Pages

რას სწერდა ომის დაწყების წინ ვასილევსკი სტალინს

1941 წლის 15 მაისს საბჭოთა გენშტაბში იმდენად მნიშვნელოვნ დოკუმენტზე დასრულდა მუშაობა,რომ მისი გადამრავლება იმ მბეჭდავ ქალებსაც არ ანდეს.რომლებსაც სპეციალური დაშვება ჰქონდათ

დოკუმენტი, ერთდაერთ ეგზმეპლიარად ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილის, გენერალ – მაიორის ალექსანდრე ვასილევსკის ხელით დაიწერა. ხელნაწერის ბოლო ფურცელზე ხელი მოაწერეს თავად ვასილევსკიმ და მისმა უშუალო ხელმძღვანელმა ვატუტინმა.დოკუმენტის ოფიციალური დასახელება გრძელია : “მოსაზრებები, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული გაშლის შესახებ, გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან ომის შემთხვევაში”. “მოსაზრებები” პირველად 1992 წელს “სამხედრო – ისტორიულ” ჟურნალში გამოქვეყნდა.ორდოქსული საბჭოთა სკოლის ისტორიკოსები დოკუმენტის კნინობითი ფორმით “ვასილევსკის ჩანაწერები” მოხსენებას ამჯობინებენ. თუმცა ირიბ მტკიცებულებად იმისა, რომ “მოსაზრებები” მაშინდელ სახელმწიფო პოლიტიკას ესადაგებოდა, მისი ავტორის თავბრუდამხვევი კარიერაც გამოდგება.
 ადრე თვლიდნენ, რომ წითელი არმია ბრძოლაში გეგმების გარეშე ჩაერთო და პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას პირველივე საათებიდან იმპროვიზაცია უწევდა – სწორედ ამით , სხვა ბევრ მიზეზეთან ერთად, აიხსნებოდა 1941 წლის სამხედრო კატასტროფა.
ამასთან ერთად სტატიაში, რომელიც გამარჯვების 20 წლისთავისთვის დაიწერა, მაგრამ “მოსაზრებებთან” ერთად მხოლოდ 1992 წელს გამოქვეყნდა მარშალი ვასილევსკი შემდეგზე მიანიშნებს: “ოპერატიული გეგმა გერმანიის წინააღმდეგ არსებობდა, და დამუშავებული იყო არა მხოლოდ გენერალურ შტაბში, არამედ დეტალურადაც განიხილეს დასავლეთის სამხედრო ოლქებსა და არმიებში. უბედურება გეგმების არ არსებობა კი არ გახდა, არამედ ის რომ ვითარება მოულოდნელად ისე შეიცვალა, რომ დასახული გეგმების შესრულების საშუალება არ მოგვეცა.”სტალინს, რომელიც ანგარიშისწორებას არასოდეს აგვიანებდა, ომის დაწყებიდან მოკლე ხანში გენშტაბის რეპრესიები არ მოუწყვია.მარშალი გიორგი ჟუკოვი, როდესაც გენერალური შტაბის მეთაურად 1941 წლის აინვარში დაინიშნა, თავის “მოგონებები და ფიქრები”, წერდა, რომ ომის პირველივე დღეებიდან ის და მისი ქვეშევრდომები ომის დროის რეჟიმში მუშაობდნენ და ხშირად სამუშაო კაბინეტებში 14 – 16 საათს ან მეტ დროს ატარებდნენ.რაზე მუშაობდა არმიის “ტვინი”? რა ეწერა “მოსაზრებებში”?
