ნაწილი 1
პირველი წიგნის მოქმედება იწყება დიდი სამამულო ომის წინა დღეს. ''ბლოკადა'' ხსნის ძირითად მიზეზებს - ფარულსა და აშკარას - იმ საშინელი ომისა,რომელიც ფაშიზმმა თავს მოახვია საბჭოთა ხალხს.მკითხველი მოწმე ხდება მოლოტოვის დიპლომატიური ვიზიტისა ფაშიზმის ბუნაგში,ჩვენს ქვეყანაზე ჩამოწოლილი საფრთხის ასაშორებლად პარტიისა მთავრობის რთული და გულმოდგინე მზადებისა სტალინის მეთაურობით.
რომანში ნაჩვენებია აგრეთვე ომის წინანდელი ლენინგრადი,რიგითი საბჭოთა ადამიანების ბედი,რომელთა ცხოვრებაშიც ომი მოულოდნელად შეიჭრა.
რომანი დაწერილია დამაჯერებლად და მიმზიდველად,დიდი სამამულო ომის ისტორიის რთულ საკითხებსა და ნაწარმოების სიუჟტთან ურთუერთკავშირში მყოფ ისტორიულ თუ გამოგონილ ფირთა ფსიქოლოგიაში ღრმა წვდომით
ნაწილი 2
რომან ''ბლოკადას'' მეორე წიგნში ჩაკოვსკი აგრძელებს თხრობას დიდ სამამულო ომზე, განიხილავს მოვლენებს ფარ თო ურთიერთაკვშირში.მოქმედება მიმდინარეობს 1941 წლის ივლის-აგვისტოში,როცა ლენინგრადის მისადგომებთან გააფთ რებული ომები წარმოებდა.
ამ რთულ ვითარებაში მკითხველი კვლავ შეხვდება წითელი არმიის მამაც მეთაურებს - პოლკოვნიკ კოროლიოვსა და ზვიაგინცევს,გაიგებს რა გადახდათ თავს ფაშისტთა ტყვეობაში მოხვედრილ ვერა კოროლიოვსა და ანატოლი ვალიცკს.
ნაწილი 3
ალექსანდრე ჩაკოვსკის რომანის ''ბლოკადის'' მესამე წიგნი ეძღვნება დიდი სამამულო ომის ერთ- ერთ მეტად დაძაბულ მომენტს 1941 წლის სექტემბერში ლენინგრადისთვის გაჩაღებულ ბრძოლებს.ლიტლერთა ურდოები მიისწრაფოდნენ მოსკოვისაკენ,საჭირო იყო მტრის შეჩერება.თუ როგორ შეაჩერეს იგი ლენინის ქალაქის კედლებთან, სწორედ ესა მოთხრობილი მესამე თავში.
მკითხველები შეიტყობენ,როგორ იცავდნენ ლენინგრადს მისი მუშები,რომლებიც სახელგანთქმული კიროვის ქარხანა მიუვალ ციხე-სიმაგრედ გადააქციეს,როგორ იბრძოდნენ ქალაქის მისადგომებთან და კერძოდ პულკოვოს მაღლობებთან გმირი მებრძოლები,სუსტად ახორციელებდნენ რა საბჭოთა სარდლების გეგმებს.
რომანის მესამე წიგნში მკითხველები კვლავ შეხვდებიან პირველი ორი თავის პერსონაჟებს,როგორც ისტორიულ,ისე გამოჩენილ პირებსაც...
No comments:
Post a Comment