აუსტერლიცი - ნაპოლეონი ევროპას იპყრობს




ტრაფალგარის ბრძოლის წაგების მიუხედავად,ნაპოლეონი ევროპაში ძალაუფლების მწვერვალს უახლოვდებოდა.ორი თვის შემდეგ მან აუსტერლიცში,რომელიც ''სამი იმპერატორის შერკინების,, სახელით შემორჩა ისტორიას ავსტრიისა და რუსეთის გაერთიანებული ჯარი დაამარცხა
ბრიტანეთმა ავსტრიამ და რუსეთმა 1805 წელს საფრანგეთის წინააღმდეგ ახალი კავშირი შექმნეს.იმ დროს ნაპოლეონის სამხედრო ძალების უმეტესობა ლა-მანშის სანაპიროზე იყო განლაგებული,მაგრამ მის დაქვემდებარებაში მყოფმა ფრანგულმა და ესპანურმა ფლოტებმა ზღვაში წარმატებას ვერ მიაღწიეს,რის გამოც ბრიტანეთში შეჭრის საკითხი ვერ განხორციელდა.ნაპოლეონმა მზერა აღმოსავლეთისკენ გადაიტანა.მცირემაშტაბიანმა შეტაკებამ ავსტრიელთა ძალები გამოფიტა.16  ოქტომბერს ფრანგების არტილერიამ ქალაქ ულმის დაბომბვა დაიწყო.მაკი ხვდებოდა,რომ მისი ჯარი ალყას ვერ გაუძლებდა,ხოლო რუსები მისგან ჯერ კიდევ 100  მილით იყვნენ დაშორებულნი.20 ოტქომბერს ის ფრანგებს დანებდა რის შედეგადაც დაახლოებით  80.000 არმია ბრძოლას გამოეთიშა.მეორე დღეს ფრანგებმა ტრაფალგარის ბრძოლა წააგეს,მაგრამ ამას ცენტრალურ ევროპაში არსებულ სიტუაციაზე გავლენა არ მოუხდენია.ნაპოლეონი ვენისაკენ სვლას განაგრძობდა.მან ჩრდილოეთისაკენ მორავიისკენ გადაუხვია და 11 დღით ქალაქ ბრიუნში(ახლანდელი ბრნო ჩეხეთის რესპუბლიკა)იმ მიზნით გაჩერდა,რომ შედარებით ნელა მოძრავი შენაერთები წამოსწეოდნენ.


