IV-V საუკუნეები რომის იმპერიისთვის რთული ხანა იყო.არა მარტო საშინაო ურთიერთობების თვალსაზრისით.მის საზღვრებს სხვადასხვა მხრიდან თავს ესხმოდნენ მრავალრიცხოვანი ბარბაროსული ტომები,რომლებიც არა მარტო არბევდნენ არამედ იკავებდნენ კიდეც რომის ტერიტორიას.ეს პროცესი დაიწყო IV საუკუნის მეორე ნახევრიდან და გაგრძელდა VI საუკუნის მიწურულამდე.
ყოველივე ამას მოჰყვა არა მარტო დასავლეთ რომის დაცემა არამედ ბარბაროსული ტომების მასიური ჩამოსახლება იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე.ამიტომ ამ ხანას ხალხთა დიდი გადასახლების ეპოქას უწოდებენ.
ბრიტანეთიდან დაწყებული კონტინენტური ევროპის ჩრდილოეთით,რაინისა და დუნაის სანაპიროებზე,აგრეთვე აღმოსავლეთ ევროპის ვრცელ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე,განსხვავებული ადათ-წესების მქონე,განვითარების სხვადასხვა დონეზე მდგარი ტომები,რომლებსაც ძველი გერმანელების სახელით მოიხსენიებენ.ამ ბარბაროსთაგან ზოგიერთს(რაინისა და დუნაის გასწვრივ მცხოვრებთ)ურთიერთობა რომთან ჯერ კიდევ II-III საუკუნეებში ჰქონდათ.იმპერიის სამხედრო ძალებში ხშირად ჩანდნენ დაქირავებული ბარბაროსები.რომაელი ვაჭრებიც ხშირად ეწვეოდნენ რაინისპირეთსა და დუნაიზე მცხოვრებ ძველ გერმანელებს,ხოლო რაც შეეხება ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით მცხოვრებთ,რომის გავლენა მათზე თითქმის არ შეიმჩნეოდა.ხალხთა დიდი გადასახლების ეპოქისთვის მათ თითქმის შენარჩუნებული ჰქონდათ თავიანთი თემობრივ-ტომობრივი ორგანიზაცია და ადათ-წესები.
ხალხთა დიდი გადასახლების მიზეზებს შორის,ისტორიოგრაფიაში რამდენიმე უმთავრეს მიზეზს აქცევენ ყურადღებას.იმპერიის საზღვრებთან ახლოს მცხოვრებთ იზიდავდა რომაული სოფლებისა და ქალაქების სიმდიდრე.გარდა ამ ისა,უაღრესად მნიშვნელოვანია ცვლილებანი,რომლებიც ხდებოდა ბარბაროსთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში.მოსახლეობის რიცხვის ზრდა აძნელებდა საარსებო საშუალების მოპოვებას.სამეურნეო კულტურის დაბალი დონე ვერ უზრუნველჰყოფდა ჭარბი მოსახლეობის გამოკვებას და ასევე არსებული გეოგრაფიული გარემო (განსაკუთრები ჩრდ.და აღმოსავლეთ ევროპა).
ჰუნების შემოსვლა ცენტრალურ ევროპაში და გერმანული ტომების გადასახლება
ყველაზე ადრე ბარბაროსული ტომების მოძრაო რომის იმპერიის საზღვრებისაკენ გოთთა (გუთთა) ტომებში შეინიშნება.გოთთა მრავალრიხოვანი ტომები განსახლებულნი იყვნენ ვისლას ქვემო წელიდან აღმოსავლეთით ბალტიის ზღვის სანაპირომდე აგრეთვე ამ ზღვის კუნძულებზე მაგ:გოტლანდში და შესაძლოა სამხრეთ სკანდინავიაშიც.II-III საუკუნეებში ზემოთაღნიშნული მიზეზების გამო,გოთთა ტომებმა თანდათანობით იწყეს მოძრაობა სამხრეთ აღმოსავლეთის მიმართულებით,ვისლიდან დნეპრის აუზისაკენ.გოთთა ამ ჯგუფს,რომლებიც უახლოვდებოდნენ ჩრდილოეთ შავიზღვის პირეთსა და სახლდებოდნენ დნესტრსა და დნეპრს შორის ტერიტორიაზე აღმოსავლეთის ანუ ოსტგოთები ეწოდათ. (იგივე ველის გოთები) გოთთა მეორე ნაკადი დაიძრა დნესტრის დაყოლებით ბალკანეთისაკენ.ამ ჯგუფს ვესტგოთების (ანუ ტყის გოთები) სახელით იცნობენ.
