Pages

ანტირუსული შეთქმულება და აჯანყების მცდელობა 1832 წელს



XIX საუკუნის 20-30-იანი წლების მიჯნაზე საქართველოს განთავისუფლებისა და ეროვნული სახელმწიფოს აღდგენისათვის ბრძოლას საქართველოში ჩაუდგნენ  ოქროპირ გიორგის ძე და დიმიტრი იულონის ძე ბაგრატიონები,ასევე მათთან დაკავშირებული პატრიოტთა დასი.პეტერბურგსა და მოსკოვში სხვადასხვა მიზნით ჩასული ქართველები ბატონიშვილების ოჯახებში იყრიდნენ თავს.დიმიტრი ბაგრატიონის ბინაში ხშირად იკრიბებოდნენ ელიზბარ ზაქარია და დიმიტრი ერისთავები.ალექსანდრე გრიგოლ და ვახტანგ ორბელიანები,ლუარსაბ და ივანე ჩოლოყაშვილები,გაბრიელ მამაციშვილი სოლომონ  დოდაშვილი და ესტატე ჯავახიშვილი.


  ურთიერთობა ბაგრატიონთა გვარის ახალი თაობის ამ წარმომადგენლებთან,რომელნიც რუსეთის დედაქალაქების  კულტურული ცხოვრების ცენტრში ტრიალებდნენ და დასავლური იდეებით სულდგმულობდნენ,დადებით გავლენას ახდენდა მათი ახალგაზრდა სტუმრების პოლიტიკურ მსოფლმხედველობასა დაეროვნულ სულისკვეთებაზე.
 ოქროპირ და დიმიტრი ბაგრატიონებიც იმ აზრის იყვნენ,რომ რუსეთის მთავრობამ დაარღვია   საერთაშორისო სამართლის ნორმები,1783 წლის მფარველობით-სამოკავშირეო ტრაქტატი  შეცვალა რუსეთთან  რუსეთთან შეერთების მანიფესტით და მოსპო  ქართული სახელმწიფო. მათი აზრით,რუსეთის წინააღმდეგ ქართველი ხალხის ბრძოლის პარარელურად აუცილებელი იყო საგარეო ძალის გამოყონებაც.ბატონიშვილებსაც და მათ თანამოაზრეებსაც სჯეროდათ,რომ ინგლისს,საფრანგეთს და დიდ სახელმწიფოებს შეეძლოთ დათმობაზე წაეყვანათ რუსეთის ხელისუფლება,აეძულებინათ იგი 1783 წლის ტრაქტატის უფლებრივ ნორმათა საფუძველზე აღედგინა საქართველოს ეროვნული სახელმწიფო.
რუსეთში ჩასახულმა პროგრესულმა მოძრაობამ,კერძოდ დეკაბრისტების გამოსვლამ,როგორც ჩანს ააჩქარა ქართველ პატრიოტთა პულსი.ოქროპირ და დიმიტრი ბაგრატიონების თაოსნობით ფარული ფარული საზოგადოების კერები უკვე  1826 წელს გაჩნდა  პეტერბურგსა და მოსკოვში,1828 წელს ფარული საზოგადოება ჩამოყალიბდა თბილისში.პატრიოტ შეთქმულთა დასი თანდათან გააქტიურდა,შეადგინა საზოგადოების წესდება,დასახა მოქმედების გეგმა,პოლიტიკური პროგრამა.საზოგადოების მიზანი გახდა ქართველი ხალხის  მომზადება განმათავისუფლებელი ომისათვის,რომლის შედეგადაც საფუძველი ჩაეყრებოდა თავისუფალი სახელმწიფოს აღორძინებას.
 XIX საუკუნის 20-30-იანი წლების საქართველოში სამი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მიმართულება გამოიკვეთა:მოსახლეობის მცირე ნაწილი შეურიგდა რუსეთთან საქართველოს შეერთებას.მას სასარგებლოდ მიაჩნდა იმპერიული ხელისუფლების  ქვეშერმდომობაში ყოფნა.მეორე ნაწილის იდეალი იყო 1783 წლის რუსეთ-საქართველოს მფარველობით -სამოკავშირეო ხელშეკრულების აღდგენა და ამის მიღწევას მშვიდობიანი გზით ვარაუდობდა.გათვითცნობიერებული  ქართველი საზოგადოების უმრავლესობა შეიარაღებული  ბრძოლის ტაქტიკას ემხრობოდა.მათი აზრით აჯანყებეის გარეშე  ავტონომიის  აღდგენა შეუძლებელი  იქნებოდა და მითუმეტეს სრული დამოუკიდებლობის მოპოვება.შეთქმულთა  საზოგადოებაში მესამე მიმართულება დომინირებდა.
 ფარულს საზოგადოებაში ძირითადად თავადაზნაურობა გაერთიანდა.ასიოდე შეთქმული თავისთავად ბევრს  ვერაფერს  გააკეთებდა,მხოლოდ ტერორისტული აქტების  განხორციელებას შეძლებდა ამიტომ ისინი ცდილობდნენ  ეროვნული მოძრაობისთვის ფართო ხასიათი მიეცათ  და განმათავისუფლებელ ომში მოსახლეობის ყველა  ფენა  ჩაებათ.იმ დროისთვის მართალია არსებობდა  სოციალური წინააღმდეგობანი,მაგრამ რუსეთთან წინააღმდეგ აჯანყებაში ყველა  ფენა გაერთიანდა და ყველას  ერთი მიზანი  ამოძრავებდა  დაეხსნათ  საქართველო რუსეთის კლანჭებიდან.

