Pages

სამოქალაქო ომი აშშ-ში


 1861-1865  წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარეობდა სამოქალაქო ომი,რომელსაც შეეწირა სულ ცოტ ა 620 ათასი ჯარისკაცი და დაუდგენელი,მაგრამ დიდი რაოდენობით სამოქალაქო პირი. ასეთი დანაკარგი აშშ-ს არ ჰქონია თავის ყველა სხვა საომარ კონფლიქტში  ჯამურად ორი მსოფლიო ომის ჩათვლით.ომმა მძიმე დაღი დაამჩნია მოსახლეობის ფსიქოლოგიას,რაც საუკუნეების შემდეგაც კი იგრძნობოდა,განსაკუთრებით სამხრეთ შტატებსა და ქვეყნის სახმრეთ ნაწილის ეკონომიკაში.
  ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი აბრაამ ლინკოლნის გამარჯვება შეურიგებლად მებრძოლი სამხრეთის შტატებისათვის სამოქალაქო ომის დაწყების საბაბი აღმოჩნდა.ლინკოლნი მონობის წინააღმდეგი იყო.სამხრეთის შტატების პლანტატორები მას მთავარ მტრად მიიჩნევდნენ.ისინი მიხვდნენ,რომ ვეღარასოდეს განახორციელებდნენ კონტროლს ფედერალურ მთავრობაზე,რომელიც აღარ დაიცავდა მათ ინტერესებს.1861 წლის 4 მარტს სამხრეთის შვიდმა შტატმა (სამხრეთ კაროლინა,მისისიპი,ფლორიდა,ალაბამა ,ჯორჯია, ლუიზიანა და ტეხასი) შტატების კავშირი დატოვეს.

აბრაამ ლინკოლნი.

ამბოხებული შტატები:თავდაპირველად შტატები გაერთიანდნენ,როგორც ერთიან სუვერენიტეტულ კავშირში,რომლის ცენტრალური ხელისუფლება ამერიკიშ შეერთებული შტატების დედაქალაქში ვაშინგტონში იყო განლაგებული.სამხრეთის შტატებმა სუვერენიტეტის აღდგენის უფლება მოითხოვეს და საკუთარი კავშირის შექმნის შედეგად  1861 წლის თებერვალში ''კონფედერაცია'' გამოაცხადეს.ლინკოლნი მტკიცედ აცხადებდა,რომ შეერთებული შტატები  განუყოფელი და ერთიანი იყო და არც ერთ შტატს  არ ჰქონდა  გამოყოფის უფლება.ფაქტების შესაბამისად კონფედერაციები ამბოხებულ შტატებად იქნა მიჩნეული.ეს იყო სამოქალაქო ომის დაწყების ერთ-ერთი ფაქტორი.ლინკოლნი ზოგადად  მაღალი იდეალების მქონდე უბრალო გულწრფელი ადამიანი იყო და ამასთანავე,გამჭრიახი პოლიტიკოსი.იგი ქვეყნის მთლიანობის აღასადგენად თავდაუზოგავად იბრძოდა.მას აგრესიული ქმედებებისთვის არ  მიუმართავს თუმცა მისი დავალებით სახმრეთ კაროლინაში ჩარლსტონის ნავსადგურში გარნიზონი განლაგდა.ამის საპასუხოდ კონფედერატებმა შეერთებული შტატების ფორტსამტერიის სამხედრო ბაზაზე  თავდასხმა მიიტანა  1861 წლის 12 აპრილს რასაც ლინკონმა იერიშით უპასუხა.სამოქალაქო ომი ამერიკაში დაიწყო.ბრძოლა უთანასწოროდ მიმდინარეობდა.23 ჩრდილოეთის შტატში მოსახლეობა თითქმის 23 მილიონს შეადგენდა.სამხრეთში კი თეთრკანიანთა რიცხვი,მხოლოდ 5 მილიონი იყო.ჩრდილოეთს მხარს უმაგრებდა სამრეწველო ძლიერება,კარგი კომუნიკაცია,სიცოცხლის უნარიანი ეკონომიკა და წარმატებული სამხედრო-საზღვაო ფლოტი.სამხრეთში ცხოვრობდა აგრარული საზოგადოება,რომელიც ძირითადად დამოკიდებული იყო ბამბის ექსპორტსა და საზღვარგარეთიდან შემოსულ საქონელზე.ამასთანავე თანამედროვე ომისთვის არასახარბიელო ადგილმდებარეობა გააჩნდა და იოლად ექცეოდა საზღვაო ბლოკადაში.ჩრდილოეთის გამარჯვება აშკარა იყო. ეს იყო ინდუსტრიული ეპოქის პირველი ომი სადაც ფართოდ გამოიყენებოდა რკინიგზა,ტელეგრაფი,ორთქლის გემები,მასობრივად წარმოებული იარაღი.ხანგრძლივ ომს ფაქტობრივად არც  ერთი მხარე არ ელოდა და ლინკოლმაც ზომიერად 75  000 მოხალისე შეკრიბა.მაგრამ 1861 წლის ივლისში კავშირის ჯარი პირველ ბრძოლაში დამარცხდა.ჩრდილოეთი იძულებული გახდა ომისთვის  უკეთესად მომზადებულიყო და ომის დასასრულს კავშირის ჯარები ერთ მილიონს აღწევდა,ხოლო სამხრეთის ჯარები 500 000 ჯარისკაცისგან შედგებოდა.ბრძოლის უმეტესი ნაწილი ვირჯინიის მერილენდისა და სამხრეთ პენსილვანიის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.კავშირის წინსვლას ვირჯინიაში უკან დახევის პერიოდებიც ჰქონდა და სექტემბერში ბრძოლა კონფედერაციული ძალების დამარცხებით სადრულდა,რომელსაც რობერტ ლი მეთაურობდა,ხოლო სხვა შტატებში ჩრდილოეთის უპირატესობა აშკარა იყო,რომელსაც არაერთი გამარჯვება მოჰყვა,რის შედეგადაც სამხრეთი სრულ ბლოკადაში მოექცა.1862 წელს მამაცური შეტაკებების შედეგად დაკავებული იქნა ახალი ორლეანი. 1863 წელს მოხდა  ვიქსბურგის დანებება რითაც ჩრდილოეთმა მდინარე მისისიპიზე კონტროლი მოიპოვა და დარჩენილ კონფედერაციას არკანზასი,ლუიზიანა და ტეხასი ჩამაოჭრა.


