დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე ძვ.წ. IV-III ათასწლეულში ცხოვრობდა ძველი სამყაროს ერთ-ერთი ცივილიზებული ხალხი, შუმერელები. ძველი შუამდინარეთის მიწაზე აღმოჩენილი შუმერული კულტურის ძეგლები სხვადასხვა ხასიათის შუმერულენოვანი თიხის ფირფიტის ლურსმული ტექსტები ათასობით ნიმუში დაცულია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სიძველეთასაცავეებსა და მუზეუმებში. მათ შორის ოთხი ათასამდე თიხის ფირფიტა ინახება სანკტპეტერბურგის ერმიტაჟსა და მოსკოვში ა. პუშკინის სახელობის სახვიტი ხელოვნების სახელმწიპო უნივერსიტეტში.
შუამდინარული ცივილიზაცია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიო ცივილიზაციათა შორის, თავისი ხანგრძლივობით და სისრულით. იგი შეიძლება ეგვიპტეს შევადაროთ. მართლაც, შუმერებიდან და საერთოდ შუამდინარეთიდან ბევრი რამ დაიწყო კაცობრიობის კულტურის სფეროში. აქ ჩაისახა ცოდნის ბევრი დარგი. მაგალითად, მიწათმზომელობიდან დაწყებული ვარსკვლავთმცოდნეობით დამთავრებული; დროის დაყოფა სამოც ერთეულად და ზოდიაქური სისტემა; აქ დაიწერა პირველი ანბანი და გრამატიკული ცხრილები, ფარმაკოლოგიური ცხრილები და სხვა... გაიხსნა პირველი სკოლები და წიგნთსაცავები. შეიძლება ითქვას, რომ შუამდინარეთის სწავლულთა ცოდნა ცას და მიწას მოიცავდა.
განსხვავებით, თავის საზღვრებში საიმედოდ ჩაკეტილი ფარაონული ეგვიპტისა, სადაც იშვიათად თუ შეაღწევდა უცხო ტომი და რაც განსაზღვრავდა მისი კულტურის ერთგვაროვნებას, შუამდინარეთის ქვეყანა ღია იყო ყველასათვის. იშვიათია დედამიწის ზურგზე მხარე, სადაც ამდენ, ერთმანეთისაგან განსხვავებულ მოდგმას დაედგას ფეხი, დაფუძნებულიყოს და თავის სამშობლოდ გაეხადოს. მომთაბარე ტომები ჩამოდიოდნენ ბარად აღმოსავლეთის მთიანეთიდან, შემოდიოდნენ დასავლეთისა და სამხრეთის უდაბნოებიდან - ბუდუინები, სემიტური მოდგმის ხალხები, არაბები და სხვა მრავალი. მათ იზიდავდა ბუნებით ნაყოფიერი ველები, პალმის ხეებით და ხორბლეულით მდიდარი მიწა, რომლის საძოვრებზე დაბალახობდა ურიცხვი პირუტყვი.
კეთილი მწყემსი ერქვა იმ ხალხის წინამძღოლსაც, რომლებიც""ცხვრის ფარასავით ურიცხვნი"" მკვიდრდებოდნენ მდინარეთა და არხების ნაპირას გაშენებულ ძველ დაბა-ქალაქებში, "შავთავიანნი", თავად მწყემსთა და მიწისმუშაკთა მოდგმა - ასე იწოდებოდნენ შუმერები. ნახევრადველურ და თითქმის უკაცრიელ გარემოცვაში ეს ხალხი ამაყობდა თავისი ქვეყნით. მათ მიაჩნდათ ქვეყნიერების შუაგულად სამშობლო, საიდანაც "ოთხივე ქარის" მიმართულებით უნდა გავრცელებულიყო კაცობრიობის კულტურა და წესრიგი; მათი ღრმა რწმენით, ამ ქვეყანაში მკვიდრდებოდნენ სწორედ ჭეშმარიტი ღმერთები: ""შუმერო, დიდო ქვეყანავ, კოსმიურო მხარევ, მადლიანი შუქით გარემოცულო! წესრიგი შენი უზენაისია, შეუბღალავია, ღრმაა, გამოუძიებელია; მადლიანი ტაძარი ცას სწვდება; დიდი ღმერთები მისი წიგნით ბედისწერას წყვეტენ!"
ოთხი-ხუთი ათასი წლის წინ შუმერი განთქმული იყო ხალხმრავალი ქალაქებით, რომელთა ცენტრში დიდებული საზოგადოებრივი დანიშნულების შენობები იდგა. ქალაქებს ფართოდ ჰქონდათ გაჩაღებული სახმელეთო და საზღვაო ვაჭრობა მეზობელ ქვეყნებთან. უნიჭიერესმა შუმერელმა მოაზროვნეებმა შექმნეს რელიგიურ-ფილოსოფიური შეხედულებათა მთელი სისტემა, რომელსაც თაყვანს სცემდნენ არა მარტო მათ სამშობლოში, არამედ მახლობელი აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში. ნიჭიერი შუმერული პოეტები ხოტბას ასხამდნენ თავიანთ ღმერთებს, გმირებს და მეფეებს. შუმერში წარმოიშვა და განვითარდა დამწერლობა; წერდნენ ლერწმის ღეროებით თიხაზე, რამაც ადამიანს საშუალება მისცა, დაწვრილებით აღებეჭდა თავისი საქმიანობა და აზრები, თავისი ოცნებები და იმედები.
წარმოშობით სრულიად უცხო ხალხებით დასახლებული ქვეყნები ერტყა ოთხივე კუთხით შუმერს, მაგრამ იმ ქვეყნის შეგნებულ მკვიდრს არ განუხილავს თავისი მხარე დანარჩენი, მისთვის ცნობილი მსოფლიოსაგან მოწყვეტით. მიუხედავად ამ სულიერი უპირატესობისა, შეუძლებელია შუამდინარეთის ერთიანი ცივილიზაციიდან გამოცალკევება იმ წვლილისა, რომელიც მისი ხანგრძლივი არსებობის მანძილზე შემოჰქონდათ გარეშე ხალხებს. ზოგიერთმა მათგანმა დატოვა მხოლოდ ცალკეული სიტყვები, როგორც მოწმე მათი არსებობისა; მაგრამ რამდენად შეცვალეს მათ შუამდინარეთის კულტურა, დღესდღეობით გაურკვეველია და საეჭვოა, ოდესმე იქნას გარკვეული.
დედამიწის სფეროს თუ დავატრიალებთ ღერძის გარშემო დასავლეთის მიმართულებით და თვალს მივაპყრობთ ჩრდილოეთნახევარსფეროს ოცდამეათე პარალელს, წარმოსახვითი მზე სფეროს ბრუნვისას ამ პარალელების გასწვრივ თანმიყოლებით გაანათებს დედამიწის ზურგის იმ ადგილებს, სადაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ჩაისახა და ერთმანეთის თანადროულად, ბევრ შემთხვევაში ურთირთგავლენათა წყალობით ვითარდებოდა პირველი დიდი ცივილიზაციები. თქვენს თვალწინ ჩაივლის ეგვიპტე, ტიგროსი და შუამდინარეთი
ყოველივე ამის შესახებ ჩვენ ვგებულობთ იმ მრავალრიცხოვანი საგნებისა და იარაღის მეშვეობით, რომლებიც გათხრების შედეგად აღმოჩნდა ბოლო ასი წლის მანძილზე. მაგრამ არანაკლებ ცნობებს გვაწვდის მხატვრული ლიტერატურა, რომელიც შედგება მითებისაგან, ეპიკური პოემებისაგან, ჰიმნებისაგან და სხვადასხვა რჩევა-დარიგებისაგან.დღეისთვის ცნობილია ოცზე მეტი შუმერული მითი, რომელიც მოგვითხრობს სამყაროს შექმნაზე, მის აგებულებაზე, ღმერთების დაბადებაზე, მათ ცუდ და კარგ საქმეებზე, ადამიანის შექმნაზე, წარღვნაზე - რომელიც ღმერთებმა სასჯელად მოუვლინეს ადამიანებს, სიკვდილისა და მიწისქვეშა სამეფოს საიდუმლოებებზე.