საგაზეთო სტატიებისა და მაშინდელ საჯარო გამოსვლებისგან განსხვავებით დოკუმენტის პრეამბულა ამგვარ იდეოლოგიურ ფრაზებს: “თუ საბჭოთა კავშირს თავს დაესხმებიან…”არ შეიცავდა. პირველივე სიტყვებიდან ვასილევსკი პირდაპირ და ნათლად ამბობს:“აუცილებლად ვთვლი, რომ გერმანიის მთავარსარდლობას ინიციატივა არ უნდა დავუთმოთ. ჯერ კიდევ მოწინააღმდეგის გაშლისას დავაზუსტოთ სამიზნეები და მაშინვე მივიტანოთ იერიში გერმანულ არმიაზე, რომ ფრონტისა და ჯარების ურთიერთქმედების ორგანიზება ვერ მოასწროს.”“წითელი არმიის მოქმედების პირველ სტრატეგიულ მიზნად დაგინდეს გერმანული არმიის მთავარი ძალების განადგურება, რომლებიც დემბლინის სამხრეთით იშლება. ოპერაციის 30 – ე დღეს ოსტრელონკას, მდინარე ნარევის, ვობიჩის, ლოდზის, კრეიცბურგის, ოპპელნის, ოლომოუცის(პუნქტების პოლონეთის სამხრეთით და ჩეხეთის, საბჭოთა კავშირის საზღვრის 300 – 350 კილომეტრის მოშორებით) ფრონტზე გასვლა”.“შემდგომი სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს: კატოვიცეს რაიონიდან იერიშით, ჩრდილოეთ ან ჩრდილო – დასავლეთის მიმართულებიაზე არსებული ცენტრისა და ჩრდილოეთ ფრთის მნიშვნელოვანი ნაწილების განადგურება და ყოფილი პოლონეთის და აღმოსავლეთ პრუსიის ტერიტორიებს დაუფლება”მთავრდებოდა “მოსაზრებები” შემდეგი სიტყვებით:გთხოვთ …
1. დაამტკიცოთ საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების გაშლის წარმოდგენილი სტრატეგიული გეგმა და საბრძოლო მოქმედებების გეგმა გერმანიასთან ომის შემთხვევაში.
2. დროულად დართოთ ნება თანმიმდევრული ფარული მობილიზაციის ჩატარების და ძალების ფარულად შეკრებისა, პირველ რიგში – მთავარი მეთაურობის ყველა რეზერვისა და ავიაციისა.“მოსაზრებები” გახდა უზარმაზარი სამუშაოს გვირგვინი. ამ დროისთვის ისტორიკოსებისთვის ცნობილია ამ დოკუმენტის 4 ვარიანტი, რომლებიც დათარიღებულია 1940 წლის16 აგვისტოთი, 1940 წლის18 სექტემბრით, 1940 წლის5 ოქტომბრით და 1941 წლის 11 მარტით.გეგმების შეტევითი ხასიათი შეუცვლელი რჩებოდა, მაგრამ მათში მნიშვნელოვანი ცვლილებები და დამტებები შეჰქონდათ.საწყის ეტაპზე შეთავაზებული იყო ბერლინზე იერიში უმოკლესი გზით – ბელარუსიიდან და ბალტიისპირეთიდან. შემდეგ გადაწყდა მთავარი დარტყმის განხორციელება უკრაინიდან უნგრეთზე, ჩეხეთზრ და სამხრეთ პოლონეთზე გასვლით, იმისათვის, რომ დაუფლებოდნენ რუმინულ ნავთობს და ომიდან გერმანიის მოკავშირეები გაეთიშათ. ერთ – ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი იყო ის, რომ ომის ამ თეატრზე გერმანელებს ნაკლები არმია ჰყავდათ.საბოლოო არჩევანი “სამხრეთის ვარიანტის” სასარგებლოდ გაკეთდა. გადაწყვეტილება 1941 წლის აინვარში დიდ რუქებზე საშტაბო თამაშის შემდეგ მიიღეს.

