Pages

დიდგორის ბრძოლა


1121 წლის 12 აგვისტო...მტერი შემოვიდა თრიალეთს,მანგლისს და დიდგორთა,რომელიც თვით ფერხთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილსა. თრიალეთისა და დიდგორის შერჩევა შეკრების ადგილად განპირობებული იყო იმით,რომ აქედან მტერი ადვილად წამოვიდოდა თბილისსზე მცხეთის  შემოვლით.საქართველოს ჯარი დავით აღმაშენებელმა დიდგორს განალაგა.დიდგორსა და მანგლისისაკენ მიმავალი გზა ნიჩბისის ხევს მიჰყვება.დავით აღმაშენებლის ლაშქარმა ორ მთას შუა დაიბანაკა.დიდგორის მდებარეობის სტრატეგიულმა მნიშვნელობამ განაპირობა დავით აღმაშენებლის მიერ მისი ბრძოლის ადგილად შერჩევა.

 ფრანგი გოტიე გადმოგვცემს,რომ დავით აღმაშენებელმა ბრძოლის დაწყების წინ მგზნებარე მოწოდებით მიმართა თავის ლაშქარს: ...მეომარნო ქრისტესანო!თუ ღვთის სჯულის დასაცავად თავდადებით ვიბრძოლებთ ,არამც თუ ეშმაკის ურიცხვ მიმდევართა,არამედ თვით ეშმაკებსაც ადვილად დავამარცხებთ.და ერთს რასმე გირჩევთ,რაც ჩვენი პატიოსნებისა და სარგებლობისთვის  კარგი იქნება.ჩვენ ყველამ,ხელების ცისკენ აპყრობით ძლიერ ღმერთს აღთქმა მივცეთ,რომ მისი სიყვარულისათვის ამ ბრძოლის ველზე დავიხოცებით და არ გავიქცევით და რათა არ შეგვეძლოს გაქცევა კიდეც,რომ მოვინდომოთ ამ ხეობის შესავალი,რომლითაც შემოვსულვართ ხეთა ხშირი ხორგებით შევკარით  და მტერს,როცა მოგვიახლოვდება ჩვენზე იერიშის მოსატანად,მტკიცე გულით დაუნდობლად შევუტევთ...''
 შეტევა ქართველ მოლაშქრეებს დაუწყიათ.არაბი ისტორიკოსი იბნ-ალ-ასირი მეტად საინტერესო ცნობას გვაწვდის ლაშქრობის დაწყების შესახებ.: ''ორივე ლაშქარი საბრძოლველად მოემზადა.წინ გამოეყო ორასი მეომარი ყივჩაღი.მუსლიმებმა იფიქრეს დასანებებლად მოდიანო და არავითარი საწინააღმდეგო ზომები არ მიიღეს.წინა მებრძოლებმა ისრები დაუშინეს მუსლიმებს.მუსლიმთა რიგები შეირყა,დაბნეულობამ იჩინა თავი.შორსმყოფებმა ეს დაბნეულობა-არეულობა,რომ იხილეს უკან დახევა იწყება და თვითონაც გაიქცნენ.ჯარი უწესრიგოდ იხევდა უკან და ერთმანეთისთვის დიდი ვნება მოჰქონდათ.ქართველები დაედევნენ და ათი  ფარსაგი (დახ: 70 კილომეტრი) სდიეს.ხოცავდნენ და ტყვედ იგდებდნენ მტერს. 4 ათასი მეომარი ტყვედ ჩაიგდეს. არაბი იბნ ალ-სირისა და ფრანგი გოტიეს ცნობები 200 მეომრის დაწინაურებისა და მათგან ბრძოლის დაწყების შესახებ ცნობები ემთხვევა ერთმანეთს. თუმცა გოტიე ამ მეომრებს ფრანგებად (ჯვაროსნებად) მიიჩნევს,ხოლო იბნ ალ-სირი ყივჩაღებად.