შუმერის მიწა-წყალი დაახლოებით დღევანდელი ეარყის სამხრეთ ნაწილში მდებარეობდა. ეს არის დანალექი წარმოშობის ბრტყელი ვაკე, სადაც მეტისმეტად ცხელი და მშრალი ჰავაა და გამუდმებით ქრის ქარი. არსებითად, აქ არც სასარგებლო წიაღისეული მოიპოვება, არც ქვა და არც საშენად ვარგისი ხის მაგვარი რამ, გარდა გიგანტური ლერწმის ჭაობისა. მაგრამ ხალხი, რომელიც აქ ბინადრობდა და რომელსაც ძვ. წ. III ათასწლეულიდან შ უ მ ე რ ე ლ ებ ი ეწოდებათ, მეტად შემოქმედი ბუნებისა და პრაქტიკული ჭკუის აღმოჩნდა. მათ ეკუთვნის ბევრი ჩინებული ტექნიკური გამოგონება
უკიდეგანოდ გადაშლილი მიწის ზედაპირი იხაზებოდა არხებით, რომელნც ერთი მხრივ ნაყოფიერს ხდიდა ნიადაგს, მეორე მხრივ ზღვარს უდებდა უკიდეგანობას; ითვინიერებდა და უდაბნოდან გამოიტაცებდა სივრცეს, რათა იგი ერთხელ და სამუდამოდ დაღდასმული ყოფილიყო კაცობრიული კულტურით.
საირიგაციო ქსელის დახმარებით შლამით მდიდარი ტიგროსისა და ევფრატის წყალი ადიდების დროს მდინარეებსა და ბაღებში მიედინებოდა, რწყავდა და ანოყიერებდა მიწას. ქვის უქონლობის გამო კი გამომწვარი მდინარის თიხისაგან შუმერელები აკეთებდნენ ნამგლებს, თეფშებსა და დოქებს. ხე არ ჰქონდათ და ქოხებისა და ფარეხების აგება გამომშრალი ჭაობის ლერწმისაგან დაიწყეს. მას ან კონებად კრავდნენ ან ჭილოფს წნავდნენ და შემდეგ თიხით აკავშირებდნენ ერთმენეთთან. მოგვიანებით შუმერელებმა გამოიგონეს ყალიბი აგურის გასაკეთებლად. მათვე გამოიგონეს საზიდრის ბორბალი, სათესი მოწყობილობიანი გუთანი, იალქნიანი ნავი, ისწავლეს თაღების, კამაროვანი ნაგებობების და გუმბათების შენება, სპილენძის და ბრინჯაოს ჩამოსხმა, აითვისეს ლითონების შედუღება, ქვაზე კვეთა, გრავირება და სხვა...ყოველივე ამის შესახებ ჩვენ ვგებულობთ იმ მრავალრიცხოვანი საგნებისა და იარაღის მეშვეობით, რომლებიც გათხრების შედეგად აღმოჩნდა ბოლო ასი წლის მანძილზე. მაგრამ არანაკლებ ცნობებს გვაწვდის მხატვრული ლიტერატურა, რომელიც შედგება მითებისაგან, ეპიკური პოემებისაგან, ჰიმნებისაგან და სხვადასხვა რჩევა-დარიგებისაგან.დღეისთვის ცნობილია ოცზე მეტი შუმერული მითი, რომელიც მოგვითხრობს სამყაროს შექმნაზე, მის აგებულებაზე, ღმერთების დაბადებაზე, მათ ცუდ და კარგ საქმეებზე, ადამიანის შექმნაზე, წარღვნაზე - რომელიც ღმერთებმა სასჯელად მოუვლინეს ადამიანებს, სიკვდილისა და მიწისქვეშა სამეფოს საიდუმლოებებზე.
ძველ შუმერში ლიტერატურული ჟანრის ერთ-ერთი პოპულარული სახეობა იყო ჰიმნები. დღეისთვის ღმერთების, მეფეებისა და ტაძრებისადმი მიძღვნილი ბევრი ჰიმნია ცნობილი. ასევე დადგენილია, რომ შუმერებს ჰქონიათ მრავალი სახის დამრიგებლური ხასიათის ნაწარმოები. ესენია: პაექრობანი, ანდაზების კრებული, რომლებიც ასობით აფორიზმს, არაკს, სხარტ გამონათქვამასა და იგავს შეიცავს.
შუმერული სკოლის წარმოშობა დამწერლობის, კერძოდ, ლურსმული დამწერლობის შექმნასთანაა დაკავშირებული, რომლის გამოგონებითა და შემდგომი სრულყოფით შუმერელებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს კაცობრიობის ცივილიზაციის ისტორიაში.
შუმერული სკოლის წარმოშობა დამწერლობის, კერძოდ, ლურსმული დამწერლობის შექმნასთანაა დაკავშირებული, რომლის გამოგონებითა და შემდგომი სრულყოფით შუმერელებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს კაცობრიობის ცივილიზაციის ისტორიაში.
პირველი წერილობითი ძეგლები შუმერთა ძველი ქალაქის - ურუქის (ბიბლიური ერეხის) ნანგრევებში აღმოჩნდა. ათასობით თიხის პატარა ფირფიტა სამეურნეო და ადმინისტრაციული ხასიათის წარწერებით იყო დაფარული. ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებისათვის შუმერის ტერიტორიაზე უკვე საკმაო რაოდენობით ყოფილა სკოლები, რომლებშიც ოფიციალურად ისწავლებოდა წერა-კითხვა.
შუმერულმა სკლამ სრულყოფას და აყვავებას ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარში მიაღწია. ამ პერიოდიდან მოყოლებული ათიათასობით თიხის ფირფიტაა აღმოჩენილი.
თავდაპირველად შუმერული სკოლა წმინდა "პროფესიონალურ "მიზანს ისახავდა - მას უნდა მოემზადებინა მწერლები, რომელთაც სასახლისა და ტაძრისათვის საჭირო სამეურნო თუ ადმინისტრაციული დოკუმენტების ჩაწერა-გადაწერა=-შედგენა შეეძლებოდათ. შემდგომში სასკოლო ქსელის ზრდა-განვითარებამ და კერძოდ, სწავლების კურსის გაფართოებამ სკოლა თანდათან შუმერული კულტურისა და სწავლა-განათლების კერად აქცია. შუმერულ სკოლაში ასწავლიდნენ სიბრძნის ყველა დარგს - ღვთისმეტყველებას, ბოტანიკას, ზოოლოგიას, მინერალოგიას, გეოგრაფიას, მათემატიკას, გრამატიკასა და ლინგვისტიკას.
შუმერში არ არსებობდა არც საყოველთაო და არც სავალდებულო სწავლება. მოსწავლეები მეტწილად მდიდარი ოჯახის შვილები იყვნენ და შუმერის სკოლებში მხოლოდ ვაჟები სწავლობდნენ, არც ერთ მოკვლეულ დოკემენტში არ გვხვდება ქალი - მწერლის სახელი.
შუმერში არ არსებობდა არც საყოველთაო და არც სავალდებულო სწავლება. მოსწავლეები მეტწილად მდიდარი ოჯახის შვილები იყვნენ და შუმერის სკოლებში მხოლოდ ვაჟები სწავლობდნენ, არც ერთ მოკვლეულ დოკემენტში არ გვხვდება ქალი - მწერლის სახელი.
