Pages

ნაპოლეონ ბონაპარტი

 ნაპოლეონ ბონაპარტი დაიბადა 1769 წლის 15 აგვისტოს, ხმელთაშუა ზღვის კუნძულ კორსიკის ქალაქ აიაჩოში. ნაპოლეონმა ფრანგული ენის შესწავლის და სკოლის დამთავრების შემდეგ პარიზის უმაღლეს სამხედრო სკოლაში დაიწყო სწავლა, ხოლო დამთავრების შემდეგ სამუშაოდ გაიგზავნა ქალაქ ვალანსის გარნიზონის საარტილერიო პოლკში კაპრალის ჩინით.

ნაპოლეონი ბევრს კითხულობდა და მეცადინეობდა, როგორც სპეციალურ, ისე სამეცნიერო, პოლიტიკურ და მხატვრულ ლიტერატურას, არაჩვეულებრივმა ნიჭმა და მეხსიერებამ მას საშუალება მისცა 20 წლის ასაკისთვის იმ დროის შესაფერისი დიდი განათლება მიეღო. მოგეხსენებათ მე-18 საუკუნის საფრანგეთი _ დაძაბული პოლიტიკური და სოციალური ფონი, რევოლუციები, აჯანყებები, გამეფებული ტერორი და ძალმომრეობა, ამასთან საომარი მდგომარეობა პრუსიასა და ავტრიასთან, მოგვიანებით ევროპის თითქმის ყველა ქვეყანასთან ინგლისის მეთაურობით .. ლეიტენანტ ბუონაპარტეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ტულონის ოპერაციაში არტილერიის ხელმძღვანელობა ჩააბარეს _ საქმე სწრაფად წავიდა წინ. ტულონის ბრძოლის და დიდი გამარჯვების შემდეგ ნაპოლეონს ბრიგადის გენერლობა უბოძეს.
საფრანგეთში ვითარება მაინც მძიმე იყო და აი პარიზში მონარქისტულმა აჯანყებამ იფეთქა, ნაპოლეონს ამბოხების ჩახშობა შესთავაზეს, ბონაპარტი სამზადისს შეუდგა თუმცა ხვდებოდა საქმეს ამბოხებულთა რიცხობრივი უპირატესობა გადაწყვეტდა (კონვენტის მხარე 5 000-მდე ჯარისკაცი, ამბოხებულები 25 000-ზე მეტი.) აჯანყებულთა დამარცხება გარდაუვალი იქნებოდა თუ .. და სწორედ ამ "თუ"-ზე იყო აგებული ნაპოლეონის მთელი გეგმა: თუ კონვენტის დამცველები პარიზის გარეუბანში მდებარე საბლონის საარტილერიო პოლკის ზარბაზნებს ჩაიგდებდნენ ხელში. საარტილერიო პარკის "დალაშქვრა" ნაპოლეონმა ეგერთა კავალერიული ესკადრონის ერთ ახალგაზრდა მეთაურს იოაჰიმ მიურატს (მოგვიანებით ნეაპოლის პრინცი, საფრანგეთის გროსადმირალი, ბერგის და კლევეს დიდი ჰერცოგი) დაავალა. მიურატს ამბოხებულთა პატრულებით სავსე ქალაქი უნდა გადაევლო, ზარბაზნები ხელთ ეგდო და ისინი ტიულრის წინა მოედანზე უნდა მოეტანა, საშიში და მძიმე დავალება გასკონელმა ოსტატურად შეასრულა და ნაპოლეონის გულწრფელი აღტაცებაც დაიმსახურა. როიალისტებმა მეორე დილითვე დაიწყეს შეტევისთვის მზადება, ნაპოლეონმაც ზარბაზნები საკვანძო წერტილებში განალაგა. როგორც კი აჯანყებულები სათანადო მანძილზე მოახლოვდნენ, გენერალმა ბრძანება გასცა.. ისროდნენ დიდი ზარბაზნებიდან ფინდიხით, პირდაპირი დამიზნებით. გამანადგურებელმა ჯვარედინმა ცეცხლმა საშინელი არევ-დარევა და პანიკა გამოიწვია მოწინააღმდეგის რიგებში. როიალისტები პირველივე წუთებში შედრკნენ და გაიქცნენ, მოედანზე დატოვეს ათასობით დაჭრილი და დახოცილი .. როიალისტები და მათი გულშემატკივრები შეძრწუნებულნი იყვნენ ქალაქის პირობებში ზარბაზნების გამოყენების გამო, მაგრამ ნაპოლეონი სხვა აზრზე იყო, და კარგად ახსოვდა ძველი შეგონება _ "და ის ომია სამართლიანი, რომელიც აუცილებელია და ის იარაღია კურთხეული, რომლის იმედიც გაქვს" _ იმ დღეს ნაპოლეონმა თავის მოვალეობა პირნათლად შეასრულა და არანაირ "გამართლებას" არ საჭიროებდა .. აქვე თემისგან მცირედი გადახვევით უნდა აღინიშნოს საინტერესო ფაქტი _ მიურატის საგვარეულოს ქართველებთან ნათესაობის შესახებ. მიურატის უმცროსმა ვაჟმა აშელმა 1876 წ. პარიზში იქორწინა სალომე დადიანზე, სამეგრელოს მთავრის დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის ქალიშვილზე. ისინი ერთხანს სამეგრელოში, მათ მიერ მოწყობილ დადიანების ცნობილ რეზიდენციაში ცხოვრობდნენ. აშელისა და სალომეს შთამომავალი, ალენ მარი მეუღლე-ვერონიკა დე ტრეკურსა და შვილებთან ერთად საქართველოში დასახლდა. მიურატები ამ დროიდან ზუგდიდში, დადიანების საგვარეულო მამულში ცხოვრობენ და ჩართულნი არიან ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში..
1796 წ. ნაპოლეონს ჩააბარეს იტალიის საზღვართან მდებარე არმია, რითაც ნაპოლეონის ოცნება ასრულდა.. მაგრამ 4 წლის წინ დაარსებულ არმიას(იდეაში სამხედრო კამპანიების ჩასატარებლად) ფაქტობრივად ისე გამოდიოდა იტალიაში ფეხიც არ ჰქონდა დადგმული და სასაზღვრო შეტაკებების მასშტაბებს არ სცილდებოდა.. არმიაში გამეფებული იყო უდისციპლინობა, მექრთამეობა არ იყო საკმარისი დაფინანსება.. ნაპოლეონმა სწრაფად დაიწყო რეფორმების გატარება- ბონაპარტის აზრით, გაწვრთნილი და დისციპლინირებული ჯარისკაცის ფსიქოლოგიურად მომზადება უფრო იოლი იყო, რადგან როცა ჯარისკაცებმა იციან, რომ თვითონაც და მათი თანამებრძოლებიც ერთნაირად კარგად არიან დაუფლებული ბრძოლის ველზე მოქმედების ყველა ნიუანსს, დარწმუნებულნი არიან თავიანთი იარაღის ვარგისობაში, სჯერათ და იმედი აქვთ სამხედრო საქმის მცოდნე მამაცი მეთაურებისა, მათ მოწინააღმდეგეზე უპირატესობის გრძნობა უჩნდებათ და გამარჯვების იმედით ებმებიან ბრძოლაში.. 