სოლომონ დოდაშვილი
ცარიზმის რუსუფიკატორულ-კოლონიურ პოლიტიკას შეთქმულთა იდეოლოგი,სოლომონ დოდაშვილი მთელი ქართველი ერის სახელით აკრიტიკებდა,მთელი ხალხის დამცველად  გამოდიოდა,მაგრამ მას განსაკუთრებით აწუხებდა უნუგეშო მდგომარეობა  გლეხობისა,რომელიც  სიღარიბის,რუსული ენისა და კანონების უცოდინრობის გამო ყველაზე მეტად  იჩაგრებოდა.აუტანელი სახელმწიფო ბეგარა რუს მოხელეთაგან აბუჩად აგდება,მისი კაცური და ეროვნული ღირსების შეურაწყოფა იყო გლეხთა უკმაყოფილება-აჯანყების მიზეზი.სოლომონ დოდაშვილი  ფლობდა ინფორმაციას გლეხობის შესახებ და მომავალში მათი ომში ჩაბმას ელოდა.
 სოლომონ დოდაშვილი,ალექსანდრე ორბელიანი და  ელიზბარ ერისთავი ცდილობდნენ ანტირუსული აჯანყების გაფართოებას,მის გადაქცევას საერთო-კავკასიურ განმათავისუფლებელ ომად.მასში აზერბაიჯანელებიის,სომხების,ჩრდილოკავკასიელი  ტომების ჩაბმას.შეთქმულთა საზოგადოებამ კავშირი დაამყარა ანტირისული ომების ყველაზე სტაჟიან გამოჩენილ პიროვნებასთან ალექსანდრე  ბაგრატიონთან და ახალი ანტირუსული აჯანყების მეთაურობა მას შესთავაზა.საზოგადოება ალექსანდრე ერეკლეს ძის მეშვეობით ვარაუდობდა თავისი მიზნისათვის ირან-ოსმალეთის გამოყენებას.შეთქმულებს იმის იმედიც ჰქონდათ,რომ რუსეთის გავლენა-გაძლიერებით შეშფოთებული ინგლისი და საფრანგეთი  დესანტს გადმოსხავდნენ შავიზღვისპირეთში და რუსებს  კავკასიის საზღვრებს  დაატოვებინებდნენ.
 1830 წელს პოლონეთში იფეთქა ანტირისულმა  აჯანყებამ,რამაც  ქართველი შეთქმულები  დიდად გაახარა.რუსულმა პოლიციამ შეამჩნია,რომ პოლონეთის აჯანყების  გაფართოებასთან  ერთად ძლიერდებოდა აქაურ  ბოროტგანმზრახველთა საზოგადოების ანტირისული საქმიანობა.პოლონელთა სახალხო ლაშქარის მიერ ვარშავის აღების შემდეგ გადაუდებელ საქმედ მიიჩნიეს აჯანყების დაწყება.დესპანი გააგზავნეს ალექსანდრე  ბაგრატიონთან,სთხოვეს დაეჩქარებინა ჩამოსვლა და ამავე დროს გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია ირანის ჯარების შემოჭრის შესახებ კავკასიაში,რაც რუსეთმა სერიოზულად მიიღო და რამდენიმე პოლკი გაგზავნა საზღვრებთან.აჯანყება მწიფდებოდა და აღარაფერი აკლდა დაწყევას,მაგრამ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ პოლონელთა ლაშქარი დამარცხდა და რუსებმა ვარშავა აიღეს.აჯანყება აღარ იყო მიზანშეწონილი და შეთქმულებმა აჯანყება იფრო ხელსაყრელ მომენტამდე გადადეს.