სკოლის სათავეში იდგა "უმმია" (ბრძენი, მოძღვარი), რომელსაც "სკოლის მამასაც" უწოდებდნენ. მოსწავლეები "სკოლის შვილები" იყვნენ, მასწავლებლის თანაშემწე -დიდი ძმა. მას ევალებოდა კალიგრაფიული ფირფიტა-ნიმუშის შედგენა, საიდანაც გადაწერდნენ ხოლმე მოწაფეები, და აგრეთვე წერითი და საზეპირო დავალებების შემოწმება. სკოლაში იყვნენ აგრეთვე ხატვისა და შუმერული ენის მასწავლებლები; დამრიგებელი ამოწმებდა მოსწავლეთა დასწრებას, და ე. წ. "გამწკეპლავი", რომელიც პასუხს აგებდა დისციპლინაზე. სკოლაში სწავლება ორი ძირითადი კურსით მიმდინარეობდა. ერთი უფრო მეცნიერებისა და ტექნიკისაკენ იხრებოდა, მეორე კი ლიტერატურულ-შემოქმედებით ხასიათს ატარებდა.
სწავლების პირველი პროგრამის ძირითადი მიზანი შუმერული დამწერლობის სწავლება იყო. შუმერული ენის ლექსიკას ისინი ყოფდნენ ჯგუფებად, სადაც სიტყვები და ფრაზები საერთო აზრით იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან. სიტყვათა ამ ჯგუფებს მოსწავლეებს ამეორებინებდნენ და გადააწერინებდნენ, ვიდრე კარგად არ შეასწავლიდნენ. ძვ. წ. III ათასწლეულში ეს სახელმძღვანელოები" საგრძნობლად დაიხვეწა და თანდათან სტაბილური სახე მიიღო. ერთი ჯგუფის ტექსტებში რომ ხეების და მცენარეთა სახელწოდებაა მოცემული, მეორეში - ცხოველების, მწერებისა და ფრინველების; მესამეში - ქვეყნების, ქალაქების და სოფლების; მეოთხეში - ქვებისა და მინერალების. ჩანაწერები იმას მეტყველებს, რომ შუმერები საკმაოდ გათვითცნობიერებული ყოფილან ე. წ. ბოტანიკის, ზოოლოგიის, გეოგრაფიისა და მინერალოგიის საკითხებში.
შუმერელი პედაგოგები ადგენდნენ მრავალგვარ მათემატიკურ ცხრილებსა და ამოცანათა კრებულებს, რომლებსაც შესაბამის ამოხსნებსა და პასუხებსაც ურთავდნენ. სკოლაში ამას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა, რასაც ადასტურებს სასკოლო ფირფიტები, რომელთა უმრავლესობა შეიცავს რთული არსებითი სახელების, ზმნისა და სხვა სახელთა გრძელ სიებს. ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლო მეოთხედში, როცა აქადელებმა დაიპყრეს შუმერი, შუმერელმა პედაგოგებმა შექმნეს პირველი ლექსიკონები". ლექსიკონებში შუმერული სიტყვები და გამოთქმები გადათარგმნილი იყო აქადურ ენაზე.
შუმერთა მეორე სასწავლო პროგრამას წმინდა ლიტერატურულ-შემოქმედებითი მიმართულება ჰქონდა. სწავლების არსი იყო ლიტერატურულ ნაწარმოებთა შესწავლა-გადაწერა და მათი მიბაძვა. ამ პერიოდის ლიტერატურა კი განსაკუთრებული სიმდიდრით და მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. ეს უძველესი ნაწარმოებები გალექსილი იყო და მათი სტრიქონთა რაოდენობა 50-დან 1000-მდე აღწევდა.
შუმერელი მოსწავლეები დილით სკოლაში მივიდოდნენ თუ არა, განიხილავდნენ იმ ფირფიტას, რომელიც წინა დღით დაწერეს. შემდეგ "დიდი მამა-მასწავლებლის თანაშემწე ამზადებდა ახალ ფირფიტას, ხოლო მოსწავლეები მის გადაწერასა და შესწავლას იწყებდნენ. "დიდი ძმა" და "სკოლის მამა" თვალყურს ადევნებდნენ მათ მუშაობას და ამოწმებდნენ, სწორად წერდნენ თუ არა ისინი. მოსწავლე ყოველდღე დადიოდა სკოლაში და მთელ დღეს იქ ატარებდა. სწავლა წლობით გრძელდებოდა და მაშინ წყდებოდა, როცა მოსწავლე ყმაწვილობაში დგამდა ფეხს.
შუმერული სკოლა საკმაოდ პირქუში და უღიმღამო დაწესებულება ყოფილა, სწავლების პროგრამა - მშრალი, სწავლება - მოსაწყენი და ერთფეროვანი, დისციპლინა - მკაცრი.
შუმერების გამოგონება. ეტლიანი ცხენები.
შუმერების გამოგონება. ეტლიანი ცხენები.
მრავალი ათასი წლის წინაც უძველეს ცივილიზაციებს განაგებდნენ არა მასწავლებლები, არა პოეტები და ჰუმანისტები, რომლებიც ქადაგებდნენ ადმიანურობას, არამედ სახელმწიფო მოღვაწენი, პოლიტიკოსები და ჯარისკაცები.
ძველი შუმერელი გამგებლები, მიუხედავად დიდი ძალაუფლებისა, მაინც არ ყოფილან ერთპიროვნული ტირანები, ანდა აბსოლიტური მონარქები. ყველა მნიშვნელოვანი სახელმწიფო საქმეშო, კერძოდ ომისა და ზავის საკითხებში, ისინი რჩევას ეკითხებოდნენ გავლენიან მოქალაქეებს დიდმნიშვნელოვან შეკრებებზე. ერთ-ერთი ასეთი "პარლამენტი" მოუწვევიათ შუმერის ისტორიის გარიჟრაჟზე, დაახლოებით 5000 წლის წინათ, რაზეც მოგვითხრობს გაცილებით უფრო გვიან შექმნილი საგმირო პოემა.
თავიანთ ღვთიურ წარმოშობას ხაზს უსვამდა შუმერის ყველა მეფე. აქადის და ბაბილონის მეფე სარგონმა, რომელმაც მსოფლიოში პირველი იმპერია დაარსა, მიიღო ტიტული "დინგირ, რომელიც ღმერთს ნიშნავს.
დემოკრატია - თითქოს მთლიანად დასავლეთის ცივილიზაციის მონაპოვარი უნდა იყოს! მსოფლიოს რომელ კუთხეში შედგა ისტორიაში ცნოიბილი ეს პირველი ”პარლამენტი?” ეს არ მომხდარა დასავლეთში, ევროპის კონტინენტზე. რა უცნაურადაც არ უნდა მოგვეჩვენოს, პირველი ”პარლამენტი” აზიაში შედგა, კერძოდ აზიის იმ ნაწილში, რომელსაც ახლა ახლო აღმოსავლეთს ვუწოდებთ ყველანაირი' ტირანებისა და დესპოტების უძველეს სამშობლოში'. იგი მოუწვევიათ იმ ქვეყანაში, რომელსაც ძველად შუმერი ეწოდებოდა და სპარსეთის ყურის ჩრდილოეთით ტიგროსსა და ევფრატს შორის მდებარეობდა.
ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 2800 წელს საზეიმოდ გახსნილა ისტორიაში ცნობილი პირველი პოლიტიკური კრების სერია. დღევანდელი პარლამენტის მსგავსად, ისიც ”ორი პალატისაგან” შედგებოდა - ზედა პალატისგან ანუ ”სენატი” ანუ უხუცესთა კრებისაგან და ქვედა პალატისაგან. აქ შედიოიდნენ მამრობითი სქესის მოქალაქეები, რომელთაც შეეძლოთ იარაღის ტარება.