არმიის მორალური სულისკვეთების ამაღლებაში ნაპოლეონი დიდ როლს ანიჭებდა ჯარისკაცის სპეციალურ მომზადებას (იარაღის ხმარებას, ზუსტ სროლას, საბრძოლო წყობათა ნაირსახეობების მიღების რთული პროცესის ავტომატიზმამდე აყვანას, და საერთოდ ყველაფერ იმას, რაც კარგად მომზადებულ, გაწვრთნილ და დისციპლინირებულ ჯარისკაცს უნდა ჰქონდეს). ნაპოლეონმა არტილერიის კონცენტრირებულად და მიზანმიმართულად გამოყენებით მოახერხა ის რომ შეიარაღების ეს სახეობა ბრძოლის შედეგის განმსაზღვრელი გახადა_"არტილერია ომის ღმერთიაო" ამბობდა იგი )) ნაპოლეონმა ჩამოაყალიბა პირადი გვარდია, თავიდან მათი რიცხვი 7 ათასი ჯარისკაცი იყო, მოგვიანებით კი მათმა რიცხვმა რამდენიმე ათეულ ათასს მიაღწია. გვარდია მხოლოდ და მხოლოდ განსაკუთრებულად მამაცი და გამოცდილი ჯარისკაცებისგან იყო დაკომპექტებული. სინამდვილეში იგი ფრანგული არმიის მინიატურულ მოდელს წარმოადგენდა (მასში იყო ქვეითი, კავალერია და არტილერიის სახეობები). ჯარის ეს შენაერთი მუდამ თან ახლდა ნაპოლეონს და მუდმივ რეზერვს წარმოადგენდა, ბრძოლაში იშვიათად ებმებოდა, გვარდიამ არ იცოდა რა იყო დამარცხება, ასე რომ ადვილი წარმოსადგენია თუ რა შედეგით დამთავრდებოდა მოწინააღმდეგისთვის გვარდიის ბრძოლის ველზე გამოჩენა .. მაშ ასე იტალიური კამპანიის დაწყებიდან ერთი თვის თავზე ლამის დღე აღარ გადიოდა ევროპაში ფრანგთა ახალი წარმატების ამბავი რომ არ მისულიყო.. "ჯარისკაცებო ! ამ ლაშქრობაში თქვენ 14 გენერალური ბრძოლასა და 70 შეტაკებაში გაიმარჯვეთ, ხელთ იგდეთ 100 ათასი ტყვე და 2500 ზარბაზანი .. " _ სიამაყით წერდა თავის უკანასკნელ "იტალიურ" ბიულეტენში გამარჯვებული მთავარსარდალი. ნაპოლეონს (19 ცხენი მოუკლეს ბრძოლების დროს) კი სიკვდილი არ ეკარებოდა _ "მე რომ ტყვია მომხვდება, იმ ტყვიას ჩემი სახელი ეწერებაო" ამბობდა იგი )) 