“ვასილევკსის ჩანაწერები”
საბჭოთა ორდოქსული სკოლის ისტორიკოსები დოკუმენტის კნინობითი სახელით “ვასილევსკის ჩანაწერები” მოხსენებას ამჯობინებენ – ვიღაც გენერალ – მაიორმა უსაქმურობისგან რაღაც დოკუმენტი შექმნა! იქნებ ყურადღების მიქცევა სურდა?!მათი ძირითადი არგუმენტი ისაა, რომ არქივში დაცულ დოკუმენტში, რომელიც 15 მაისითაა დათარიღებული, არც საბრძოლო მოქმედებების თარიღია მითითებული და არც სტალინის რეზოლუცია ახლავს.თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლშევიკური ტრადიციის მიხედვით, რომელიც სამოქალაქო ომის პერიოდიდან იღებს სათავეს, ხელმძღვანელ თანამდებობებზე მყოფი პირები წერილობითი კვალის დატოვებას ერიდებოდნენ. მათი მმართველობის ტოტალიტარული და დახურული ხასიათი საშუალებას აძლევდათ ძალიან ბევრი განკარგულება ზეპირად გაეცათ.მაგალითად გამოდგება მიტინგი რუსთაველის პროსპექტზე, თბილისში 1989 წლის 7 აპრილს, რომელიც წერილობითი ბრძანების გაცემის გარეშე დაარბიეს. თათბირებზე მოსკოვში და თბილისში პროტოკოლს არ აწარმოებდნენ. ასე რომ ცხელ კვალზე მომუშავე სობჩაკის კომისიას ძალზე გაუჭირდა დაედგინა მონაწილეთა შემადგენლობაც კი, თუმცა სტალინური დრო დიდი ხნის ჩავლილი იყო.ირიბ მტკიცებულებად იმისა, რომ “მოსაზრებები” მაშინდელი სახელმწიფო პოლიტიკის კალაპოტში ექცეოდა, მისი ავტორის თავბრუდამხვევი კარიერაც გამოდგება. როგორც ჩანს სტალინი ფიქრობდა, რომ ვასილევსკი სისულელით არ იყო დაკავებული და ომის დაწყებისთანავე ჯერ უმნიშვნელოვანესი ოპერატიული მიმართულების სარდლად დანიშნა, მოგვიანებით კი მთლიანად ჩააბარა გენერალური შტაბი. ვასილევსკიმ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გენერალ – მაიორიდან საბჭოთა კავშირის მარშლამდე წოდებას მიაღწია.მთავარ მტკიცებულებად კი საბჭოთა ხელმძღვანელობის პრაქტიკული მოქმედებები გამოდგება. ჯარების გადასროლა აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ჯარების საზღვრებთან განთავსება და ფარული მობილიზაცია, რომლის მიმდინარეობის დროს სასწავლო შეკრებების საფარქვეშ 805 000 ადამიანი იქნა მობილიზებული. სასწავლო შეკრებები 1941 წლის 22 ივნისამდე მიმდინარეობდა ზუსტად ისე, როგორც ეს “მოსაზრებებშია”.

საიდუმლო თათბირი
1990 წელს გასაჯაროებულ სტალინის კაბინეტის “სტუმრების ჟურნალში” 1941 წლის 19 მაისს თავდაცვის სახალხო კომისარმა სიმონ ტიმოშენკომ და გენერალური შტაბის მეთაურმა გიორგი ჟუკოვმა სტალინთან საათნახევარი გაატარეს. შეკრებიდან 15 წუთში მათ “მოსაზრებების” თანაავტორი ვატუტინიც შეუერთდა.24 მაისს სტალინის კაბინეტში შედგა მრავალრიცხოვანი თათბირი იმავე ტიმოშენკოს, ჟუკოვისა და ვატუტინის მონაწილეობით, იქვე იყვნენ მუშათა და გლეხთა წითელი არმიის საჰაერო სარდლობის მეთაური ჟიგარევი, სარდლები, სამხედრო საბჭოების ხელმძღვანელები და დასავლეთის 5 ოლქის საავიაციო შენაერთების მეთაურები.სამოქალაქოებიდან ორივე შეხვედრაზე მხოლოდ მოლოტოვი იღებდა მონაწილეობას.საუბრის შინაარსისდოკუმენტირებული ვერსია არ არსებობს. თუმცა ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ 19 მაისს “მოსარებები” სტალინს გააცნეს 24 მაისს კი მომავალ აღმსრულებლებამდე დაიყვანეს.ფარული მობილიზაცია და სტრატეგიული გაშლა დროს მოითხოვს, რომელიც სურვილის მიუხედავად შეუძლებელია დამალო.ჰიტლერმა საბჭოთა კავშირზე თავდასხმის თარიღად 30 აპრილი გამოაცხადა. 30 აპრილიდან 22 ივნისამდე 53 დღე გავიდა.თუ ავიღებთ 24 მაისს და ამდენივე დღეს გადავთვლით ემთხვევა 15 – 20 ივლისის – ომის დაწყების დღიდანერთი თვის დაგვიანებით.