”პარლამენტი” მხოლოდ ერთ საკითხის წყვეტდა - ქვეყანაში ომი ყოფილიყო თუ მშვიდობა. ისევე როგორც ბევრად უფრო გვიანი ხანის საბერძნეთი, ძვ.წ. III ათასწლეულის შუმერიც წარმოადგენდა ქალაქ-სახელმწიფოთა გაერთიანებას და ეს ქალაქები გამუდმებით ექიშპებოდნენ ერთმანეთს მთელ ქვეყანაში ბატონობისათვის. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი ქალაქი იყო ქიში, რომელსაც შუმერული ლეგენდის თანახმად ”უმაღლესი ხელისუფლება” თვით ღმერთებისაგან მიეღო წარღვნის დამთავრებისთანავე. მას მოყოლია გაძლიერება და დაწინაურება მეორე ქალაქ-სახელმწიფო ურუქისა, რომელიც ქიშიდან მოშორებით, სამხრეთით მდებარეობდა და რომელმაც მალე სერიოზული პრეტენზია განაცხადა შუმერში პირველობაზე.
იგრძნო თუ არა საფრთხე, ქიშის მეფე ურუქს დაემუქრა, ომს გამოგიცხადებო. სწორედ ამ გადამწყვეტ მომენტში მოუწვევიათ ურუქში პარლამენტის ”ორივე პალატა”; მათ უნდა გადაეწყვიტათ, როგორ მოქცეულიყვნენ - დამორჩილებოდნენ ქიშს და მშვიდობა შეენარჩუნებინათ, თუ იარაღი აეღოთ ხელში და დამოუკიდებლობა დაეცვათ. ”სენატმა”, რომელიც კონსერვატიულად განწყობილი უხუცესებისაგან შედგებოდა, ხმა მისცა მშვიდობას, რა პირობითაც უნდა ყოფილიყო იგი; მაგრამ მეფემ მათ გადაწყვეტილებას ”ვეტო” დაადო და საკითხი განსახილველად ”ქვედა პალატას” წარუდგინა. ამ პალატამ კი ხმა მისცა ბრძოლას დამოუკიდებლობისათვის. მეფემაც ეს გადაწყვეტილება დაამტკიცა.
დღეისათვის აღმოჩენილია ამ პოლიტიკური კერების ამსახველი პოემის თერთმეტი ფირფიტა და ფრაგმენტი. თიხის ფირფიტაზე იგი ჩაუწერიათ აღწერილი ამბებიდან მრავალი საუკუნის შემდეგ. შესაძლოა, ურუქის სამახსოვრო (პარლამენტის სესიიდან 1000 წლის დაგვიანებითაც კი) ზემოთ აღნიშნული პოლიტიკური მოვლენები ცნობილი გახდა არა თვითმხილველთა წყალობით, არამედ ბევრად უფრო გვიან ჩაწერილი ეპიკური პოემებიდან, რომლებიც სრულ ჭეშმარიტებას დაშორებულნი არიან.
უძველესი შუმერი ისტორიკოსები თავიანთ დოკუმენტებში მხოლოდ ბრძოლებისა და ომის ამბებს როდი გვამცნობენ; ისინი სოციალური და ეკონომიკური ხასიათის მოვლენებსაც ასახავენ. ეს კი, პოლიტიკური ევოლუციის ისტორიისათვის უძვირფასესი წყაროა; ამ დოკუმენტებში კაცობრიობის ისტორიაში პირველად გვხვდება სიტყვა ”თავისუფალი” - შუმერულად ”ამარგი”.
ძვ.წ III ათასწლეულის დასაწყისში ქალაქ-სახელმწიფოში ლაგაშის ტერიტორიაზე იყო კიდევ რამოდენიმე პატარა ქალაქი.
(ლაგაშის მმართველის გუდეას ქანდაკება ძვ.წ. XXIIსაულუნე)
ლაგაშის მცხოვრებნი ძირითადად მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდევდნენ; თუმცა მათ შორის მენავეები, მეთევზეები და ვაჭარ-ხელოსნებიც იყვნენ. ქვეყნის ეკონომიკაც შერეული ხასიათის იყო; ნაწილობრივ, სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებული, ნაწილობრივ - თავისუფალი. მიწის მნიშვნელოვან ნაწილს ტაძრის მსახურნი ფლობდნენ და ნაკვეთებს იჯარით აძლევდნენ დასამუშავებლად სხვას; მაგრამ მიწის დიდი ნაწილი ინდივიდუალური მოქალაქეების კერძო საკუთრებას წარმოადგენდა. ღარიბ მოქალაქეებსაც ჰქონდათ მიწის ნაკვეთები, ბაღები და სახლები. ცხელი და მშრალი კლიმატის გამო მიწის მორწყვა და წყლით მომარაგება საზოგადოების ერთიანი ძალებით იყო მოწესრიგებული, მაგრამ ეკონომიკა ძირითადად, მაინც თავისუფალი სახით ყოველგვარი გეგმის გარეშე არსებობდა. აქედან გამომდინარე, სიმდიდრეც და სიღარიბეც თითოეული მესაკუთრის ფხასა და ენერგიაზე იყო დამოკიდებული. ხელოსნები, რომლებიც ბეჯითად შრომობდნენ, თავიანთ ნაკეთობას ქალაქის ბაზარზე ყიდდნენ;' შუამავალი ვაჭრები წარმატებით ვაჭრობდნენ მეზობელ სახელმწიფოებთან ზღვასა თუ ხმელეთზე.
შუმერები ძალიან უფრთხილდებოდნენ თავიანთ უფლებებს, ამიტომ ყოველთვის უნდოდ ხვდებოდნენ ყოველგვარ სიახლეს ხელისუფალთა მხრიდან, თუკი ის მათ ეკონომიკურ ან პირად თავისუფლებას შეეხებოდა. ეს მამა-პაპისაგან მომდინარე თავისუფლება იყო მათი ყოფნა-არსებობის საფუძველი. ზოგჯერ ხელისუფლებას დესპოტური დინასტიის მართველები განაგებდნენ; ამ დინასტიის განდიდების მოყვარული ხელიუსფალნი გაუთავებელ ომებში იყვნენ ჩაბმული მეზობელ ქვეყნებთან; დროდადრო მნიშვნელოვან წარმატებასაც აღწევდნენ, მაგრამ გამარჯვებებს დიდი ხნის სიცოცხლე არ ეწერათ;
სწორედ ამ სასტიკი ომების დროს ხშირად შუმერთა ქალაქები, მოქალაქეები კარგავდნენ პოლიტიკურ და ეკონომიურ თავისუფლებას. ხელისუფლება ჯარების დასაქირავებლად და შესაიარაღებლად უკიდურესობამდე ზრდიდა გადასახადებს, კვეცავდა ქვეშევრდომთა უფლებებს. სასახლის ხროვა მშვიდობიან დროსაც აღარ ელეოდა თავის შეუზღუდავ პრივილეგიებს. მოხელეები შემოსავლის გაზრდის ისეთ ნაირ-ნაირ წყაროებს იგონებდნენ, რომ მათი დღევანდელი კოლეგებიც კი შურით აღივსებოდნენ. მეცნიერთათვის ცნობილი გახდა ერთი ისტორიკოსის მონათხრობი, რომელიც ოთხნახევარი ათასი წლის წინ ცხოვრობდა ლაგაშში და ყველაფერი საკუთარი თვალით ჰქონდა ნანახი.
მენავეთა ზედამხედველი ნავებს ითვისებდა; საქონლის ზედამხედველი საქონელს, როგორც წვრილფეხას, ისე მსხვილფეხა საქონელს; სათევზაო ადგილების ზედამხედველი - თევზს. სიკვდილიც კი არ ათავისუფლებდა მოქალაქეებს სხვადასხვა სახის გადასახადებისაგან.