ავსტრიასთან ზავის შემდეგ მე-18 საუკუნის მიწურულისთვის საფრანგეთის წინააღმდეგ მხოლოდ ინგლისი აგრძელებდა ბრძოლას. გადაწყდა ეგვიპტური კამპანიის წამოწყება,,ხმელთაშუა ზღვაზე კონტროლის დასამყარებლად და ინგლისისთვის სავაჭრო კოლონიებისკენ მიმავალი გზის მოსაჭრელად.. 1798 წ. მაისში გენერალმა ნაპოლეონმა 30 ათასიანი არმიით საფრანგეთის პორტიდან ეგვიპტისკენ აიღო გეზი..

თავის ნაშრომში ნაპოლეონი დაწვრილებით აღწერს ეგვიპტის ისტორიას და ცხადია მამელუქთა შესახებაც საკმაოდ ბევრ ცნობას იძლევა. საინტერესოა, რომ იგი ყოველთვის გარკვეული პატივისცემით წერს მათზე და ყოველთვის ხაზს უსვამს მათს სიმამაცესა და სამხედრო სიქველეს. მაგალითად ბონაპარტმა იცოდა, რომ მამლუქთა უმრავლესობა ქრისტიანებად იბადებოდნენ, მათ იტაცებდნენ 7-8 წლის ასაკში საქართველოდან და საერთოდ კავკასიიდან, შემდეგ ვაჭრებს კონსტანტინოპოლში მიჰყავდათ და ეგვიპტეში ჰყიდდნენ. საინტერესოა ის ფაქტი რომ ეგვიპტის ლაშქრობის შემდეგ ნაპოლეონს მუდამ თან ახლდა ერთგული მცველი მამელუქი, ტომით ქართველი რუსტამი.იგი ნაპოლეონის და საერთოდ ყველას თვალში დიდი გავლენით სარგებლობდა და ნდობაც დიდი ჰქონდა მოპოვებული. ეს იმას მიეწერებოდა, რომ ერთხელ რუსტამმა ნაპოლეონი სიკვდილს გადაარჩინა, ჩადგა მასსა და მტრის მოქნეულ ხმალს შუა. გარკვეულ მომენტში იმპერატორი რუსტამის საფრანგეთის პოლიციის მინისტრად დანიშვნასაც კი აპირებდა. წმ. ელენეს კუნძულიდან ნაპოლეონის ნეშტის გადმოსვენებაზე საყოველთაო ყურადღება მიიპყრო მდიდრულ აღმოსავლურ ტანსაცმელში გამოწყობილმა რუსტამმა, რომელიც იმპერატორის მიმართ უკანასკნელი ვალის მოსახდელად მოსულიყო.
რუსტამი ნაპოლეონის პირადი მცველი 