ვესტგოთები |
IV საუკუნის დასაწყისისთვის გოთები რომის იმპერიის საზღვრებს მჭიდროდ მიუახლოვდნენ.ამავე პერიოდში იწყება მათში ქრისტიანობის გავრცელებაც.გოთთა განმანათლებელი და ქრისტიანობაზე მომქცევი იყო ვინმე ვულფილა რომელმაც გოთებში ქრისტიანობის არიანული მიმდინარეობა გაავრცელა.მანვე თარგმნა ბიბლიის ნაწილი გოთთა ენაზე.შეუდგინა გოთებს ანბანი დაახ.341 წლის შემდეგ.IV საუკუნის შუა ხანებისთვის შავი ზღვის ჩრდ.სანაპიროებსა და დუნაის შესართავთან იქმნება აღმოსავლეთ გოთთა ძლიერ ტომობრივი გაერთიანება,რომლის სათავეში ჩანს ბელადი ჰერმანრიხი.გოთთა ამ გაერთიანების გაძლიერება შეაფერხეს აღმოსავლეთიდან დაძრულმა ჰუნთა ველურმა ტომებმა.ჰუნები თურქულენოვანი მოდგმის ტომები იყვნენ,რომლებმაც გრიგალივით გადაუარეს ვოლგისპირეთს,დაიმორჩილეს ალანური და შესაძლოა სარმატული მოდგმის ტომებიც კი.ჰუნთა ტომები ოსტგოთებს დაუმეზობლდნენ და მათ შორის შეჯახება 375 წელს მოხდა.ოსტგოთები დამარცხდნენ და ჰუნებს დაემორჩილნენ და დროებით მათთან ერთად დაიწყეს დასავლეთისაკენ სვლა.ასე დაიწყო ხალხთა დიდი გადასახლება.
ვესტგოთები:ჰუნებისგან შეშინებული ვესტგოთები ბალკანეთისაკენ დაიძრნენ და იმპერიის საზღვრებს მიადგნენ.ვესტგოთებმა თხოვნით მიმართეს იმპერატორ ვალენტს შეეშვა ისინი იმპერიის ტერიტორიაზე,მიეცა საცხოვრისი და სურსათი.სამაგიეროდ გოთები იმპერატორს აღუთქვამდნენ სრულ მორჩილებასა და საჭირო შემთხვევაში სამხედრო დახმარებას.მოთხოვნილება მიღებულ იქნა და მათ დაეთმოთ საცხოვრისად პროვინცია მეზია (დღევანდელი ბულგარეთი) დუნაის მარჯვენა სანაპიროზე.ისინი მოკავშირეებად ანუ ფედერატებად იწოდებოდნენ.რომაელმა მოხელეებმა ისაეგებლეს შექმნილი სიტუაციით და ხელისუფლებისგან გამოყოფილი სურსათი,რომელიც გოთებისთვის უნდა გადაეცათ თვითონ მიითვისეს.რომაელი მოხელეების ასეთმა თვითნებობამ გოთები ძალან აღაშფოთა.მათ მოჰკიდეს იარაღს ხელი და აჯანყებულებმა ბალკანეთის პროვინციების რბევა დაიწყეს.იმპერატორი ვალენტი შეეცადა აჯანყების ჩახშობას მაგრამ 378 წელს ქალაქ ადრიანოპოლისთან სასტიკი მარცხი განიცადა.თავად იმპერატორი ბრძოლის ველზე მოკლეს.ახალმა იმპერატორმა თეოდოსიუსმა,იარაღითა და მოსყიდვით დააშოშმინა გოთები მათთან ზავიც დადო (382) და სამხედრო თუ სამოქალაქო სამსახურშიც ჩააყენა.