საითაც არ უნდა წასულიყავი, მთელ ქვეყანაში,"ყველგან გადასახადის ამკრეფს"წააწყდებოდით - ჩივის მემატიანე. სასახლის ხროვა კი განცხრომასა და ფუფუნებას მისცემოდა. ხელისუფალთა სამფლობელო მიწები კიდით-კიდემდე იყო გადაჭამული.
ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფებოდა ქალაქი იმ დროს, როცა მათ ახალი ღვთისმოშიში ხელისუფალი - ურუქაგინა მოევლინა. მან დაუბრუნა გატანჯულ მოქალაქეებს ძველი თავისუფლება, დაითხოვა ყველა ზედამხედველი; მან ბოლო მოუღო ღარიბ-ღატაკთა უსამართლო ჩაგვრას, რეფორმატორი ხელისუფალის. მმართველობა ერთი წელი არ გაგრძელებულა - ის და მისი ქალაქიც დაამარცხა სხვა ქალაქის მბრძანებელმა.
ასეთ კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფებოდა ქალაქი იმ დროს, როცა მათ ახალი ღვთისმოშიში ხელისუფალი - ურუქაგინა მოევლინა. მან დაუბრუნა გატანჯულ მოქალაქეებს ძველი თავისუფლება, დაითხოვა ყველა ზედამხედველი; მან ბოლო მოუღო ღარიბ-ღატაკთა უსამართლო ჩაგვრას, რეფორმატორი ხელისუფალის. მმართველობა ერთი წელი არ გაგრძელებულა - ის და მისი ქალაქიც დაამარცხა სხვა ქალაქის მბრძანებელმა.
ძვ.წ. III ათასწლეულის შუმერებს უკვე წარმოდგენა ჰქონდათ კანონით გარანტირებულ უფლებებზე, მაგრამ დღემდე არ ვიცით ჰქონდა თუ არა მათ დაწერილი კანონები და კანონთა კრებულები ურუქაგანის დროს. ძალიან დიდხანს კანონთა უძველეს კრებულად ითვლებოდა ტექსტი, რომელიც ძვ.წ. დაახლოებით 1750 წელს არის დაწერილი. ეს იყო ბაბილონელი მეფის - ხამურაბის კანონთა კრებული; იგი ძვ.წ. 1750 წელს ასულა სამეფო ტახტზე. სემიტურ ენაზე ლურსმული ნიშნებით ამოკვეთილი მისი კოდექსი 300-მდე კანონს შეიცავს. მას წინ უძღვის მეფის სადიდებელი ტექსტი და ბოლოვდება წყევლით, იმათ მიმართ, ვინც გაბედავს, დაარღვიოს ეს კანონები. ”დიორიტის სტელა'”, რომელზეც ხამურაბის კანონებია ამოკვეთილი, დღეს აღმართულია ლუვრის ერთ-ერთ დარბაზში.
ხამურაბის კანონები ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია ჩვენამდე მოღწეული უმრავლეს იურიდიულ დოკუმენტებს შორის; მაგრამ ყველაზე ძველი იგი მაინც არ არის. 1947 წელს აღმოჩნდა კანონთა კრებული, რომელიც მეფე ლიფით-იშთარს გამოუცია ხამურაბზე 150 წლით ადრე.
ლიფით-იშთარის კანონები ამოკვეთილია არა ქვის სტელაზე, არამედ თიხის ფირფიტაზე და შემდეგ მზეზეა გამომწვარი. მისი დამწერლობაც ლურსმულია, მაგრამ წარწერის ენა შუმერულია და არა სემიტური.
ლიფით-იშთარსაც დიდხანს არ შერჩა მსოფლიოში პირველი კანონმდებლის სახელი. 1952 წელს აღმოჩენილი იქნა შუმერთა ერთ-ერთი ხელისუფალის, ურ-ნამუს კანონთა კრებული. ურ-ნამუ იყო დამაარსებელი ურის III დინასტიისა და დაახლოებით ძვ.წ 2050 წელს გაძევდა ე.ი ბაბილონელ ხამურაბზე სულ ცოტა, სამასი წლით ადრე.
ურ-ნამუს ეს ფირფიტა დაცულია სტამბულში აღმოსავლეთის მუზეუმში.
ურ-ნამუ შუმერისა და ურის ხელისუფალი იყო. ახალმა მბრძანებელმა თავდაპირველად ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკური უსაფრთხოებაზე იზრუნა. საჭიროდ ჩათვალა, ომი დაეწყო მეზობელ ქალაქ-სახელმწიფო ლაგაშის წინააღმდეგ, რომელიც ურის ხარჯზე იწყებდა გაძლიერებას. ურ-ნამუმ დაამარცხა ლაგაშის ხელისუფალი და მოაკვდინა იგი, შემდეგ კი აღადგინა ურის ძველი საზღვრები. ამის შემდეგ უკვე დრო იყო, შინაური საქმეებისათვისაც მიეხედა და სოციალური და ზნეობრივი რეფორმები გაეტარებინა. ურ-ნამუმ დაითხოვა თაღლითები და მექრთამეები, რომლებიც ისაკუთრებდნენ მოქალაქეთა ხარებს, ცხვრებსა და ვირებს. შემოიღო სამართლიანი და უცვლელი სისტემა, იზრუნა, რათა უპატრონო არ გამხდარიყო მდიდრის მსხვერპლი, ქვრივი - ძლიერისა, ღარიბი - მქონებელისა. აღნიშნული კანონები სამართლიანობისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის მიზნით წესდებოდა. ფირფიტის ძლიერი დაზიანების გამო მათგან ხუთიოდე კანონის აღდგენა მოხერხდა მეტნაკლები სიზუსტით. პირველი კანონი ეხება ბრალდებულის წყლით გამოცდას, 'მეორეში ლაპარაკია პატრონისათვის მონის დაბრუნებაზე, ხოლო დანარჩენ სამ კანონში ლაპარაკია იმაზე, რომ ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე დაახლოებით 2500 წლის წინათ ერთ-ერთ ძირითად ბიბლიურ კანონს ”სისხლი სისხლისა წილ”, რომელიც მერეც კარგა ხანს რჩებოდა ძალაში, შუმერში უფრო ჰუმანური სახე ჰქონია - ფიზიკური დასჯა ფულადი ჯარიმით შეუცვლიათ. აი, მათი შუმერული ენიდან სიტყვა-სიტყვით თარგმანი:
1) "თუ კაცმა კაცს იარაღით მას მოაჭრა ფეხი - 10 შეკელი ვერცხლით უნდა გადაიხადოს.
2) "თუ კაცმა კაცს იარაღით ძვლები გადაუმტვრია, ერთი მინა ვერცხლით უნდა გადაიხადოს.
3) "თუ კაცმა კაცს იარაღით მოაჭრა ცხვირი, 213 მინა ვერცხლით ჯარიმდებოდა.
არსებობს ცნობები, რომ შუმერში ურ-ნამეზე ბევრად ადრეც ყოფილან კანონმდებლები.
კანონი და სამართალი მნიშვნელოვანი იყო ძველი შუმერებისათვის როგორც თეორიაში, ასევე პრაქტიკაში. მათ ემყარებოდათ შუმერის მთელი საზოგადოებრივი და ეკონომიკური ცხოვრება. არქეოლოგების მიერ აღმოჩენილია შუმერული დოკუმენტების შემცველი ათასობით ფირფიტები: ხელშეკრულებები, შეთანხმებები, ანდერძები, თამასუქები, ხელწერილები და სასამართლო დადგენილებები. ძველი შუმერის სკოლაში, უფროსი ჯგუფის მოწაფეები საკმაო დროს უთმობდნენ კანონთა შესწავლას, მრავალჯერ გადაწერდნენ ხოლმე კანონთა კრებულებსა და სასამართლო გადაწყვეტილებებს.
