სისწრაფით მიიჭრა ოროდთან და მუზარადის ქვეშ ჭრილობა მიაყენა,მაგრამ დარტყმა ვეღარ გაიმეორა,რადგან ცხენმა ოროდი გააქროლა,ხოლო გავრცელებულმა ხმამ ოროდის სიკვდილის  შესახებ პართიელები შეაშინა და ისინი ამ ბრძოლაში დამარცხდნენ.

პართიელი მეომრები.

ამრიგად,სომხეთში გამეფდა იბერთა,მეფის მითრიდატეს ძე და მისი მომდევნო მეფის, ფარსმანის ძმა მითრიდატე. მალე გაიუს კალიგულას (37-41 წწ.) მეფობაში ეს მითრიდატე გამოიძახეს,რომში და დაატყვევეს.
 რომაელები კარგად ხედავდნენ იბერიის მართველთა სწრაფვას,დაემორჩილებინათ მთლიანად სომხეთი.სომხეთისათვის ბრძოლა სამ სახელმწიფოს - რომს,პართიასა და იბერიას შორის მიმდინარეობდა.იბერიას 35 წლის ამბებით თუ  ვიმსჯელებთ,რომის დახმარების გარეშეც შესწევდა უნარი,გაემარჯვა პართიაზე.მართალია,იბერია არ იყო იმდენად ძლიერი,რომ თავისი ჭეშმარიტი მისწრაფებების დამალვა არ დასჭირდებოდა.სომხეთის დაუფლებას იგი რომის მოკავშირისა და რომის მტრისაგან -  პართიისაგან სომხეთის გამოგლეჯი სახით ცდილობდა,მაგრამ  რომში უეჭველია,შიშობდნენ იბერიის მეტისმეტ გაძლიერებას და არ შეეძლოთ  დაეშვათ სომხეთის სრული დამორჩილება იბერიის მართველთა მხრიდან.მითრიდატე,რომაელ ებმა შემდგომში,როგორც ჩანს მაინც მიიჩნიეს სომხეთის ტახტის შესაფერის კანდიდატად სწორედ იმის გამო,რომ არავითარ სურვილს არ  იჩენდა დამორჩილებოდა თავის ძმას იბერიის მეფეს ფარსმანს.