ნაპოლეონ ბონაპარტი

როდესაც რუსეთის მეფე ალექსანდრე I ფრანც I-ს ჩრდილოეთით 40 მილში,ქალაქ ოლმიუცში შეხვდა მათ ნაპოლეონის შეყოვნება მის ყოყმანს მიაწერეს - მას ხომ ამჯერად დიდ რუსულ არმიასთან ჰქონდა საქმე,რომელსაც ფლანგებზე ერცჰერცოგ კარლის სარდლობით მოქმედი ავსტრიელთა ჯარიც ეყოლებოდა ამას ემატებოდა პრუსიელთა 180,000 კაციანი არმია,რომელიც რუსებს და ავსტრიელებს კიდევ უფრო უმაგრებდა ზურგს.პრუსიელები აქამდე ნაპოლეონის ომებში მონაწილეობას თავს არიდებდნენ,მაგრამ იმ ჟამად ფრანგები პრუსიელთა ტერიტორიაზე შეჭრილიყვნენ,რასაც მათი გაღიზიანება მოჰყვა.ნაპოლეონმა ბრიუნში შეყოვნებისას პრუსიასთან შეთანხმების მიღწევა სცადა,ამასთანავე რუსეთის მეფესთან ვაჭრობასაც შეეცადა მაგრამ უშედეგოდ.ამასობაში ბრიუნის შემოგარენიც კარგად შეისწავლა და გადაწყვიტა,რომ ბრძოლა 12 მილის მანძილზე აღმოსავლეთით მორავიის სოფელ აუსტერლიცთან(ჩეხეთის რესპუბლიკა)გაემართა.ორ დეკემბრისთვის ნაპოლეონს ბრიუნთან 68,000 ჯარი ჰყავდა,ავსტრიულ რუსული ძალები რუსი გენერლის თავად მიხაილ კუტუზოვის მეთაურობით 90,000 ჯარისკაცს შეადგენდა.2 დეკემბერს ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევის წლისთავი სრულდებოდა და აუსტერლიცის ბრძოლას ზოგჯერ ''სამი იმპერატორის'' შერკინებასაც ეძახიან.ბრძოლის წინა ღამეს მოკავშირეებმა აუსტერლიცის დასავლეთით პრატცენის მაღლობი დაიკავეს.მათი მიზანი  ნაპოლეონსა და ვენას შორის ჩადგომა და სამხრეთიდან ფრანგების განდევნა იყო.ის ღამე ნაპოლეონმა თავის მეომრებთან შეხვედრებს მიუძღვნა და ზოგს  პერსონალურადაც კი უხსნიდა - ესა თუ ის მანევრი როგორ უნდა ჩაეტარებინათ ან რა დროს დაეწყოთ ხოლმე სროლა.მეომრებში დიდი სულისკვეთება და გამარჯვების სურვილი სუფევდა.ზოგმა მათგანმა იმპერატორისთვის გზის გასანათებლად ჩალას წაუკიდეს ცეცხლი მაღლობზე განლაგებულმა რუსეთისა და ავსტრიის ჯარებმა ეს ფრანგების უკან დახევის სამზადისად  მიიჩნიეს.შესაძლოა,მხოლოდ  იმიტომ,რომ ამის დაჯერება სურდათ!გათენებამდე მოკავშირეები ოთხ კოლონად დაეწყვნენ.გარიჟრაჟზე პირველი კოლონის ავანგარდმა ფრანგების პოზიციას ბრძოლის ველის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მიაყენა დარტყმა. დილის 7 საათის შემდეგ რუსეთიშ პირველმა  მეორე  და მესამე კოლონამ მაღლობიდან დაშვება დაიწყო.ნაპოლეონის მეოთხე კორპუსის ერთ-ერთი დივიზიონი მოწინააღმდეგეს სამკვდრო-სასიცოცხლოდ შეება,მაგრამ ფრანგები უფრო მრავალრიცხოვანი ძალის  წინაშე აღმოჩნდნენ და იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ.ცოტაც და მოკავშირეები ფრანგების მწკრივებს გაარღვევდნენ,მაგრამ მესამე  კორპუსის გამოჩენამ მათ სულზე მოუსწრო.