დავით IV აღმაშენებელი საქართველოს მეფე 1089-1125
დავით აღმაშენებელს,როგორც ჩანს მართლაც გამოუყენებია ეს ტაქტიკური ხერხი.საქართველოს მეფის ამ ჩანაფიქრს ყურადღება მიაქციეს სამხედრო ხელოვნების ისტორიის მკვლევარებმა და ამგვარი ნაბიჯი ბრძოლისას იმ ეფექტურ ნაბიჯად მიიჩნიეს,რომელმაც ხელი შეუწყო ქართველთა წარმატებას თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ.
 დავით აღმაშენებლის მიერ ჩაფიქრებული ეს დიდმნიშვნელოვანი სამხედრო ოპერაცია,რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ბრძოლის წარმართვისას და შედეგისათვის,ამასთან დიდ წვრთნასთან ერთად რისკსა და თავგანწირვასც მოითხოვდა,ძნელად დასაჯერებელია ყივჩაღებისათვის ან ჯვაროსნებისათვის მიენდოთ.
 როგორც დასტურდება დავით ათმაშენებლის მიერ წარგზავნილმა ორას კაციანმა რაზმმა მისია შეასრულა და მტრის რიგებში ქაოსი გამოიწვია.მაშინ საქართველოს ლაშქარმა მოწინააღმდეგეს ფლანგებიდან შეუტია...''მეფემან დავით უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა წინა განაწყო სპა მისი და ყოველი საქმე შუენიერად და ღონიერად ყო...''დავით აღმაშენებლის სარდლობით საქართველოს ლაშქარი დიდგორის ველს ნიჩბისის ხევიდან მიუახლოვდა.მთავარ ძალას მეფე ედგა სათავეში,ხოლო ლაშქრის ნაწილს მეფის მემკვიდრე დემეტრე დავითის ძე ხელმძღვანელობდა,რომელიც დიდგორის ერთ-ერთი მთიდან დაეშვა და მთის ძირას დაბანაკებულ თურქ-სელჩუკთა ლაშქარს შეუტია. მატთეოს ურჰაეცი ხატოვნად გადმოგვცემს ბრძოლის მიმდინარეობას: ''იქმნა სასტიკი ბრძოლა ორ მთის შორის,ისე,რომ ლაშქართა საშინელი ხმაურისგან ეს მთები იძახოდნენო''
 პირველი შებრძოლებისთანავე მტრის ბანაკი შეირყა,აიყარა და გაიქცა.ქართველი ისტორიკოსის ამ ცნობებს მატთეოს ურჰაეციც ადასტურებს.სომეხი ისტორიკოსი წერს,რომ ''იმ დღეს იქნა სასტიკი და საშინელი ამოწყვეტა თურქთა ჯარებისა და აღივსნენ გვამებით მდინარენი და მთათა ხევები და ყოველნი მთათა ქარაფნი დაიფარნენ'' თურქ-სელჩუკთა კოალიციური ლაშქრის მწარე მარცხს ვერც მუსლიმი ისტორიკოსები ფარავენ. ალ-ფარიკი აღნიშნავს,რომ მოიკლა მუსლიმთაგან უთვალავი რაოდენობა.ილ- ღაზმა დაჰკარგა რა მთელი ლაშქარი და თავში დაჭრილი უიარაღოდ დაბრუნდა შინ.
 დიდგორის ბრძოლის აღმწერი ყველა ისტორიკოსი მიუთითებს იმ დიდ ზარალზე,რაც თურქ-სელჩუკთა კოალიციურმა ლაშქარმა განიცადა.დიდძალი ტყე და ალაფი იგდეს ხელთ ქართველებმა


დიდგორის ბრძოლა.
ამგვარად ქართველმა მოლაშქრეებმა,დავით აღმაშენებელმა,1121 წლის 12 აგვისტოს მუსლიმურ კოალიციურ ჯარებთან გადამწყვეტ ბრძოლაში ბრწყინვალე გამარჯვება მიიღეს.დიდგორთან გამარჯვებას ფართომაშტაბის საერთაშორისო რეზონანსი ჰქონდა.მემატიანეებმა ამ გამარჯვებას ''ძლევაი საკვირველი'' უწოდეს.
 კოალიციური ლაშქრის რაოდენობის შესახებ  სხვადასხვა ისტორიკოსთა ციფრობრივი მონაცემები გვხვდებდა.ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა,რომ მტრის ლაშქარი დიდგორის ბრძოლისას 300 000 მეომრისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი.
 რამდენი მოლაშქრე გამოიყვანა დავით აღმაშენებელმა?გოტიეს ცნობით დავით აღმაშენებელი 80 000 მხედრით გავიდა საბრძოლველად.ეს მონაცემები გაზვიადებულია უფრო დასაჯერებელია მატთეოს ურჰაეცის ცნობა,რომლის მიხედვითაც დავით ათმაშენებელს ბრძოლის ველზე გამოუყვანია 55 600 მოლაშქრე.აქედან 40 000 ქართველი,15 000 ყივჩაღი, 500 ალანი,100 ევროპელი მეომარი.,როგორც ხედავთ უმრავლესობა (ორ მესამედზე მეტია)შემთხვევითი არ არის,რომ გადამწყვეტ მომენტში ქართული ლაშქრის ძირითად ძალას ქართველები წამოადგენდნენ...

ზურა მაისურაძე


2 comments:

  1. ავტორი არააააააააააააააა>?>":{:{

    ReplyDelete