იბერიის მეფე - ფარსმანი

ამიტომაც,იმპერატორმა  კლავდიუსმა (42-54 წწ.) რომელმაც შეცვალა გაიუს კალიგულა,გაათავისუფლა მითრიდატე დაგაგზავნა სომხეთში ტახტის დასაკავებლად.სულ რამდენიმე წლის შემდეგ  52 წელს იბერიის მეფე ფარსმანი გადავიდა აშკარა ბრძოლაზე თავის ძმის წინააღმდეგ.ტაციტუსი პირდაპირ ამბობს ,რომ საქმე ეხებოდა ფარსმანის ცდას დაუფლებოდა სომხეთის სამეფოს,მაგრამ ფარსმან ამით არ სურდა რომის  წინააღმდეგ  გამოსვლის ფორმა მიეცა.პირიქით ცდილობდა თავისი თავი რომის ინტერესების დამცველად გამოეყვანა.
 რომაული წყაროები ფარსმანს  გვიხატავენ არა მარტო როგორც მამაც მხედარმთავარს და მეომარს არამედ,როგორც მოხერხებულ დიპლომატს.ასე,მაგალითად მითრიდატეს წინააღმდეგ ლაშქრობის მზადებისას ფარსმანმა სიფხიზლის მოსადუნებლად ძმასთან გააგზავნა თავისი ვაჟი რადამისტი,რომელიც  ბიძასთან გამოცხადდა მასთან წაჩხუბების მოგონილი ამბით,მითრიდატემ ძმისშვილი სიხარულით მიიღო.სომხხეთში  ყოფნის დროს  რადამისტმა სომეხი დიდებულები გადმოიბირა და იბერიაში დაბრუნდა.ფარსმანმა შვილს დიდი ლაშქარი მისცა, რომლითაც შეშინებული მითრიდატე რადამისტმა გარნის ციხეში გამოკეტა სადაც რომაული გარნიზონი იდგა.რომაელებმა ფარსმას სთხოვეს ციხეზე ალყის მოხსნა,მაგრამ რადამისტმა რომაული გარნიზონის მეთაური მოისყიდა,რის შედეგადაც მითრიდატე იძულებული  შეიქმნა ჩაებარებინა თავისი ძმისწულისათვის  გარნის ციხე და მოსალაპარაკებლად მასთან გამოცხადდა.ფარსმანის განაკრგულებით მითრიდატე და მთელი მისი ოჯახი სიცოცხლეს გამოასალმეს.სომხეთის დაუფლების სურვილი ფარსმანში უფრო დიდი იყო ვიდრე ძმისადმი სიყვარული.
  მეზობელ ქვეყნებში სირიასა და კაბადოკიაში მდგომი,რომაული გარნიზონის სარდლები შეეცადნენ,დაებრუნებინათ რომისადმი სომხეთი ,მაგრამ  ვერ შეძლეს.ამით  ისარგებლა პართიის მეფე ვოლოგესმა (ვალარშ პირველი. 51-80  წწ.) რომელსაც სომხეთის ტახტზე თავისი ძმის ტირიტადის დასმა უნდოდა.იგი შეიჭრა სომხეთში,დაიკავა არტაქსატა და განდევნა სომხეთიდან იბერები, მაგრამ მალე ზამთრის მოახლოვებამ და უსურსათობამ აიძულა იგი დაეტოვებინა სომხეთი.ამის შემდეგ რადამისტი შეიჭრა  სომხეთში და სასტიკად გაუსწორდა განდგომილთ,მაგრამ სომეხი დიდებულები აუჯანყდნენ და რადამისტმა მამისეულ სამეფოში იბერიაში  გაცქევით უშველა თავს. სომხეთში გამევდა პართიის მეფის ძმა ტირიტადი.იბერიელებმა შემდგომშიც არაერთხელ სცადეს სომხეთის დაუფლება,მაგრამ ამის განხორციელება ვერ შეძლეს.
 პართიელთა მიერ სომხეთის დაუფლებით ვითარება საგრძნობლად გაუარესდა,როგორც იბერიისათვის  ასევე რომისათვის.ამან კვლავ დაახლოვა ისინი.ფარსმანი,როგორც ჩანს ყოველმხრივ ცდილობდა გამიჯნოდა რადამისტის ანტირომაულ საქმიანობას სომხეთში.ტაციტუსის თქმით ფარსმანმა მოაკვლევინა თავისი მოღალატე შვილი,რათა რომისათვის თავისი ერთგულება დაემტკიცებინა.63 წელს რომსა და პართიას შორის დაიდო ხელშეკრულება,რომლითაც მყარდებოდა სომხეთის  ორმაგი დამოკიებულება:იგი ხდებოდა პართიის სამეფოს სახლის უმცროსი ხაზის წარმომადგენელთა სამფლობელო  და ფაქტობრივად პართიისადმი დამოკიდებული სახელმწიფო,მაგრამ ფორმალურად სომხეთის მეფე რომის ვასალად ითვლებოდა და რომელთაგან უნდა მიეღო სამეფო გვირგვინი.სომხეთი ამ ხელშეკრულებით ფაქტობრივად პართიის ხელში გადავიდა.
სომხეთის სამეფოს განმტკიცებამ და რომსა და პართიას შორის ზავის ჩამოგდებამ,მნიშვნელოვნად დაასუსტა იბერიის პოზიცია.პირველი საუკუნის მეორე ნახევარში ბრძოლა იბერიასა და სომხეთს შორის გამწვავდა.იგი ძირითადად მიმდინარეობდა იმერიის სამხრეთ სამხრეთ ოლქების გამო,რომელიც ხან სომხეთისა და ხან იბერიის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ.იბერები ამ ბრძოლაში ცდილობდნენ ალანების მოშველიებას.

ალანები.