იმპერატორის კარზე დაწინაურებულ გოთთა შორის გამოირჩეოდა ახალგაზრდა და ენერგიული ალარიხი ბალთას საგვარეულოდან.თეოდოსიუსის გარდაცვალების შემდეგ (395) იმპერია მისმა ორმა ვაჟმა არკადიუსმა და ჰონორიუსმა გაინაწილეს.ახალგაზრდა არკადიუსის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულებით და არეულობით გოთებიც დაზარალდნენ.უკმაყოფილო გოთები ალარიხის მეთაურობით აჯანყდნენ და კოსტანტინოპოლს მიადგნენ,დიდი გამოსასყიდიც მიიღეს იმპერატორისგან და ბალკანეთის პროვინციების რბევას მიჰყვეს ხელი.ალარიხის ურდოები დასავლეთისაკენ დაიძრნენ,მაგრამ ისინი შეაჩერეს დასავლეთ რომის იმპერატორის ჰონორიუსის გამოგზავნილა ჯარებმა სტილიხონის მეთაურობით.401 წელს გოთები მილანამდეც კი მივიდნენ მაგრამ ალარიხის ჯარებმა ისინი კვლავ შეაჩერეს.ალარიხი ილირიაში დაბრუნდა.

ამასჯობაში მნიშვნელოვანი მოვლენები დატრიალდა რომში.ჰონორიუსის სასახლის დიდკაცობამ აითვალწუნა ბარბაროსული წარმოშობის,მაგრამ უაღრესად ნიჭიერი სტილიხონი.მას ბრალი დასდეს ხელისუფლების ბოროტად გამოყენებაში და 408 წელს მოკლეს.ამას მოყვა რომში ყველა ბარბაროსის განსაკუთრებით არიანელების რბევა.იტალიიდან დევნილმა ბარბაროსებმა ალარიხს მიაშურეს.
ვესტგოთი ცხენოსანი მეომარი და მისი აღჭურვილობა
ვესტგოთები იტალიასა და გალია-ესპანეთში:ილირიაში დაბანაკებული ალარიხი ხელსაყრელ მომენტს უცდიდა.რომში დატრიალებული მოვლენები ასეთად მიიჩნია და 408 წელს რომისაკენ დაიძრა.ბუნებით მხდალი და გამოუცდელი ჰონორიუსი რომიდან გაიქცა და რავენაში გამაგრდა.ვესტგოთები უბრძოლველად მიადგნენ რომს და ალყა შემოარტყეს.ალარიხმა მოითხოვა რომში არსებული მთელი ოქრო ვერცხლი და ყველა მონა-ბარბაროსის გათავისუფლება.შეკითხვაზე რომს რაღას უტოვებთ ალარიხს უპასუხია ''სიცოცხლეს,,მაგრამ ალარიხი დათანხმდა მოლაპარაკებაზე გამოსასყიდიც მიიღო და ტოსკანისაკენ დაიხია.საიმპერატორო ხელისუფლება აღარ ასრულებდა ალარიხისთვის მიცემულ პირობას და ალარიხი კვლავ რომისაკენ დაიძრა.ეს მოხდა 410 წელს,ბარბაროსმა მონებმა ალარიხს შიგნიდან გაუღეს კარები და გოთთა ურდოები რომში შეიჭრნენ.ვესტგოთები ორი კვირის განმავლობაში ძარცვავდნენ ქალაქს აოხრებდნენ და წვავდნენ ყველაფერს ეს იყო სრული ვანდალიზმის გამოხატულება.მარადიული ქალაქი დაეცა თანამედროვეები ამას ქვეყნიერების დასასრულადაც კი მიიჩნევდნენ.