ძვ.წ. III ათასწლეულის შუმერებს შემუშავებული ჰქონდათ მთელი რიგი მეტაფიზიკური და თეოლოგიური მოსაზრებანი, რომლებიც ბუნდოვნების მიუხედავად დროთა განმავლობაში მთელ ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა და მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია ძველ ებრაელთა და შემდეგ ქრისტიანულ რელიგიას.
(ამ ქვაზე გამოსახული არიან ღმერთები - ზეციდან დაწყებული - ქვესკნელამდე).
ძვ.წ. III ათასწლეულში შუმერში იყვნენ მოაზროვნეები, რომლებიც ფიქრობდნენ სამყაროს, ბუნების აგებულებაზე. შუმერელი მოაზროვნისათვის სამყაროს მთავარი ელემენტები იყო მიწა და ცა. ამიტომ უწოდებდნენ ისინი სამყაროს ”'ანოქის”,"რაც ცა-მიწას ნიშნავს. შუმერელთა წარმოდგენით დედამიწა ბრტყელი დისკო იყო, ხოლო ცა - ცარიელი სივრცე, რომელიც ზევიდან და ქვევიდან მყარ ზედაპირს ეყრდნობოდა. დედამიწასა და ცას შორის მდებარეობდა მესამე ელემენტი - ”ლილ”. ეს სიტყვა ნიშნავს ქარს, ჰაერს. მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები იმავე ნივთიერებისაგან იყო შექმნილი, რისგანაც ატმოსფერო, ოღონდ მათ ნათებაც შეეძლოთ. "ცა - მიწას" ზევიდან, ქვევიდან და ორივე გვერდიდან გარს ერტყა უსასრულო ოკეანე, რომელშიც სამყარო, როგორღაც ინარჩუნებდა სიმყარესა და უძრაობას. შუმერელთა აზრით, თავდაპირველად იყო პირველქმნილი ოკეანე. ამ პირველქმნილ ოკეანეში როგორღაც ჩაისახა ცის თაღი და ბრტყელი დედამიწა, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილი იყო მოძრავი ”ატმოსფეროთი”. შემდეგ ატმოსფეროსგან წარმოიქმნენ მანათობელი სხეულები: მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები; ხოლო, როცა დედამიწას გამოეყო ცა და წარმოიქმნა მანათობელი სხეულები, გაჩნდა მცენარეები, ცხოველები და ბოლოს - ადამიანი.
(მშენებლობის ღმერთი - იგი მიწაში ამაგრებს ხის ბოძს).
შუმერელებისათვის ღვთაებებს განსხვავებული ადგილი ეკავათ მნიშვნელობის მიხედვით. კაშხლის ან მინდვრის ღმერთი როგორ შეედრებოდა მზის ღმერთს. ვერც მდინარის ღმერთი გავიდოდა ერთ რანგში მთელი დედამიწის ღმერთთან. ბუნებრივია, რომ თავიანთი სახელმწიფოების პოლიტიკური ორგანიზაციის ანალოგიით, შუმერელებმა სათვეში დააყენეს მთავარი ღმერთი, რომელსაც დანარჩენი ღმერთები თავის ხელისუფალად თუ მეფედ აღიარებდნენ. მთავარ ღმერთს რანგით მოჰყვებოდა შვიდი ღმერთი, რომლებიც ”განაგებდნენ ბედისწერას”, და ორმოცდაათი ე.წ. ”დიდი ღმერთი'”. ყველაზე საინტერესოა ის დაყოფა, რომელიც შუმერელმა თეოლოგებმა დაადგინეს ღვთაებათა შორის - ეს არის შემოქმედი და არაშემოქმედი ღმერთები. ესეც სამყაროზე მათი წარმოდგენიდან გამომდინარეობდა. ვინაიდან სამყაროს მთავარი ელემენტები იყო ცა, დედამიწა, ზღვა და ატმოსფერო, მათი ღმერთები შემოქმედი იყვნენ, სხვა დანარჩენი კი - არაშემოქმედი.
რაც შეეხება შექმნის მეთოდს, რომლითაც ეს ღმერთები სარგებლობდნენ, შუმერელმა თეოლოგებმა წამოაყენეს დოქტრინა, (აღმოსავლეთმა რომ მიიღო) - დოქტრინა ღვთაებრივი სიტყვის შემოქმედ ძალაზე. მათი სწავლების მიხედვით, საკმარისი იყო შემოქმედ ღმერთს რაიმე ჩაეფიქრებინა, შემდეგ კი წარმოეთქვა სიტყვა და სახელი. სრულიად შესაძლებელია, რომ წარმოდგენა ღვთიური სიტყვის შემოქმედ ძალაზე შუმერელებს შეექმნათ ადამიანთა საზოგადოებაზე დაკვირვების შედეგად. თუკი ადამიანს, მმართველს, ბრძანების საშუალებით შეეძლო მიეღწია თითქმის ყველაფრისთვის, რასაც კი მოისურვებდა, - მხოლოდ და მხოლოდ მის ბაგეთაგან მოწყვეტილი სიტყვის ძალით, - სამყაროს ოთხი სტიქიის მმართველი ზებუნებრივი ძალის მქონე უკვდავ ღმერთებს რატომღა არ შეეძლებოდათ თავიანთი ღვთიური სიტყვით მიეღწიათ ბევრად უფრო მეტისთვის და გადაეწყვიტათ ყოველგვარი პრობლემა?!
სამყაროს წარმოშობას შუმერელები ამგვარად ხსნიდნენ:
რაც შეეხება შექმნის მეთოდს, რომლითაც ეს ღმერთები სარგებლობდნენ, შუმერელმა თეოლოგებმა წამოაყენეს დოქტრინა, (აღმოსავლეთმა რომ მიიღო) - დოქტრინა ღვთაებრივი სიტყვის შემოქმედ ძალაზე. მათი სწავლების მიხედვით, საკმარისი იყო შემოქმედ ღმერთს რაიმე ჩაეფიქრებინა, შემდეგ კი წარმოეთქვა სიტყვა და სახელი. სრულიად შესაძლებელია, რომ წარმოდგენა ღვთიური სიტყვის შემოქმედ ძალაზე შუმერელებს შეექმნათ ადამიანთა საზოგადოებაზე დაკვირვების შედეგად. თუკი ადამიანს, მმართველს, ბრძანების საშუალებით შეეძლო მიეღწია თითქმის ყველაფრისთვის, რასაც კი მოისურვებდა, - მხოლოდ და მხოლოდ მის ბაგეთაგან მოწყვეტილი სიტყვის ძალით, - სამყაროს ოთხი სტიქიის მმართველი ზებუნებრივი ძალის მქონე უკვდავ ღმერთებს რატომღა არ შეეძლებოდათ თავიანთი ღვთიური სიტყვით მიეღწიათ ბევრად უფრო მეტისთვის და გადაეწყვიტათ ყოველგვარი პრობლემა?!
სამყაროს წარმოშობას შუმერელები ამგვარად ხსნიდნენ:
1. თავდაპირველად ყოფილა პირველქმნილი ოკეანე, მაგრამ მის გაჩენაზე არაფერია ნათქვანი. ადვილი შესაძლებელია, შუმერელთა წარმოდგენაში იგი მუდამ არსებობდა.
2. პირველქმნილმა ოკეანემ წარმოშვა კოსმიური მთა, რომელიც შედგებოდა ზეცასთან შეერთებული მიწისაგან.
3. ადამიანის სახის მქონე ღმერთებმა ანმა (ცამ) და ქალღმერთმა კიმ (მიწამ) შვეს ჰაერის ღმერთი ენლილი.