იბერიელების მიერ გადმოშვებული ალანები უკვე I საუკუნის 60-იან წლებში დიდად აწუხებდნენ,როგორც რომს ისევე პართიას.I საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც უნდა მომხდარიყო იბერიელთა და მათი მოკავშირეების ეს შესევა სომხეთში,ქართლში მეფობდა მითრიდატე ფარსმან I-ის ძე.შემდგომი ლაშქრობები  იბერიელთა და მათი მოკავშირეებისა გამარჯვებით სრულდებოდა და იბერიელთა სამეფოს სიძლიერე უფრო განმტკიცდა.პართიამ რომლის ფაქტობრივი კონტროლის ქვეშაც იმყოფებოდა იბერ-ალანთა მიერ დარბეული მიდია-ატროპატენა და სომხეთი. რომის იმპერატორ ვესპასიანეს წინაშე დააყენა საკითხი ალანების თავდასხმისგან თავდაცვის შესახებ.რომმა თავის მხრივ ნაბიჯები გადადგა იბერიასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.ამას მოწმობს მცხეთაში აღმოჩენილი 75 წლით დათარიღებული ბერძნული წარწერა..შედგენილი ვესპასიანეს და ტიტუსისა და დომიციანეს სახელით სადაც ლაპარაკია არმაზის ციხის გალავნის გამაგრებაზე,რომელთა მიერ იბერთა მეფე მითრიდატესათვის - ''კეისრისა და რომაელთა მეგობრობისათვის''
 II ს.-ის პირველ ნახევარში ქართლი როგორც ჩანს კიდევ უფრო ძლიერდება.ეს იყო ანტიკური ხანის ქართლის სამეფოს ყველაზე ძლიერი ხანა. ამ დროს II ს. 30-50-იან წლებში ქართლში მეფობდა ფარსმან II ქველად წოდებული.

ფარსმან II ქველი.

ფარსმან ქველი იყო კაცი კეთილი და უხვად მინიჭებული და შემნდობელი,ასაკითა შუენიერი,ტანითა დიდი და ძლიერი,მხნე მხედარი და შემმართებელი ბრძოლისა,უშიში ვითარცა უხორცო და ყოვლითავე უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა,რომელნი გარდაცვალებულ იქვნენ უწინარესს მისსა''
 ჩვენთვის ცნობილია ის  ფაქტი,რომ მის დროს ქართლის საზღვრები შორს იყო გაწეული სამხრეთ-დასავლეთით,მაგალითად ქართლის სამეფო ტერიტორია ამ დროს ზღვის სანაპიროზე გავიდა,131-137 წწ.იმპერატორ ადრიანეს დროს,კაბადოკიის მართველად მყოფ ფლავიუს არიანეს,რომელმაც 131 წ. მოგზაურობა მოაწყო შავი ზღვის კოლხეთის სანაპიროს გასწვრივ.ამ სანაპიროს ერთ-ერთ უბანზე დასახლებული ჰყავდა ძიდრიტები,რომელიც ფარსმანს ემორჩილებოდნენ.ფარსმან II-ის დროს რომსა და ქართლს შორის არსებულ დაჭიმულ ურთიერთობას იბერიის  გასვლა ზღვის სანაპიროზე რომის თანხმობის გარეშე ვერ მოხერხდებოდა,მაგრამ როგროც ჩანს რომს ძალა  არ შესწევდა ამისათვის ხელი შეეშალა.
 ქართლის ტრადიცია ''სამცხესა და აჭარას''ქართლის სამეფოს ერთ-ერთ საერისთავოდ თვლის.ფარსმან II-ის დროს იგი,როგორც მეზობელი  კლარჯეთი ალბათ მტკიცედ  შედიოდა ქართლის სამეფოში,ასევე მასში შედიოდა არაგვეთი.ეს უკანასნელი გარემოება სხვათა შორის დასტურდება არქეოლოგიური მონაცემებითაც,სოფ.ბორში აღმოჩნდა მდიდარი არქეოლოგიური ინვეტარი,რომელიც ახლოს დგას მცხეთაში არმაზისხევის ნეკროპოლში აღმოჩენილ ინვეტართან.განსაკუთრებით აღსანიშნავია ბორში ნაპოვნი ვერცხლის თასი.მსგავსი არმაზისხევში ბერმუსა პიტიახშის სამარხში ნაპოვნი თასისა,რომელზეც ცხენია გამოსახული სამსხვერპლოს წინ.თასზე  არამეულის თვისებური სახეობით,რომელიც იბერიასა და მეზობელ  ქვეყნებში გამოიყენებოდა, ე.წ. არმაზეული დამწერლობით ამოკვეთილია წარწერა,რომელიც იხსენიებს ''ბუზმიჰრს,კეთილ პიტიახშს''ფიქრობენ,რომ აღნიშნული ბუზმიჰრი იბერიის მეფის მოხელე უნდა ყოფილიყო ლიხს იქითა მხარეში.
 ფარსმან II-ის დროს ქართლი ჩანს,უკვე ყოველგვარი შენიღბვის გარეშე ებრძვის რომს და ცდილობს მის განდევნას კოლხეთიდან და სხვა მეზობელი ადგილებიდან.134 წ. ფარსმან  II-ს მოუწყვია ალანთა დიდი შესევა რომსა და პართიაზე. ალანები ასევე  თავს დაესხნენ ალბანეთსა და მიდიას აგრეთვე არმენიას და კაბადოკიას.პართიის მეფე ვოლეგ II (105-147 წწ) იძულებული იქნა საჩუქრებით ეხსნა თავი ალანებისგან.კაბადოკიის რომაელმა მართველებმა ფლავიუ ს არიანემ კი დიდი სამხედრო მზადება წამოი წყო ალ ალანების წინააღმდეგ გასალაშქრებლად.დიონ კასიუსის თქმით ამით შეშინებულმა ალანებმა შეწყვიტეს ომი.
 როგორც ჩანს,ადრიანეს (117-138 წწ) მართველობის მთელ პერიოდში ურთთიერთობა რომსა და იბერიას შორის მეტად გამწვავებული იყო.ადრიანე,მისი ბიგრაფიის ელიუს სპარტიანეს ცნობით,ყოველმხრივ ცდილობდა გაეუმჯობესებინა ეს ურთიერთობა,მაგრამ ფარსმანს თავი  დამოუკიდებლად ეჭირა და არ მიდიოდა დათმობაზე.