სტალინის სამი გეგმა
ომის წარმოება ზამთარში ევროპაში გაცილებით ადვილია, ვიდრე საბჭოთა კავშირში. სექტემბრის ბოლოს – ოქტომბრის დასაწყისში წვიმები და ცუდი ამინდები იწყება.თუ სტალინი გეგმავდა “გამათავისუფლებელ ექსპედიციას” 1941 წლის ზაფხულისთვის, რატომ აპირებდა ასე გვიან დაწყებას?საბჭოთა კავშირის შეტევითი გეგმების შესახებ დღესუკვე ფაქტებით საუბრობენ. “დღე მ” – ის თარიღზე შეიძლება მხოლოდ ლოგიკური მოსაზრებები გამოვთქვათ. ყველაზე მეტ გაუგებრობას სწორედ თარიღი იწვევს.ვიქტორ სუვორვი “ყინულმჭრელში” ამტკიცებდა, რომ 1939 წლის 19 აგვისტოს გამართულ პოლიტბიუროს სხდომაზე, სადაც სტალინმა გაამჟღავნა თავისი გადაწყვეტილება მოეწვია მოსკოვში რიბენტროპი, მიღებული იყო არამხოლოდ გერმანიასთან ომის დაწყების გადაწყვეტილება, ასევე დამტკიცდა თარიღი.მკვლევარების უმრავლესობა, თვლის რომ ასე ნაადრევად კონკრეტული გეგმების განხილვა შეუძლებელი იქნებოდა.სტალინის სიტყვაში, რომელიც დასავლეთში 1939 წელს ფრანგული სააგენტოს გავასის მიერ გავრცელდა, მსგავზე არაფერზე არ იყო საუბარი.ისტორიკოს მარკ სოლონინის აზრით, ომის წინ საბჭოთა კავშირის გეგმები მინიმუმ ორჯერ შეიცვალა.პირველ ეტაპზე, გერმანიის და დასავლეთის დასუსტების დაცდას და შემდეგ გარემოებების მიხედვით მოქმედებას ვარაუდობდნენ.1939 წლის 19 აგვისტოს გამოსვლით თუ ვიმსჯელებთ, სტალინს ყველაზე მეტად ის აწუხებდა, რომ გერმანია ძალიან სწრაფად არ დამარცხებულიყო.სოლონინი თვლის, რომ თეორიულად ომში, ბრიტანეთის წინააღმდეგ, რეიხის გვერდით მონაწილეობაც კი არ გამოირიცხებოდა.ამაზე მიანიშნებს 1939 – 40 წლის შუა აზიური და კავკასიური სამხედრო ოლქების ინტენსიური მანევრები და ავიაკონსტრუქტორებისთვის შორეული მოპიკირე ბომბდამშენების შექმნისა დავალების მიცემა, რომელსაც ერთი მაგრამ ზემძიმე ბომბი უნდა წაეღო.
მეორე ფაზა საფრანგეთის განადურების შემდეგ დადგა, კერძოდ კი მოლოტოვის ბერლინში ვიზიტის შემდეგ, 1940 წლის ნოემბერში. გერმანიასთან ომის გარდაუვალობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდებოდა.არის საფუძველი ვიფიქროთ, რომ როდესაც “განმათავისუფლებელი სვლა” იგეგმებოდა ის ან 1942 წლისთვის ან უფრო მოგვიანებით იგეგმებოდა.ტიმოშენკომ და ჟუკოვმა როგორც ჩანს, არა უგვიანეს 10 თებერვლისა სტალინს “მობილიზაციის გეგმა – 41” გაუგზავნეს, რომელიც საბჭოთა არმიის უპირველეს ყოვლისა კი სატანკო არმიებისა და ავიაციისა გადაიარაღების გრანდიოზულ პროგრამას წარმოადგენდა. იგეგმებოდა 30 მექნიზირებული კორპუსის, თითოეულშო 1031 ტანკის ოდენობით, ჩამოყალიბება. ომამდე რამდენიმე თვით ადრე არმიის კაპიტალურ რემონტს არავინ იწყებს.