   1832 წელს ფარული საზოგადოების  სულისკვეთება  და აჯანყების მცდელობა კვლავ გაძლიერდა.მოამზადეს სახალხო ლაშქრის ორგანიზაციული საფუძვლები,შეიმუშავეს სასწავლო ბატალიონისა და საქართველოში  გადმოსახლებულ  პოლონელთა 500 კაცის აჯანყებაში  ჩაბმის გეგმა.იმავდროულად შეთქმულებმა სხადეს ალექსანდრე ბაგრატიონის მეშვეობით დაკავშირებოდნენ ეგვიპტის ფაშას და ჩეჩნეთ-დაღესტანის ეროვნული მოძრაობის მეთაურს.ყაზიმოლას.დაინიშნა ომის დაწყების თარიღი.
 შეთქმულების ლიდერებმა  მიზანშეწონილად მიიჩნიეს აჯანყების დაწყება თბილისის გუბერნიის  თავადაზნაურთა საკრებულოს დეპუტატებისა და წინამძღოლთა არჩევნების დღეს,როცა თბილისში ჩამოვიდოდა თავადაზნაურობა მრავალმრიცხოვან თანმხლებთან ერთად.ეს არჩევნები  უნდა ჩატარებულიყო  1832 წლის 20 ნოემბერს.შეთქმულთა გეგმით  ამ  დღეს არჩევნების დამთავრების შემდეგ ლუარსაბ  ორბელიანის სახლში უნდა გამართულიყო ბანკეტი,რომელზეც მიიწვევდნენ  მართველებს,სამხედრო და სამოქალაქო დიდ მოხელეებს.ღამის პირველ საათზე შუშხუნებით მიცემულ ნიშანზე  დაიწყებოდა აჯანყება.ბანკეტის  ვითომდა მონაწილე შეიარაღებული შეთქმულნი დაატყვევებდნენ (წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში მოკლავდნენ) მმართველებს და მათ  მოხელეებს.ამის შემდეგ შეიარაღებულები დაიკავებდნენ ქალაქის სტრატეგიულ ობიექტებს:დაეუფლებოდნენ  არსენალს,ყაზარმებს,ყველა ხელსაყრელ პოზიციას.საქართველოს ყველა რეგიონში  გავრცელდებოდა სოლომონ დოდაშვილის მოწოდება ''ქართველ ხალხს ყოველთვის ჰქონდა საკუთარი  ენა,ზნე-ჩვეულება,სარწმუნოება.საქართვლოს  ჰყავდა ყოვლის დროსა თავისი ხელმწიფე და არ  იყო დამოკიდებული სხვასა ზედა  და არც მონა,ვითარცა  დღეს არის  ეს მამული ესე ჩვენი.სახელი,მხნეობა,მამაცობა წინაპართა ჩვენთა  ყოველთვის  ჰქუხდა... ხოლო აწ ვხედავთ დამხობასა და არარაობასა მამულისა ჩვენისასა.რაისთვის არს ესრეთ.ნუთუ ჩვენ არ ვართ შვილნი მამა-პაპათა ჩვენთა,ნუთუ ჩვენ არ ძალგვიძს  შენახვა მამულისა ჩვენისა ... მაშ რაისთვის  ცოცხალთ ვართ...''
 სახალხო ლაშქრის ნაწილის მიერ თბილისში მოპოვებული პირველი გამარჯვების შემდეგ,შეთქმულთა საზოგადოების მაცნენი და წარმომადგენლები რეგიონებში გადავიდოდნენ,მოსახლეობას აუწყებდნენ,რომ ალექსანდრე ბატონიშვილი უკვე საქართველოშია და ვითარცა მეფე და მთავარსარდალი საყოველთაო მობილიზაციას აცხადებს.ყველას  თავისი დროშის ქვეშ უხმობს,ქართველი  დესპანები გაემგზავრებოდნენ,სომხეთში,აზერბაიჯანში,დაღესტანში სხვა  ქვეყნებში და შეეცდებოდნენ ანტირუსული ომისათვის მიეცათ საერთო-კავკასიური მაშტაბი.ყველგან ერთად  უნდა  აღემართათ  მახვილი,რათა რუსთა გარნიზონების გაერთიანება არ დაეშვათ.