4. ჰაერის ღმერთმა ენლილმა ერთმანეთს განაშორა ცა და მიწა. იმ დროს, როცა ანმა ასწია ცა, ენლილმა ძირს დაუშვა მიწა, თავისი დედა. ენლილის კავშირმა თავის დედასთან - მიწასთან - მისცა საწყისი მსოფლოს - ადამიანს, ცხოველებს, მცენარეებს და ცივილიზაციას.
რაც შეეხება ციური სხეულების - მთვარის, მზის, ცთომილებისა და ვარსკვლავების წარმოშობას - ამის თაობაზე პირდაპირი ცნობა არ გაგვაჩნია. მაგრამ იმის მიხედვით, რომ შუმერელები მთვარის ღმერთს, რომელსაც ორი სახელი ჰქონდა - სინი და ნანა - ჰაერის ღმერთ ენლილის შვილად მოიხსენიებენ, შეიძლება დავასკვნათ, რომ მათ მთვარე მიაჩნდათ კაშკაშა ჰაერის მაგვარ სხეულად, რომელიც შეიქმნა ატმოსფეროსაგან. თავის მხრივ მზის ღმერთი 'უთუ' და ცთომილ ვენერას ქალღმერთი 'ინანა - მთვარის ღმერთის შვილებად მოიხსენიებიან. ჩანს, შუმერელთა აზრით, ეს ორი ციური სხეული შექმნა მთვარემ მას შემდეგ, როცა თვითონ უკვე შექმნილი იყო ატნოსფეროსაგან.
შუმერელთა აზრით ყველაზე ბრძენი და ძლევამოსილი ღმერთიც კი გარეგნობით, აზროვნებით თუ ქცევით ადამიანს ჰგავდა. ღმერთებიც, ადამიანთა მსგავსად ადგენდნენ მოქმედების გეგმას, სვამდნენ, ჭამდნენ, ქორწინდებოდნენ, ოჯახს ქმნიდნენ და არც ადამიანური სისუსტე თუ სატკივარი იყო მათთვის უცხო. ისინი სიცრუეზე მაღლა ჭეშმარიტებას აყენებდნენ, ძალადობაზე მაღლა - სამართლიანობას, მაგრამ მათი ქმედებანი ყოველთვის როდი იყო გასაგები უბრალო მოკვდავისათვის.
შუმერელთა აზრით, ღმერთები ცოცხლობდნენ "ცისა და მიწის მთაზე,"იქ, სადაც მზე ამოდის" და მანამ იმყოფებოდნენ იქ, ვიდრე სამყაროს რომელიმე განსაზღვრული ადგილას, რომელზეც ისინი ზრუნავდნენ, მათი თავი არ დასჭირდებოდათ. მაგრამ არ ვიცით ისინი სივრცეში როგორ გადაადგილდებოდნენ; წყაროებიდან ვგებულობთ, რომ მთვარის ღმერთი ნავით მოგზაურობდა, მზის ღმერთი - ეტლით, ქარიშხლის ღმერთი კი ღრუბლებით.
ძვ.წ III ათასწლეულის შუმერში, სულ ცოტა, რამდენიმე ასეულ ღმერთს მაინც სცემდნენ თაყვანს. შუმერელებს ჰყავდათ უამრავი ღმერთი, რომელთაც ისინი სისტემატურად სწირავდნენ მსხვერპლს, გამუდმებით ეთაყვანებოდნენ და ლოცულობდნენ.
შუმერელთა რწმენით, დიდი ღმერთები ბუნებით სათნო ხასიათისანი იყვნენ, მაგრამ მათ არ იცოდნენ, ადამინთა ცივილიზაციას რომ ქმნიდნენ, ღმერთებმა ბოროტება, ტანჯვა და უბედურება რატომ მოუვლინეს? შუმერელები დასმით კი სვამდნენ ამ კითხვას, მაგრამ პასუხი არც იცოდნენ და არც ეძებდნენ. ღმერთების ნება და ჩანაფიქრი უმეტესწილად სრულიად მიუწვდომელი რჩებოდა მათთვის.
შუმერელ მოაზროვნეებს, მათი მსოფლმხედველობის თანახმად, გაზვიადებული წარმოდგენა არა ჰქონიათ ადამიანსა და მის ამქვეყნიურ ხვედრზე. მათი ღრმა რწმენით, ადამიანი თიხისაგან იყო შექმნილი და საერთოდაც, ღმერთებმა იგი მხოლოდ იმიტომ შექმნეს, რომ მათთვის სასმელ-საჭმელი მიერთმია, საკურთხევლები აეგო და ათასგვარი სხვა სამსახური გაეწია, რათა ღმერთებს უზრუნველად ეკეთებინათ თავიანთი ღვთაებრივი საქმეები. ადამიანთა ბუნდოვანი და საშიშროებით აღსავსე ბედი მთლიანად ბრძენ ღმერთებზე იყო დამოკიდებული. სიკვდილის შემდეგ ღმერთებს შეეძლოთ ყურადღება მიექციათ მარტოხელა და არც არაფრით გამორჩეული მოკვდავთათვის, როცა იგი მათ წინაშე გართხმული შემწეობას ევედრებოდა.
ალბათ ღმერთთაგან უმთავრესი იყო ოთხი! ცის ღმერთი - ანი', ჰაერის ღმერთი - ენლილი', უფსკრულის ღმერთი - ენქი და დიდი დედა-ქალღმერთი - ნინხურსანგა. ეს ოთხი ღმერთი ყოველთვის ღმერთების სიის სათავეში მოიხსენიებიან და ხშირად ერთადაც მოქმედებენ. სხვა მრავალი ღმერთი მეორეხარისხოვანია ე.ი. ისინი არიან მთავარი ღმერთების ცოლები, შვილები ან მსახურები.
ცის ღმერთი '"ანი'" ოდესღაც შუმერთა პანთეონის უმთავრესი ღვთაება იყო. ანის მთავარი სამლოცველო ქალაქ-სახელმწიფო ურუქში იყო, რომელიც დიდხანს მთავარ როლს ასრულებდა შუმერის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მართალია, ანის შემდგომ ათასწლეულებშიც სცემდნენ თაყვანს მთელ შუმერში, მაგრამ დაახლოებით ძვ.წ 2500 წლის შემდეგ შუმერთა მთავარი ღმერთის როლს ჰაერის ღმერთი ენლილი ასრულებდა. მას პირველ რიგში მოიხსენიებენ სხვადასხვა რიტუალების დროს, მითებსა და ლოცვებში. მას უკვე ”ღმერთები მამას'”, ”ცისა და მიწის მეუფეს” და ”ყველა ქვეყნის მბრძანებელს” უწოდებდნენ. მეფეები და მბრძანებლები თავს იწონებდნენ, ხელისუფლება თვით ენლილისაგან გვაქვს მიღებულიო, რომ ენლილმა ააყვავა მათი ქვეყანა, გაამარჯვებინა მტრებზე. სწორედ ენლილი ”ასახელებდა მეფეს”, ”გადასცემდა მას სამეფო კვერთხს” და ”მოწყალე თვალით უყურებდა”.
ცის ღმერთი '"ანი'" ოდესღაც შუმერთა პანთეონის უმთავრესი ღვთაება იყო. ანის მთავარი სამლოცველო ქალაქ-სახელმწიფო ურუქში იყო, რომელიც დიდხანს მთავარ როლს ასრულებდა შუმერის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მართალია, ანის შემდგომ ათასწლეულებშიც სცემდნენ თაყვანს მთელ შუმერში, მაგრამ დაახლოებით ძვ.წ 2500 წლის შემდეგ შუმერთა მთავარი ღმერთის როლს ჰაერის ღმერთი ენლილი ასრულებდა. მას პირველ რიგში მოიხსენიებენ სხვადასხვა რიტუალების დროს, მითებსა და ლოცვებში. მას უკვე ”ღმერთები მამას'”, ”ცისა და მიწის მეუფეს” და ”ყველა ქვეყნის მბრძანებელს” უწოდებდნენ. მეფეები და მბრძანებლები თავს იწონებდნენ, ხელისუფლება თვით ენლილისაგან გვაქვს მიღებულიო, რომ ენლილმა ააყვავა მათი ქვეყანა, გაამარჯვებინა მტრებზე. სწორედ ენლილი ”ასახელებდა მეფეს”, ”გადასცემდა მას სამეფო კვერთხს” და ”მოწყალე თვალით უყურებდა”.