რომიდან ალარიხი სამხრეთ იტალიისაკენ დაიძრა მაგრამ იგი გზაში გარდაიცვალა და გოთებმა მეფედ გამოაცხადეს ატაულფი.ახლად არჩეული მეფე ორი წლის განავლობაში არბევდა იტალიას და შემდეგ სამხრეთ გალიაში გადავიდა.ისარგებლა გალიაში შექმნილი ვითარებით და გალიის უდიდესი მიწები დაიკავა,მაგრამ ატაულფი შეთქმულებმა მოკლეს და მეფედ აირჩიეს ვინმე ვალია.ამ უკანასკნელმა დაამარცხა ესპანეთში მყოფი ვანდალები ალანები დაე ესპანეთის დიდი ნაწილი დაიპყრო.მეფე ვალიას კარზე იმძლავრა იმ პოლიტიკურმა დაჯგუფებამ,რომელიც რომთან მშვიდობიანი ურთიერთობის მომხრე იყო.ვალიამ იმპერიასთან ზავი დადო საიმპერატორო იძულებული გახდა ვესტგოთებისათვის დაეთმო სამხრეთ გალია და ესპანეთის ნაწილი.ასე წარმოიშვა დასავლეთ რომის იმპერიის ტერიტორიაზე პირველი ბარბაროსული სამეფო ვესტგოთებისა,რომლის პოლიტიკური ცენტრი გახდა ქალაქი ტულუზა.დაპყრობილ ტერიტორიებზე გოთებმა გალო-რომანულ არისტოკრატიის მიწების ორი მესამედი ჩამოართვეს და ერთმანეთში გადაინაწილეს.გადასახადებიც,მხოლოდ გალო-რომანულ მოსახლეობას დააკისრეს.მეფე ეირიხისა და ალარიხ II-ის დროს შედგენილ იქნნა ვესტგოთთა სამართალი.ვესტგოთებსა და დაპყრობილ მოსახლეობას შორის დაპირისპირება თანდათანობით იზრდებოდა.რომლებმაც მიწების დიდი ნაწილი დაკარგეს.წინააღმდეგობას ამწვავებდა ასევე სარწმუნეობრივი დაპირისპირებაც.რომაულ-კათოლიკური მრწამსის გალიის არისტოკრატია ვერ ურიგდებოდა გოთთა არიანელობას ამიტომ VI საუკუნის დასაწყისში ფრანკებმა ადგილობრივი დიდკაცების დახმარებით ვესტგოთებს მთელი გალია წაართვეს.ამის მერე გოთთებს ესპანეთიღა შერჩათ მისი ცენტრი ქ.ტოლედო გახდა.
რომაულ საზოგადოებასთან ხანგრძლივმა კონტაქტებმა მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ბარბაროსთა ცხოვრებას.ბალკანეთსა და იტალიაში შეჭრამდე მათში ჯერ კიდევ მტკიცედ იყო შემორჩენილი თემური წყობილების ელემენტები.გალიაში დამკვიდრების შემდეგ მიწების დანაწილებამ და გალო-რომანული საზოგადოების გავლენამ დააჩქარა მათში თემური წყობილების რღვევა და კლასობრივი ურთიერთობების ჩამოყალიბება.VII საუკუნის დამდეგიდან მსხვილ მიწათმფლობელთა კერძო უფლებების ზრდა კიდევ უფრო ინტესიური ხდეა.გახატაკებული გოთი მეთემეები სულ უფრო და უფრო ვარდებიან წარჩინებულთა კაბალაში და კოლონებს ემსკავსებიან.ერთი მხრივ მსხვილი მიწათმფლობელობის ზრდა და მეორე მხრივ თავისუფალი გოთი მეთემეების გაღატაკება ამზადებდა ფეოდალური ურთიერთობების საფუძვლებს.ამ პროცესმა შემდგომი განვითარება და დასრულება ვერ ჰპოვა გოთთა სახელმწიფოში,ვინაიდან VIII საუკუნის დასაწყისში ესპანეთი არაბებმა დაიპყრეს
best
ReplyDeleteit is best
ReplyDeleteით ის ბესთ
ReplyDeleteანასტასია
ReplyDelete