 რუსეთის მოხელეებისა და  ჯარის განდევნის შემდეგ ახალი ამოცანები დაისახებოდა.სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა თავდაცვის სისტემის შექმნას:ჩაირხეგეობოდა  დარიალის ხეობა,შავი და კასპიის ზღვების პირზე განლაგდებოდა შეიარაღებული რაზმები.წინასწარ შედგენილი პროექტი ითვალისწინებდა საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას კონსტიტუციური მონარქიის  ფორმით.სახელმწიფოს მეთაური იქნებოდა მეფე  (ჯერ ალექსანდრე ბაგრატიონი შემდეგ მისი მემკვიდრენი) სეიმი  (პარლამენტი) აღიჭურვებოდა საკანონდებლო უფლებამოსილებით.მინისტრთა კომიტეტს მიეცემოდა  აღმასრულებელი ხელისუფლება  მისი თავჯდომარე  ერთხანს იქნებოდა თვით მეფე.სამხედრო მინისტრად დაინიშნებოდა ალექასანდრე ჭავჭავაძე,ფინანსთა - ნიკოლოზ ფალავანდიშვილი,შინაგან საქმეთა  - კოსტანტინე მუხრან ბატონი. საგარეო საქმეთა - ბებუთაშვილი განათლების მინისტრად იაგორ ჭილაშვილი.
  ომის დაწყება 1832 წლის 20 ნოემბერს გამართლებული ჩანდა იმიტომაც,რომ კავკასიაში მდგარი რუსეთის ჯარები იმ დროისთვის დაღესტანში ლაშქრობდა.შეთქმულები  ითვალისწინებდნენ იმასაც,რომ ზამთრის პირობებში რუსეთიდან  გაჭირდებოდა დამატებითი ძალის  გადმოყვანა,მაგრამ 20 ნოემბერს არჩევნების ჩატარება  არ მოხერხდა  თარიღმა გადაიწია და ამის შესაბამისად შეთქმულებმა აჯანყების დაწყების დრო შეცვალეს.თარიღის შეცვლა კიდევ  ორგზის განმეორდა.ამასობაში  მოვლენათა  გეგმის მიხედვით განვითარებას წერდილი დაუსვა ფარული საზოგადოების ერთ-ერთმა წევრმა იასე ფალავანდიშვილმა,რომელიც საკუთარმა ძმამ თბილისის სამოქალაქო გუბერნატორმა ნიკოლოზმა დაარწმუნა იმაში,რომ ქვეყანასაც დაღუპავდნენ და თავიანთ თავსაც.  ტრაგედიის თავიდან აცილება შეიცლებოდა,მხოლოდ შეთქმულების  გაცემით.ფალავანდიშვილმა ეს მოღალატური აქტი ჩაიდინა 1832 წლის 9 დეკემბერს.ორ-სამ  დღეში შეთქმულთა საზოგადოების თითქმის ყველა წევრი დააპატიმრეს.რეპრესიების ქვეშ მოექცა 145 კაცი.ოპტიმიზმი ნაადრევი აღმოჩნდა შეთქმულდა საზოგადოებამ დიდი ეროვნული მისია საქართველოს  დამოუკიდებლობა ვერ აღადგინა.
 რუსეთის ხელისუფლებამ სამწუხარო გამოცდილებით იცოდა რას ნიშნავდა ქართველთა აჯანყება  და მისი მოხელენი ძალიან კმაყოფილი  დარჩნენ იმით,რომ აჯანყების დაწყებამდე  გაანადგურეს შეთქმულთა საზოგადოება.აჯანყების გეგმა გამააცხადეს ფუქსავატი ქართველი  ხალხის ოცნებად,რომლბსაც არ  შეეძლოთ კავკასიაში რუსეთის პოზიციების შერყევა ოდნავადაც კი.

ზურა მაისურაძე

No comments:

Post a Comment