ძაღლები ომში


ტანკსაწინააღმდეგო ძაღლები იყვნენ ძაღლები, რომლებიც გაწვრთნნილები იყვნენ ასაფეთქებელი მოწყობილობების ტანკებთან მიტანაში. მათ ინტენსიურად წვრთნიდნენ საბჭოთა კავშირში და შემდგომ რუსეთის ფედერაციაში, 1930-1996 წლებში და გამოიყენებოდნენ გერმანული ტანკების წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომში-1941-42 წლებში.
თავდაპირველი წვრთნის მეთოდის მიხედვით, ძაღლებს უნდა დაეტოვებინათ ბომბი გარკვეულ ადგილას და შემდეგ, უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ, რის შედეგადაც ბომბი აფეთქდებოდა წამმზომის საშუალებით, თუმცა ამ პრაქტიკამ არ გაამართლა და გადავიდნენ დაჯახებით ამოქმედებული დეტონაციის მეთოდზე, რასაც ეწირებოდა ძაღლი.  შეერთებული შტატები წვრთნიდა ტანკსაწინააღმდეგო ძაღლებს 1943 წელს, ფორთიფიკაციების საწინააღმდეგომ გამოსაყენებლად, თუმცა ისინი არასდროს გამოუყენებიათ ამ მიზნით.
ისტორია
1942 წელს, საბჭოთა კავშირის რევოლუციურმა სამხედრო საბჭომ ნებართვის ბრძანება გასცა, ძაღლების სამხედრო მიზნით გამოყენების შესახებ, რომელიც მოიცავდა ფართო სპექტრის ამოცანებს, როგორიცაა ძებნა და გადარჩენა, ინფორმაციის გადატანა, ბრძოლაში დახმარება, საჭმელის და წამლების ტრანსპორტირება, მოწინააღმდეგე სამიზნეების აფეთქება და სხვა. ამ მიზნით, სპეციალური ძაღლების საწვრთნელი სკოლა შეიქმნა მოსკოვის ოლქში. შემდგომში კი, თორმეტი საწვრთნელი სკოლა გაიხსნა რეგიონებში, რომელთაგან სამი, წვრთნიდა ძაღლებს ტანკსაწინააღმდეგო მიზნით.საბჭოთა კავშირს არ ყავდა სპეციალური ძაღლების მწვრთნელები, ამიტომ, მათ გამოიყენეს მონადირეები, ასევე ცირკის და პოლიციის ძაღლების მწვრთნელები. ასევე, ჩართეს რამოდენიმე წამყვანი ცხოველთა მკვლევარი, რათა მოეხდინათ ფართომასშტაბიანი საწვრთნელი პროგრამის ორგანიზება. უპირატესობას ანიჭებდნენ გერმანულ ნაგაზებს, მათი ფიზიკური მონაცემებისა და ადვილად დასწავლის უნარის გამო, თუმცა, გამოიყენებოდა სხვა ძაღლის ჯიშებიც. ძაღლების მოძრავ ნაღმებად გამოყენების იდეა, მოდის 1930 წლიდან.  1935 წლისთვის, ნაღმ-საწინააღმდეგო ძაღლების ქვედანაყოფები ოფიციალურად შეიქმნა საბჭოთა კავშირში.
გაწვრთნა
თავდაპირველი იდეა იყო, რომ ძაღლს ეტარებინა, მის სხეულზე დამაგრებული ბომბი და მიეტანა ის სპეციფიურ უძრავ სამიზნეზე. შემდეგ ძაღლი ჩამოაგდებდა ბომბს, სპეციალური ქამრის- კბილების საშუალებით გამოწევით, ხოლო შემდეგ კი დაუბრუნდებოდა პატრონს. ბომბის აფეთქება შესაძლებელი იყო ტაიმერის საშუალებით ან დისტანციურად ამოქმედებით. ძაღლების რამოდენიმე ჯგუფი იწვრთნებოდა ამ კუთხით, ექვსი თვის მანძილზე, მაგრამ შედეგებმა აჩვენა, რომ ძაღლებს არ შეეძლოთ ამ ამოცანის სათანადოდ შესრულება. ძაღლები კარგად ასრულებდნენ დავალებას ერთ სამიზნეზე, თუმცა იბნეოდნენ იმ შემთხვევაში, თუ სამიზნის ან ადგილმდებარეობის შეცვლა მოხდებოდა და ხშირად, უკან ბრუნდებოდნენ, ისე, რომ არ ქონდათ ბომბი ჩამოგდებული, რასაც რეალურ სიტუაციაში, შესაძლოა მოეკლა როგორც ძაღლი, ისე მისი ოპერატორი.