Pages

დემეტრე II-ის თავგანწირვა



1288 წელს საილხანოში გამომჟღავნდა არღუნ ყაენის საწინააღმდეგო შეთქმულება,რომლის ხელმძღვანელობა ბუღა ჩინგსანგს ჰბრალდებოდა.ბუღა და მისი მომხრეები შებყრობილ იქნენ და სასტიკად დაისაჯნენ.ასეთივე დღე ელოდა ბუღას ყველა ახლობელს.საქართველოს მეფე დემტრე,როგროც ბუღას უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი,ყაენის ურდოში დაიბარეს.
სამეფო დარბაზს მეფისათვის ერთხმად ურჩევია,რომ თავი განერიდებინა და მთიულეთს შეხიზნულიყო,ან აფხაზეთს გადასულიყო,როგორც მოიქცა მისი მამა დავით ულუ.მაგრამ მეფე დემეტრეს მტკიცედ განუცხადებია ''მე დავდებ სულსა ჩემსა ერისათვის ჩემისა და არა დავიშლი ურდოსა წასვლასა''ამ სიტყვებიდან  ჩანს,რომ მეფე დარწმუნებული იყო დაიღუპებოდა,მაგრამ ამ ნაბიჯზე მაინც მიდიოდა რათა ქვეყანა ეხსნა მონღოლთა აოხრებისა და განადგურებისაგან.იგი ყაენის კარზე გაემართა საქართველოს კათოლიკოსთან და თავის მემკვიდრესთან ერთად: ''რომელ უეჭველ იქმნას ყაენი და ჰგონოს ერთგულება მისი''ამას გარდა,მას თან თავისი სიმდიდრე წაუღია,რომელიც მონღოლებმა დაუყონებლივ ჩამოართვეს.ჟამთააღმწერელი წერს,როდესაც ''მივიდა ყაენის წინაშე საჭურჭლე მეფისა და განკვირდა და მცირედ დასცხრა გულისწყრომისაგან,და არღარა ეგრე გონებდა ბოროტისა ყოფასა''მაგრამ ამ საქმეში ჩაერია სადუნ მანკაბერდელის გულბოროტი ნაშიერი,უთლუ-ბუღა,რომელიც დემეტრეზე განაწყენებული იყო იმის გამო,რომ მეფემ მას ათაბაგობა  და მამამისის სრული უფლებები არ დაუტოვა და სასტიკად იძია შური.

დემეტრე- II ყაენის კარზე

როდესაც არღუნ ყაენი შეყოყმანდა და საქართველოს მეფის სიკვდილით დასჯა აღარ უნდოდა,თუნდაც იმიტომ,რომ ამით ქვეყანა არ არეულიყო ,რადგან მეფობის შესაფერისი კანდიდატი არ ჰყავდა,ყუთლუს შეუთავაზებია გეგმა,რომ იგი დასავლეთ საქართველოდან გადმოიყვანდა დავით ნარინის უფროსს ვაჟს,ვახტანგს,რადგან ვახტანგი იმერეთის ტახტის მემკვიდრეც იყო,მისი აღმოსავლეთ საქართველოში გამეფებით,უმტკივნეულოდ დასავლეთ საქართველოსაც დაიმორჩილებდნენ.ამის შემდეგ არღუნ ყაენი დათანხმდა დემეტრე სიკვდილით დაესაჯათ.
 საქართველოს მეფეს დემეტრე-II-ს თავი მოჰკვეთეს 1289 წლის 12 მარტს,მოვაკანში მდინარე მტკვრის პირას.იგივე ბედი მოელოდა დემეტრეს უფროს ვაჟს,ყრმა დავითს,მაგრამ მეფის კარის მღვდელი მოსე  შეჰვედრებია მონღოლთა მხედარმთავარ ტოღაჩარ ნოინს და მისი შუამდგომლობით ყაენს აღარ მოუკლავს დავით ბატონიშვილი.
 მეფის თავმოკვეთილ გვამს მრავალი დღის განმავლობაში იცავდნენ მონღოლთა სპეციალური დარაჯნი,რათა  ქართველებს არ მოეტაცათ და  საქართველოში არ წაეღოთ,აბრაამ კათალიკოსს და მოსე მღვდელს მაინც მაინც მოუხერხებიათ დავდადებული მეფის ცხედრის საქართველოში ფარულად გადატანა.მოსყიდულ დარაჯებს ღამით მოუპარავთ და ჩაუყვანიათ მეფის გვამი საქართველოში.მეფე დემეტრე -II პატივით დაკრძალეს სვეტიცხოველის ტაძარში.ივანე ჯავახიშვილი ამ თავდადებული ქართველი მეფის შესახებ წერდა:დემეტრე -II-ის გმირულმა გამბედაობამ ცხადჰყო,რომ მას ადამიანის ზნეობრივი მოვალეობა კარგად ჰქონდა შეგნებული და ამიტომაცაა,რომ მისმა ამ ნაბიჯმა თანამედროვეთა შორისაც აღტაცება გამოიწვია ყველა ის უარყოფითი მხარეებიც აპატიებინა,რომლებიც მას ჰქონდა.შთამომავლობამაც და ისტორიამაც საქართველოს მეფეთაგან თავდადებულის წოდება,მხოლოდ მას მიანიჭა,რადგან საქართველო და ხალხი თავისი სიცოცხლის განწირვით მონღოლთა ყაენის არღუნის მრისხანებისა და აოხრებისგან მართლაც იხსნა.

No comments:

Post a Comment