ეგვიპტეში სახმელეთო ოპერაციების წარმატებით ჩატარების და მამელუქების დამარცხების მიუხედავად ზღვაზე ნაპოლეონის მიერ დატოვებულმა ფლოტმა სასტიკი მარცხი განიცადა ინგლისურ ფლოტთან ადმირალი ნელსონთანის მეთაურობით .. ნაპოლეონი ხმელთაშუა ზღვით კვლავ საფრანგეთში დაბრუნდა , სადაც ჩაერთო დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების პროცესში... 1799 წლის 9 ნოემბერს (18 ბრიუმერი) გეგმა განხორციელდა, ძალაუფლება გადაეცა სამ კონსულს, ფაქტობრივად კი "პირველი კონსულის" ნაპოლეონ ბონაპარტის ხელში გადავიდა. ნაპოლეონმა რევოლუცია დასრულებულად გამოაცხადა და 1804 წლის მაისს მიღებული კონსტიტუციით საფრანგეთი იმპერიად, ნაპოლეონ ბონაპარტი კი "ფრანგთა იმპერატორად" გამოცხადდა. ნაპოლეონმა გაატრა რეფორმა თითქმის ყველა სფეროში, მაგრამ მისი ძირითადი დასაყრდენი ძალა მაინც არმია იყო _ შეიარაღებით, საბრძოლო მომზადებით, ორგანიზაციით და დისციპლინით საუკეთესო არმია ევროპაში.
ნაპოლეონის "დიდ არმიას" არაერთ მტრულ კოალიციასთან მოუხდა ბრძოლა, ევროპის კონტინენტურ ნაწილში ყველა ძირითადი მოწინააღმდეგე დამორჩილებული იყო. მაგრამ ნაპოლეონისთვის პრობლემად რჩებოდა ინგლისი. ნაპოლეონი ბრიტანეთის კუნძულზე ჯარების გადასხმას აპირებდა თუმცა ამ გეგმაზე საბოლოოდ აიღო ხელი როცა 1805 წელს ტრაფალგარის საზღვაო ბრძოლაში ადმირალმა ნელსონმა საფრანგეთის და ესპანეთის გაერთიანებული ფლოტი გაანადგურა. ნაპოლეონმა ამჯერად ინგლისის "კონტინენტურ ბლოკადაში" მოქცევის გეგმა შეიმუშავა, თუმცა ამ გეგმის შესრულებაში რუსეთის მხარდაჭერის მოპოვება ძნელი აღმოჩნდა, რადგან ძირითადი საექსპორტო პროდუქტი რუსეთს სწორედ ინგლისში გაჰქონდა და საფრანგეთის პოზიციის დაჭერა ეკონომიკურად ძლიერ წამგებიან პოზიციაში ჩააყენებდა მას. ამიტომ რუსეთის მეფე ალექსანდე I მა უარი თქვა ტილზიტის სამოკავშირეო ზავის პირობის შესრულებაზე..