იმპერატორი ადრიანე
ქართლის მეფეს რომის  მიმართ თავი საკმაოდ დამოუკიდებლად ეჭირა.128 წელს იმპერატორმა ადრიანემ მცირე აზიაში ყოფნისას თავითან მიიწვია აღმოსავლეთის ქვეყნების სხვადასხვა მეფეები,მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ქართლის მეფის ფარსმან მეორის მიმართ და საჩუქრებიც კი გაუგზავნა.საომარი სპილო და 50 კაციანი რაზმი გაუგზავნა.ფარსმანი ადრიანესთან არ გამოცხადდა და საპასუხოდ ოქროქსოვილი მოსასხამები გაუგზვნა.ამით განაწყენებულმა ადრიანემ  ბრძანა მოსასხამებით შეემოსათ გლადიატორები და ისე გამოეშვათ არენაზე.ამის საპასუხოდ ქართლის მეფემ გახსნა დარიალის კარი გადმოიყვანა ალან-ოსთა მეომრები და რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებს შეუსია.ამით ფარსმან ქველმა  რომს  აგრძნობინა თავისი სიძლიერე.

ანტონინუს პიუსი.
 რომსა და ქართლს შორის ურთიერთობა გამოსწორდა მომდევნო იმპერატორის  ანტონინუსის  (138-161 წწ) მართველობის დროს.იბერიის ტახტზე ამ დროს ისევ ფარსმან ქველი იჯდა.ამჯერად ფარსმანი დიდი ამალით გაემგზავრა,რომში სადაც მას საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს.დიონ კასიუსი  მოგვითხრობს,რომ როდესაც ფარსმანი მეუღლითურთ მისულა რომში  იმპერატორ ანტონიუს პიუსს გაუფართოებია მისი სამფლობელო და უცვნია იბერიის საზღვრები.საპატიო სტუმარს ნება დართეს მსხვერპლი შეეწირა კაპიტოლიუმში:იმპერატორი დასწრებია ფარსმანის მისი ძისა და სხვა იბერიელი თავდადებულების სამხედრო წვრთნას,ხოლო დედაქალაქის ერთ-ერთი ტაძრის  წინ ცხენოსანი ფარსმანის ქანდაკებაც აღმართეს...


ზურა მაისურაძე 


No comments:

Post a Comment