აუსტერლიცი 1805 წლის 2 დეკემბერი

დაახლოებით დილის 7,45 წუთზე მაპოლეონმა მოწინააღმდეგეს ცნობილი ''ლომის ნახტომის'' მანევრით უპასუხა.მან მეოთხე კორპუსის დანარჩენი ნაწილი,რომელიც დილის ბურუსში არ ჩანდა წინ,მოკავშირეთა მარჯვენა ფლანგისაკენ დაიძრა.როცა მზე ამოვიდა და ბურუსი ოდნავ გაიფანტა ფრანგები უკვე ისე ახლოს აღმოჩნდნენ,რომ მოკავშირეები დააბნიეს.სახელდახელო თავდაცვითი მწკრივის შესაქმნელად,მოკავშირეთა  მეოთხე კოლონა მაღლობიდან დაეშვა,მაგრამ ფლანგიდან ფრანგების იმერიული ცეცლის ქვეშ აღმოჩნდა.ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა თითქოს ნაპოლეონი მოწინააღმდეგის ყველა სვლის წინასწარ ამოკითხვას ახერხებდა.მოკავშირეთა სამი კოლონა პრატცენის მაღლობის ძირას მახეში გაება.შუადღისთვის ფრანგებმა მაღლობი დაიკავეს.რეზერვში მდგომმა  რუსულმა იმპერიულმა გვარდიამ შეუტია,მაგრამ ისიც უკუაქციეს.სრული განადგურების თავიდან ასაცილებლად  მოკავშირეები უძულებულნი გახდნენ  სამხრეთისაკენ დაეხიათ.ისინი გაყინული ზაცხენის ტბით გაქცევას შეეცადნენ,მაგრამ  მაღლობზე მყოფმა გრანგებმა ზარბაზნებიდან ალმოკიდებული ჭურვები დაუჭინეს რის შედეგადაც ყინულმა ლღობა დაიწყო.მალე 4000 კაცი წყალში  აღმოჩნდა.ტბა ღრმა  არ ყოფილა მაგრამ ტალახიანი ფსკერი ჰქონდა.უამრავი ადამიანი,რომლებიც ჭურვებს გადაურჩა  საკუთარი აღჭურვილობით დამძიმებული წყალში დაიხრჩო,ხოლო ვინც ნაპირამდე მიაღწია ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.სროლა საღამოს 5 საათისთვის შეწყდა.მოკავშირეებმა დაღუპულების და დაჭრილების სახით 12200 მეომარი დაკარგეს,ხოლო 15000 ტყვედ ჩავარდა.ფრანგებმა 68000 მებრძოლი დაკარგეს.რუსებმა უკან დაიხიეს,ხოლო პრუსიელები მიხვდნენ,რომ მათთვის უკეთესი იყო ნეიტრალურ პოზიციაზე დარჩენილიყვნენ.ავსტრიის იმპერატორი იძულებული გახდა ''შიონბრუნის'' ხელშეკრულებისთვის მოეწერა  ხელი,რომლის თანახმად ნაპოლეონი აღმოსავლეთ პროვინციებს - დალმაციას,ისტრიას,ცენეციას და ჰაბსბურგების ერთ-ერთ უძველეს სამფლობელოს ტიროლს გადასცემდა.რადგან ვენეცია ნაპოლეონის იტალიურ სამფლობელოებს შეემატა,მან ნეაპოლში ნურბონთა დინასტიის განსადევნად გაგზავნა ჯარი მარშალ ანდრე მასეანას სარდლობით.როდესაც პაპმა ამის წინააღმდეგ ხმა აიმაღლა ნაპოლეონა რომის იმპერატორად და ეკლესიის დროებით წინამძღოლად გამოაცხადა თავი.აუსტერლიცის შემდეგ 8 წლის განმავლობაში მთელი იტალია ოკუპირებული იყო ნაპოლეონის მიერ.

3 comments:

  1. საინტერესო პოსტებია, მაგრამ ცოტა მონოტონური.

    ReplyDelete
  2. არაკომპეტენტურობის "აუსტერლიცი". . .68 000 კაცი ყოლი ყველა ამოსწყვეტია და ბრძოლა კი მოუგია. . .ეს რაღაც ახალია და ბრავო სტატიის ავტორო. . .მერე კიდე სად ნახე რომ მოკავშირეთა არმიას კუტუზოვი სარდლობდა?! ესაც რაღაც ახალია. . .კუტუზოვისთვის რომ დაეჯერებინათ აცდებოდნენ მაგ უბედურებაა. . .დანაკარგებს რაც შეეხება საინტერესოა რომელ რუსულ წყაროში ნახეთ ნეტა. . სინამდვილეში მოკავშირეთა დანაკარგი მოკლულთა და დაჭრილთა სახით 35 000 აღემატებოდა. . კიდევ უფრო მეტი იუო ტყვედ ჩავარდნილთა და გაფანტულთა რუცხვი. . .უკან დაიხიეს სრული განადგურება რო აეცილებინათო.ესეც აბსურდი ერთადერთი ბაგრატინმა შეძლო თავისი შენაერთით წესრიგით უკან დახევა. . .იმპერატორები კი პრაცეს შემაღლების დაკავებისთანავე მოიხივნენ. .ალექსანდრე ციებიანივით ცახცახებდა. . ერთი სიტყვით ჯერ რაღაც ქაიკითხეთ და მერე წერეთ

    ReplyDelete