1812 წელს რუსეთის საზღვარს ნაპოლეონის 600 ათასიანი არმია მიადგა და ომის გამოუცხადებლად ლიტვის ტერიტორიიდან რუსეთის საზღვარში შეიჭრა. რუსეთის არმია ამ დროს სამ ნაწილად იყო გაყოფილი, I არმიის სათავეში- საგარეო მინისტრი და გენერალი ბარკლაი-დე-ტოლი, სამხრეთით II არმია - გენერალი პეტრე ბაგრატიონი, და III არმია გენერალი ტორმასოვის სარდლობით უკრაინის მხარეს იყო თავმოყრილი. ნაპოლეონმა ტაქტიკურად იმარჯვა _ ცალ-ცალკე დაამარცხა და მწყობრიდან გამოიყვანა დე-ტოლის და ბაგრატიონის არმიები და არ დაუშვა მათი შეერთება, თუმცა ამ ნაწილებთან ბრძოლით ნაპოლეონი მნიშვნელოვნად შეფერხდა და რუსებს საშუალება მიეცათ "სამამულო ომისთვის" დაეწყოთ მზადება.. გენერალური ბრძოლა 1812 წლის 26 აგვისტოს ბოროდინოს ველზე გაიმართა. ბრძოლა გამარჯვებულის გარეშე დამთავრდა , ფრანგებმა 50 ათასამდე, ხოლო რუსებმა 40 ათასამდე მებრძოლი დაკარგეს. კუტუზოვმა გენერლებს განუცხადა "მოსკოვის დაკარგვით ჯერ კიდევ არაა დაკარგული რუსეთი, არმიის მოსპობით კი მოსკოვიცა და რუსეთიც დაიღუპებაო" .. მოვლენები ისე განვითარდა რომ "გამარჯვებული" ნაპოლეონი თვითონ აღმოჩნდა "მოსკოვის ტყვე" .. ცარიელ ქალაქში სურსათ სანოვაგის გარეშე დარჩენილი ნაპოლეონის არმია პირისპირ აღმოჩნდა რუსეთისთვის დამახასიათებელი მკაცრი კლიმატური პირობების წინაშე უმწეო მდგომარეობაში, ამიტომ სიკვდილისთვის განწირულ მდგომარეობაში ყოფნას გაცლა არჩიეს _ 1812 წლის დეკემბერში ნაპოლეონის "დიდი არმიის" აწ უკვე უბადრუკმა ნარჩენებმა დიდი დანაკარგებით გადალახეს მდინარე ბერეზინა და რუსეთის საზღვრებიდან გავიდნენ .. აქვე ორიოდ სიტყვაც გენერალ ბაგრატიონზე _ პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი დაიბადა 1765 წელს, ხოლო გარდაიცვალა 1812 წელს ბოროდინოს ველზე მიღებული ჭრილობების გამო .. წარმოშობით ბაგრატიონთა ქართული სამეფო გვარიდან იყო, თუმცა საქართველოსთან ნაკლებად ჰქონდა კავშირი. ბაგრატიონის მოხერხებულობით და გამჭრიახობით გაოცებულ ნაპოლეონს მასზე უთქვამს _ "რუსეთის გენერლებს შორის ყველაზე მეტად ერთი მაფიქრებს, ესაა ბაგრატიონიო" .. 


ბოროდინოს ბრძოლა 1912 წელი.

პეტრე ბაგრატიონი

1813 წლის ოქტობმერში ლაიფციგთან ე.წ "ხალხთა ბრძოლაში" (ერთ მხარეს 450 ათასი ფრანგი და მოკავშირეები, მეორე მხარეს 500 ათასიანი რუსეთის, პრუსიის, ინგლისის, შვედეთისა და ავსტრიის გაერთიანებული ჯარი) ნაპოლეონი დამარცხდა და მოკავშირეები პარიზში შევიდნენ.. ნაპოლეონმა მოგვიანებით კვლავ შეძლო ძალაუფლების 100 დღით ხელში ჩაგდება და გამართა უკანასკნელი ბრძოლა ვატერლოოს ველზე სადაც კვლავ დამარცხდა ინგლისის და პრუსიის გაერთიანებულ ჯარებთან .. 

ბუონაპარტი გადაასახლეს ატლანტის ოკეანის სამხრეთით შორეულ წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც 1821 წლის 5 მაისს გარდაიცვალა (სავარაუდოდ მოწამლეს) . მისი უკანასკნელი სიტყვები იყო _ "საფრანგეთი, არმია, ავანგარდი" .. ასე დამთავრდა ერთ-ერთი უდიდესი იმპერატორის და მხედართმთავრის მმართველობის ხანა, რომელმაც მართლაც შეცვალა მილიონების ბედი და მომავალი ..






No comments:

Post a Comment