“მოსაზრებების” მარტის ვარიანტი შეიცავს შენიშვნას მინდორზე, რომელიც ისტორიკოსებს ჩიხში აყენებს – შენიშვნა ვატუტინის მიერაა გაკეთებული: “შეტევა დაიწყეთ 12.06”. იმდენად რამდენადაც 12 ივნისს 1941 წლისა საბჭოთა კავშირმა არაფერიც არ დაიწყო და არ დაუმთავრებია სტრატეგიული გაშლა, უნდა ვივარაუდოდ, რომ იგულისხმებოდა 1942 წელი.წითელი არმიის მზაობა ან არამზაობა 1941 წლის ომისთვის, ასევე დიდ კამათს იწვევს. მომზადების ხარისხი – სუბიექტური შეფასების საქმეა და ამიტომ მთავრია საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელები რას ფიქრობდნენ.სოლონინის აზრით, ტიმოშენკო და ჟუკოვი ფიქრობდნენ, რომ შეიარაღებული ძალები არ იყო მზად დიდი ომისთვის და მისი გადავადებისთვის ირჯებოდნენ, მაშინ როცა სტალინი, სამოქალაქო ადამიანი, რომელსაც წმინდად სჯეროდა მარქსიზმ – ლენინიზმის ყოვლისშემძლეობისა, მტკიცედ იყო დარწმუნებული წითელი არმიის შესაძლებლობებში და “ჯიუტად ითხოვდა თამამ შემტევ მოქმედებებს”.სამხედროებთან თათბირზე, საბჭოთა კავშირისთვის ფინეთთან არც თუ ისე წარმატებული ომის სამხედრო შედეგების განხილვისას, საბჭოთა ბელადი რბილად რომ ვთქვათ, მშვენიერ განწყობილებაზე იმყოფებოდა: “ჩვენი არმია გახდა მტკიცე და დგას ორივე ფეხით იმ რელსებზე, რომელიც მას ნამდვილ თანამედროვე საბჭოთა არმიად ხდის… ჩვენ გავიმარჯვეთ არა მარტო ფინელებზე, ჩვენ ასევე დავამარცხეთ მათი ევროპელი მასწავლებლები…”
მესამე ეტაპი დადგა, როდესაც ბერლინის აგრესიული მზადება საკმარისად თვალსაჩინო გახდა.აქამდე რომ შეტევის დაწყებას მომგებიან სიტუაციაში ფიქრობდნენ, მაშინ როდესაც ვერმახტის ძალები ან ბრიტანეთში გადასხდებოდნენ ან ახლო აღმოსავლეთისკენ დაიწყებდნენ შეტევას.სავარაუდოდ, აპრილის მეორე ნახევარში დაუშვეს, რომ არანაირი გადასხდომა არ იქნებოდა და ჰიტლერმა შესაძლოა ომის დაწყების თარიღი თავად დანიშნოს.“მოსაზრებების” მაისის ვარიანტი პირველად შეიცავს ფრაზას:”გერმანიას აქვს შესაძლებლობა გაგვაფრთხილოს გაშლაზე და მოულოდნელად მოგვაყენოს დარტყმა” და იქვე არის დაბეჯითებითი მოთხოვნა სასწრაფოდ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები: “რომელთა გარეშეც შეუძლებელი იქნება მოწინააღმდეგეს მივაყენოთ მოულოდნელი დარტყმა”.ზუსტი თარიღი, როდესაც მოსკოვში გადაწყვიტეს შეტევის თარიღის გადმოწევა არასოდეს გვეცოდინება, მაგრამ დაბეჯითებით შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ ეს არ მომხდარა 5 მაისზე გვიან.ამ დღეს სტალინმა სახალხო კომისრების საბჭოს თავჯდომარის თანამდებობა ჩაიბარა.ამ დროისთვის ის უკვე 12 წლის განმავლობაში ფლობდა აბსოლუტურ ძალაუფლებას და არ საჭიროებდა მის გასამყარებლად კიდევ რაიმე თანამდებობას. ამის მიზეზი მხოლოდ ერთი შეიძლება ყოფილიყო: მას სურდა მისი საკუთარი ხელმოწერა ყოფილიყო იმ ბრძანებებზე, რომლებიც ისტორიის მსვლელობას შეცვლიდნენ.