                                                                       
                                                                                       
კრიტიკული წელიწადი:1863 წელი კრიტიკული წელიწადით აღინიშნება.1862 წლის სექტემბერში ტერიტორიებზე მონობა გაუქმებულად გამოცხადდა,ხოლო ძალაში შევიდა 1863 წლის 1 იანვრიდან.ივლისში ლის ჩრდილოეთში შეჭრა მისი დამარცხებით დასრულდა და კონფედერაციის სამხედრო გამარჯვების შესახებ ლაპარაკი საბოლოოდ დასრულდა დასავლეთში გენერალ გრანტის ნოემბრის ტრიუმფმა კავშირის არმია ტენესის კონტროლს დაუქვემდებარა და ჯორჯაში შეჭრის წინაპირობაც გახდა.1864 წელს გრანტი შეერთებული შტატების მთავარსარდალი გახდა.მან სერიული სისხლიანი ბრძოლები აწარმოა ლის არმიის წინააღმდეგ.ამან მკვეთრად დაასუსტა.კონფედერაცია,რომელსაც დაჭრილების შესანაცვლებლად მებრძოლები თითქმის აღარ ჰყავდა.ამასობაში შერმანმა,რომელიც გრანტს ცვლიდა დასავლეთში ჯორჯიისაკენ გზა გაიკვალა და ალყა შემოარტყა ატლანტას,რომელიც 1864 წლის სექტემბერში აიღო კიდეც.შერმანმა კონფედერაცია ორად გაყო.

კონფედერაციის დამარცხება:1865 წელს კონფედერაციამ სრული კოლაფსი განიცადა.ლის ჯარები გრანტსა და შერმანს შორის იყვნენ მოქცეულები.1 აპრილს რიჩმონდი დაეცა.მთლიანად მტრის გარემოცვაში მყოფი ლი 9 აპრილს აპომატოქსის სასამართლოს დანებდა.აშშ-ს სამოქალაქო ომს  600 000 ადამიანზე მეტი შეეწია,ხოლო სამხრეთი მიწასთან გასწორდა.სამოქალაქო ომი დამთავრდა. სულ ხუთი დღის შემდეგ 14 აპრილს კონფედერატების მომხრე ტერორისტმა მოკლა პრეზიდენტი ლინკოლნი.ომის დროსვე დაიწყო ამერიკის კონსტიტუციის მე-13 დამატების მიღების პროცედურა.,რომელიც ითვალისწინებდა მთელ ქვეყანაში მონობის გაუქმებას.სენატმა ის მიიღო 1864 წლი ს 8 აპრილს,წარმომადგენელთა პალატამ 1865 წლის პირველ იანვარს. მე-13 დამატება ძალაში შევიდა 1865 წლის 6 დეკემბერს.4 მილიონამდე მონა თავისუფალი გახდა.

ავტორი:ზურა მაისურაძე

No comments:

Post a Comment