მოგვიანებით შექმნილი მითებიდან ვიგებთ, რომ ენლილი ქველმოქმედი ღმერთი იყო, მან განსაზღვრა სამყაროს აგებულება, შექმნა სასიკეთო ძალები. მან შექმნა დღე, ენლილმა შეიბრალა კაცთა მოდგმა და მისცა მას ყველაფერი.
შუმერელთა აზრით, ღმერთებს, მიწიერი მეფეების მსგავსად, უფრო მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდათ გადასაჭრელი: ჯერ მეფეებისა და მათთან დაახლოვებული პირებისათვის უნდა მიექციათ ყურადღება. ამიტომ ღმერთისათვის რომ მიემართა, უბრალო მოკვდავს საგანგებო შუამავლების დახმარება სჭირდებოდა. ამ შუამავლებს ღმერთები სწყალობდნენ და შეიძლებოდა გაჭირვებულის ვედრებას ღმერთებამდე მიეღწია.
შუმერელ მოაზროვნეებს სწამდათ და ქადაგებდნენ, რომ ადამიანთა ყოველგვარი უბედურების მიზეზი მათი ცოდვები და დანაშაული იყო; და რომ დედამიწის ზურგზე არ არსებობს უცოდველი ადამიანი. ისინი ასწავლიდნენ, რომ ყოველგვარი ადამიანური ტანჯვა განპირობებულია ამა თუ იმ მიზეზით, რომ ყველაფერში თვით ადამიანები არიან დამნაშავენი და არავითარ შემთხვევაში ღმერთები.
შუმერები, მართალია ფიქრობდნენ სამყაროს ბუნებასა და წარმოშობაზე, მის აგებულებაზე და მსოფლიოს სხვა კანონზომიერებებზე, მაგრამ მათ ვერ შექმნეს ფილოსოფია, ამ სიტყვის დღევანდელი გაგებით. მოვლენათა კლასიფიკაციისა და განზოგადოვების ფსიქოლოგიური მეთოდი, რომელსაც იზიარებს თანამედროვე მეცნიერთა უმრავლესობა, როგორც ჩანს, სრულიად უცნობი იყო შუმერელი მოაზროვნეებისათვის.
შუმერელი მასწავლებლები და ლიტერატორები არ იყვნენ და არც შეიძლებოდა ყოფილიყვნენ ნამდვილი ფილოსოფოსები. მიუხედავად ამისა, ყველაფერს, რაც ბუნებასა და მათ გარემომცველ სამყაროს შეეხებოდა, ისინი ყურადღებით აკვირდებოდნენ. ის გრძელი სიები, რომელშიც ჩამოთვლილია მცენარეების, ცხოველების, ლითონების თუ ქვების სახელწოდებანი, ბუნების მოვლენათა და ცოცხალ არსებათა გულმოდგინე შესწავლაზე მეტყველებს. მსოფლიოს ისტორიაში შუმერებმა პირველებმა სცადეს, შეგნებულად გაეანალიზებინათ, თუ რას წარმოადგენდა მათი თანადროული ცივილიზაცია და ამ მიზნით შეადგინეს კიდეც ისეთი ნუსხა, რომელშიც ერთ ასეულზე მეტი საზოგადოებრივი ინსტიტუტის, საქმიანობის, ხელობის, ქცევის ნორმათა თუ შეფასებათა სახელწოდებანია ჩამოთვლილი.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა""სფეროშიც შუმერელი პედაგოგები ხეების, მცენარეების, ცხოველებისა და ქვების მხოლოდ ჩამოთვლით კმაყოფილდებოდნენ; დღემდე გაურკვეველია, რა პრინციპებით ხელმძღვანელობდნენ ისინი საგანთა თანმიმდევრობის დაცვისას; მაგრამ ის კი უეჭველია, რომ შუმერელები არა თუ არ იცნობდნენ ბოტანიკის, ზოოლოგიისა და მინეროლოგიის კანონებს, დაახლოებითი წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ მასზე. დღეისათვის ცნობილია გრამატიკული ფორმებით გაჭედილი უამრავი ფირფიტა, რაც იმას მეტყველებს, რომ შუმერები იყენებდნენ გრამატიკული კლასიფიკაციის პრინციპს, მაგრამ ერთი ფირფიტაც არ არის ნაპოვნი, რომელზეც ჩაწერილი იქნებოდა ზუსტი გრამატიკული წესები და განსაზღვრებანი.
იგივე ითქმის მათემატიკაზეც; ამოცანებითა და ამოხსნებით სავსე უამრავ ფირფიტებს შორის ერთსაც ვერ ნახავთ ისეთს, ზედ რომ განზოგადოებული წესები, აქსიომები და თეორემები ეწეროს. დაბოლოს, შუმერელებს ჰქონდათ კანონთა რამდენიმე კრებული, რომლებიც თავის მხრივ ასობით ცალკეული კანონისგან შედგებოდა, მაგრამ არსად გაკვრითაც კი არაფერია ნათქვამი სამართლის ზოგად პრინციპებზე.
თუ შუმერელ პოეტს დავუჯერებთ, შუმერელთა მიერ შეცნობილი სამყარო გადაჭიმული იყო ჩრდილოეთით - არმენიის მთიანეთამდე, სამხრეთით - სპარსეთის ყურემდე, აღმოსავლეთით - ირანის მთიანეთამდე და დასავლეთით - ხმელთაშუა ზღვამდე.
ბოლო 50 წლის მანძილზე ახლო აღმოსავლეთში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გამოკვლევებმა სულიერი და მატერიალური კულტურის ისეთი საგანძურები გამოავლინა, რომელზეც მეცნიერთა წინა თაობებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ. ქვიშისა და მტვრის სქელი ფენის ტყვეობისაგან დახსნილმა უძველესი ცივილიზაციის მემკვიდრეობამ, აგრეთვე უძველესი ენების გაშიფრვამ და დიდი ხნის წინათ დაკარგული, მივიწყებული, ლიტერატურუმალი ძეგლის აღდგენამ ჩვენი ისტორიული ჰორიზონტი ერთბაშად რამოდენიმე ათასწლეულით გააფართოვა.
ძალიან კარგია, მადლობა :)
ReplyDeleteძალიან ინფორმატიულია, მადლობა!!
ReplyDeleteსაღოლ, კარგად დამეხმარა
ReplyDeleteრუსულ წყაროებში ნახსენებია პლანეტა ნიბირუზე მცხოვრებ ანუნაკებზე, რომლებსაც კარგად იცნობდნენ შუმერები და ასევე პარალელებია დაგონებთან გაბმული. თქვენ თუ მოგეპოვებათ რაიმე ზუსტი ინფორმაცია ამის შესახებ, რადგან ძველი აღთქმის შესაქმე-ში ნახსენებია ადამიანთა ჯგუფები, რომლის სემდეგადაც ღმერთმა შექმნა ადამი. მადლობა იმ შრომისთვის, რაც თქვენის წყალობით, ქართულ-ენოვანი ინფოემაცია მივიღე.
ReplyDeleteდიდი მადლობა ასეთი სრული ინფორმაციისთვის!
ReplyDeleteHP Pavilion P6750IN (BZ567AA)
ReplyDeleteმადლობა დიდი
ReplyDeleteсвосіво
ReplyDeleteმადლობა
ReplyDelete