იმავე ღამეს სტალინმა სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულთა საპატივსაცემოდ გამართულმიღებაზე ღირსშესანიშნავი და დასამახსოვრებელი სიტყვა წარმოთქვა.ის პირველად 1990 წელს, და სხვათაშორის (რატომღაც?) ჟურნალში “კინოხელოვნება” გამოქვეყნდა, მაგრამ მისი შინაარსი ცნობილი გახდა მიღების მონაწილეთა ზეპირი გადმოცემებით, სულ რაღაც ორი – სამი თვის შემდეგ გერმანელების ტყვეობაში. სტალინმა ძირითადად იმაზე ისაუბრა, რომ გერმანია არ არის ისეთი ძლიერი როგორც ჩანს და რომ გერმანია მალე საფრანგეთის ბედს გაიზიარებს.“ჩვენ რაღაც დრომდე თავდაცვაზე ვაკეთებდით აქცენტს – იქამდე ვიდრე არ გადავიარაღეთ ჩვენი არმია. ახლა როცა ჩვენ რეკონსტრუქცია ჩავუტარეთ არმიას, თანამედროვე ომის საწარმოებლად ტექნიკით გავაჯერეთ, როცა ჩვენ გავხდით ძლიერები, ახლა ჩვენ უნდა თავდაცვიდან შეტევაზე უნდა გადავიდეთ” – თქვა საბჭოეთის ლიდერმა.ბანკეტის დროს ფრუნზეს სახელობის აკადემიის უფროსმა მიხეილ ხოზინმა “საბჭოთა კავშირის მშვიდობიანი პოლიტიკის” სადღეგრძელო წარმოთქვა , სტალინმა დალევაზე უარი სთქვა და გენერალს უსაყვედურა: “ დროა დავამთავროთ ეს თავდაცვითი მოწოდებები, რადგან მოვიდა დრო. ამიერიდან წითელი არმია უნდა მიეჩვიოს აზრს, რომ მშვიდობიანი პოლიტიკის ეპოქა დამთავრდა და სოციალისტური ფრონტის ძალისმერი გაფართოების დრო დადგა. ვინც არ აღიარებს შეტევითი მოქმედებების აუცილებლობას ის ან ობივატელია ან სულელი.”“წინ ჩვენი სვლაა დასავლეთზე. წინ – შესაძლებლობებია, რომლებზეც ჩვენ დიდი ხანია ვოცნებობდით” – ჩაიწერა დღიურში, წვეულებიდან უკან დაბრუნებულმა ვსევოლოდ ვიშნევსკიმ, საბჭოთა კავშირის მწერალთა კავშირის თავდაცვის კომისიის ხელმძღვანელმა.ივლისის დასაწყისში მუშათა და გლეხთა წითელი არმიის მთავარი პოლიტსამმართველოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე შერბაკოვმა ჯარებში გააგზავნა დირექტივა “სამხედრო – პოლიტიკური პროპაგანდის მდგომარეობის” შესახებ, რომელშიც ნათქვამი იყო:“ლენინიზმის გვასწავლის, რომ სოციალიზმის ქვეყანა გამოიყენებს რა მისთვის მოგებიან საერთაშორისო მდგომარეობას, მოვალეა კაპიტალისტური გარემოცვის წინააღმდეგ შეტევითი სამხედრო მოქმედებების ინიციატივა აიღოს. რაღაც დრომდე საბჭოთა კავშირი არ მიმართავდა ასეთ მოქმედებებს სუსტი სამხედრო ძალი გამო, მაგრამ ახლა ეს სისტუ დაძლეულია….ამ პირობებში ლენინური ლოზუნგი (სხვის მიწაზე დავიცვათ ჩვენი მიწა” შესაძლოა ნებისმიერ დროს (გამოყოფილია წერილის ავტორის მიერ) გადაიქცეს პრაქტიკულ მოქმედებად.იმ საბჭოთა გენერლების მრავალ მოგონებებში, რომლებიც მეორე მსოფლიო ომს ოცეულების, ასეულებისა და ბატალიონების მეთაურების რანგში შეხვდნენ, ნათლად ჩანს, რომ ომის წინათგრძნობა არმიაში საყოველთაო იყო. მაგრამ 22 ივნისს სულ სხვა ომი დაიწყო.

No comments:

Post a Comment