რამოდენიმე წარუმატებელი მცდელობების შედეგად, მივიდნენ მარტივ გადაწყვეტილებაზე. კერძოდ, მტკიცედ მიამაგრეს ბომბი ძაღლს, რომელიც ფეთქდებოდა სამიზნესთან კონტაქტის შედეგად, რასაც ეწირებოდა ცხოველი. ძაღლებს წვრთნიდნენ დამშეულ მდგომარეობაში და საჭმელს უტოვებდნენ ტანკის ქვეშ, რის გამოც, ისინი ტანკებს ქვეშ უვარდებოდნენ. თავდაპირველად ტანკები იყვნენ გაჩერებულ მდგომარეობაში, ხოლო შემდეგ ჩართეს ტანკის ძრავები და არარეგულარულად ისროდნენ ფუჭი ვაზნებიდან, რათა ძაღლები მიჩვეულიყვნენ ბრძოლის ხმებს და სიტუაციას.თითოეული ძაღლს უმაგრებდნენ 10-12 კგ ნაღმს. ნაღმი ჩადებული იყო ბრიზენტის ჩანთაში, რომლისგანაც გამოდიოდა ხის ბერკეტი. ბერკეტი იყო დაახლოებით 20 სმ სიგრძის და როცა ძაღლი ტანკის ქვეშ ძვრებოდა, ის ედებოდა ტანკის ქვედა ნაწილს, რაც იწვევდა მის აფეთქებას. რადგან ტანკის სავალი ნაწილები, იყო ყველაზე დაუცველი, იმედი ქონდათ, რომ აფეთქება ტანკს უვარგისს გახდიდა.
საბჭოთა კავშირის მიერ გამოყენება
ძაღლების ომში გამოყენება დაიწყეს 1941-42 წლებში, როდესაც, საბჭოთა კავშირი ცდილობდა ნებისმიერი ხერხი გამოეყენებინა რათა შეეჩერებინათ ნაცისტური გერმანია.  დაახლოებით 40 000 ძაღლი გამოიყენა საბჭოთა კავშირმა სხვადასხვა მიზნით.ტანკსაწინააღმდეგო ძაღლების პირველი ჯგუფი, ფრონტის ხაზზე გამოჩნდა 1941 წლის ზაფხულის დასასრულს და მოიცავდა 30 ძაღლს და 40 მწვრთნელს.  მათმა გამოყენებამ გამოააშკარავა, რამოდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა. წვრთნის დროს, საწვავი და საბრძოლო მასალები რომ დაეზოგათ, ძაღლებს წვრთნიდნენ გაჩერებულ ტანკებზე, რომლებიც არ ისროდნენ ქვემეხებიდან.  ბრძოლის ველზე, ძაღლები არ უვარდებოდნენ მოძრავ ტანკებს. ზოგიერთი შეუვალი ძაღლი მირბოდა ტანკთან ახლოს და ელოდებოდა მის გაჩერებას, თუმცა ამ პროცესში კვდებოდნენ იარაღიდან გასროლის შედეგად. ქვემეხიდან გასროლა, აშინებდა ბევრ ძაღლს. ისინი გამორბოდნენ უკან და ხშირად, სანგარზე გადახტომის დროს ამოქმედდებოდა ბომბის ამფეთქი და იწვევდა საბჭოტა ჯარისკაცების დაღუპვას. ამის ასარიდებლად, გასცეს ბრძანება, რომ უკან მობრუნებადი ძაღლებისთვის ესროლათ.  30 ძაღლიდან, მხოლოდ ოთხმა მოახერხა ბომბის აფეთქება, გერმანელთა ტანკების ახლოს. ექვსი მათგანი აფეთქდა უკან მობრუნების დროს, სანგრებზე, რის შედეგადაც მოკვდა და დაიჭრა რამოდენიმე საბჭოთა ჯარისკაცი.ასევე, გამოვლინდა სხვა მნიშვნელოვანი წვრთნის დროს დაშვებული შეცდომები.  საბჭოთა კავშირი თავის ტანკებზე იყენებდა დიზელის ძრავებს, ხოლო გერმანელები იყენებდნენ ბენზინზე მომუშავე ძრავებს. რადგან, ძაღლები ქონდათ მძაფრი ყნოსვის ორგანო, ისინი მიდიოდნენ საბჭოთა ტანკების მიმართულებით, ვიდრე უცხო სუნის მქონე გერმანულ ტანკებთან.მეორე მსოფლიო ომში გამოყენებული ტანკსაწინააღმდეგო ძაღლების ეფექტურობა გაურკვეველია. საბჭოთა წყაროების მიხედვით, ტანკსაწინააღმდეგო ძაღლების საშუალებით მოხერხდა 300-მდე გერმანული ტანკის აფეთქება. თუმცა, რუსი ისტორიკოსების მიერ ეს მონაცემები ეჭვის ქვეშ დადგა და ამ ინფორმაციას მიიჩნევენ პროპაგანდის ნაწილად, რათა გაემართლებინათ ძაღლების საწვრთნელი პროგრამები. თუმცა, არსებობს რამოდნემე დოკუმენტირებული შემთხვევები, სადაც ტანკსაწინააღმდეგო ძაღლებმა ააფეთქეს გერმანელთა ტანკები.1942 წლის შემდეგ, ტანკსაწინააღმდეგო ძაღლების გამოყენება მკვეთრად შემცირდა საბჭოთა კავშირში და საწვრთნელი სკოლები გადავიდნენ, უფრო საჭირო ნაღმების მპოვნელ ძაღლებზე.

No comments:

Post a Comment